რამდენიმე რჩევა და იდეა თქვენი გარდერობისათვის, 2011 წლის შემოდგომისთვის მზადებაში . . .
რა იქნება აქტუალური
1. მდოგვისფერი სამოსი, რაც არასოდეს მქონია და არც ვიცი მიხდება თუ არა

2. Polka Dots, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, კოპლები ბევრმა დიზაინერმა მათ შორის Valentino, Dolce & Gabbana, Marc Jacobs & Diane von Furstenberg-მა შემოდგომა ზამთრის კოლექციებშიც უხვად გამოიყენა.
3. ჟანგისფერი პალტო – რაც სამწუხაროდ მე პირადად არ მომწონს, არც მქონია და შესაბამისად არც ვიცი მიხდება თუ არა
თანაც პალტო ამ სეზონისთვის უკვე შევიძინე მაისში ფასდაკლებებზე
4. კამუფლაჟური პრინტი (მილიტარი) - კამუფლაჟი სამწუხაროდ ქართულად “შენიღბვაა” და შესანიღბი პრინტი ცოტა გაურკვევლად ჟღერს. კამუფლაჟური ტიპის პრინტები და არა ზუსტად მილიტარი გვხვდება Victoria Beckham და Daryl K-ს საშემოდგომო კოლექციებში
5. Lace – ოღონდ ამჯერად არა როგორც ქსოვილი, არამედ მხოლოდ როგორც დეტალი.
Prabal Gurung-ის პიჯაკი, მარჯვნივ ძალიან მომწონს და სიამოვნებით ვიქონიებდი
6. შოტლანდურა, ერთი ულამაზესი ქვედაბოლო მაქვს ვიქტორიას სექრეთ–დან გამოწერილი და წლებია არ ჩამიცვამს, ფაქტობრივად რაც ჩამოვიდა დევს და დევს, უნდა გავაცოცხლო
7. Working-Girl Dress - და ზოგადად კაბები ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალურია
8. კაბები JADE GREEN ფერში, სწორედ ის ფერი რაც ანა მიმინოშვილს ჰქონდა გამოყენებული თბილისის მოდის კვირეულზე, ულამაზესი მწვანე კაბები
9. მსხვილადნაქსოვი სვიტრები და გამჭვირვალე დაუდევარი ქვედაბოლოები აქტუალურია ამ სეზონზე
10. კაშკაშა შარვლები – ეს ყველაზე გავრცელებული ტრენდია ამ შემოდგომისთვის რაზეც სავარაუდოდ ცალკე პოსტს დავწერ – როგორც ფერების მოყვარული ადამიანი











მე ძალიან მომწონს ახალი ტენდენციები …
მწვანე კაბას ვერ შევეგუები მარტო, არ მიყვარს ეს ფერი
))
ნინო
რატომ არ გაქვს ბლოგზე პოსტები?
მეც ეგრე მეგონა 1 წლის წინ, მაგრამ 1 წელია მომწონს სხვებზე
ჩემთვის ჯერ არ მიყიდია, საერთოდაც ამ ბოლო დროს ისე გადავერთე ჩემი მანქანის აფდეითზე რომ არაფრისთვის მრჩება ფული
მომწონს კველა განსაკუტრებიტ მწვანე ფერები:)) http://shu84.blogspot.com
მწვანე ჩემი საკვარელი ფერია:) http://shu84.blogspot.com
ვერ მივიღე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება ბლოგთან დაკავშირებით
ისე შენს ბლოგს რომ ვკითხულობ ხოლმე ძალიან მინდება მეც ვიაქტიურო
მეც ისე ვეღარ ვაქტიურობ ბევრი სამუშაოს გამო
ადრე ყოველდღე ვწერდი ახლა 2-3 დღეში ერთხელ ვახერხებ, მაგრამ არა უშავს, მთავარია დრომ დაიწყო და როცა გეცლება წერო ხოლმე
მწვანეს ვერასოდეს შევეგუებიიი.ჩემი საყვარელი ფერი შავი, წითელი, ლურჯი და თეთრია
მე ჩავიცმევ სიამოვნებით მწვანე კაბას
და თანაც მიმინოშვილის მართლაც ძალიან მომეწონა
Pingback: სეზონის ტრენდები « A Magazine
თაა, ეხლა ისიც გვითხარი, თბილისში რა ხდება და რა მოდა იქნება 2011 შემოდგომაზე.. ჩემი დისთვის საჩუქარს ვარჩევ:) (ფერი მაინტერესებს ძირითადად და პრინტი..)
პეპი
ნათი, შენ თუ თვლი რომ მსოფლიო ტრენდები არ ვრცელდება საქართველოზე, მაშინ შენს დას უნდა უყიდო რამე ბადე ან რამე მოკლემკლავიანი – თუმდაც მწვანე ან წითელი
იმიტომ რომ ჩვენმა საყვარელმა დიზაინერებმა შემოდგომისთვის – მხოლოდ მოკლემკლავიანები და ბადეები გაიმეტეს :დ :დ :დ
თუმცა ანა მიმინოშვილის ჩვენებისთვის გადაგეხედა ცუდი არ იქნებოდა
ან თუ არ გეჩქარება კიდევ რამდენიმე პოსტის დაწერას ვაპირებ ამ თემებზე უახლოესი 2 კვირის მანძილზე და გადახედე ხოლმე
:*
მაგ მდოგვისფერს სიამოვნებით ვიქონიებდი და ჩავიცმევდი კიდეც
ძალიან მომწონს და მიხდება
თაა

შენ ფიქრობ, რომ ქართველი დიზაინერები აქ გაყიდვაშია?
რომელი ევრუპელი დიზაიდერი ან ბრენდი იქნება უფრო პოპულარული-თქო, ამას ვამბობდი.. პრინციპში იდეაც გამიჩნდა ამ პოსტის წერისას:)
პ.ს. პოსტებს 1 კვირაში თუ ჩაატევ, კიდევ უფრო დამეხმარები:)
მე მეგონა აქ აპირებდი ყიდვას