დაგიბრუნდით ენერგიით სავსე :)

მშვენიერი ზაფხულის მერე დასვენებული და ენერგიული ვუბრუნდები ახალ ცხოვრებას.

ახალს იმიტომ რომ რაღაცეები იცვლება ჩემს ცხოვრებაში: ბოლოდსაბოლოს გადავდივართ კანდელაკზე საცხოვრებლად ამ დღეებში და თან ვიკი მიდის ბაღში. ახალი სასწავლო წელივით არის სექტემბერი, კურორტებიდან რომ ჩამოვყავდით მე და ხატია მშობლებს ახალ ტანსაცმელს და ახალ წიგნებს რომ გვყიდულობდნენ ხოლმე. ყოველთვის მიყვარდა სექტემბერი და ახლაც ზუსტად ასე ვარ – პატარა ბავშვივით აჟიტირებული, თითქოს მთელი ზაფხული ვისვენებდი და ახალი ენერგიით და იდეებით მივდივარ სამსახურში.

გარდა ამისა ისიც მახარებს რომ ჩემი შვებულებიდან კიდევ 5 დღე დამრჩა რომელსაც ოქტომბერში ან ნოემბერში გამოვიყენებ რადგან დეკემბერი ახალ ნათებაში ისეთი სიცოცხლით და აურზაურიოთ სავსე თვეა რომ მართლაც მჭირდება ახალი ენერგია და დასვენება.

შვებულებით ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი მართლაც ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული და შთამბეჭდავი არდადეგები მქონდა.

28-ში რომ გამოვემგზავრეთ, მე და დიმამ ვიკის აგარაში შევუარეთ და წავედით ურეკში სადაც იყვნენ ჩემი და სიძე, დისშვილი და დედაჩემი საკამოდ ნორმალურ სასტუმროში . Twins-ში გავჩერდით სდაც კვება იყო ისეთი იდეალური რომ ჭამის დროის მოსვლას მოუთმენლად ველოდი ხოლმე.

მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცოტა მეძინა – რადგან სახლში გვიან მივდიოდით ხოლმე და ვიკი დილის 7 საათზე მაღვიძებდა – მაინც უმშვენიერესი და უსაყვარლესი დრო გავატარეთ. ვიკი იქცეოდა უბრალოდ ანგელოზურად – რაც მაკვირვებდა ძალიან რადგან ზოგადად “კაპრიზკა” გოგოა -მაგრამ ძალიან ვისიამოვნე მასთან ერთად პლაჟზე ყოფნით ერთად ვცურავდით, ერთად ვაშენებდით ქვიშაში პასკა პასკებს ერთად მისვენებდით შუადღეზე როცა მას ეძინა მე უსაინტერესოეს წიგნს ვკითხულობდი მერე იძინებდა და ჭამითაც ნორმალურად ჭამდა ხოლმე. ღამე დაძინებულ დეაკოს და ვიკის დედაჩემს ვუტოვებდით ხოლმე.

ჩვენ ძალიან გვიანამდე გარეთ ვიყავით, ან ბარებში ვსვამდით ხოლმე, ან პლაჟზე ლუდს და ჩიპსებს მივირთმევდით და ღამის ზღვით და ვარსკვლავებით გადაჭედილი ცით ვტკბებოდით ან ვსეირნობდით და ტირში ვთამაშობდით ხოლმე ოთხივენი კარგად ვისვრით, მაგრამ ჩემმა ორსულმა დამ საერთოდ დაშოკა ტირის კაცები, 10-დან 10-ივეს ყრიდა და მთელი ფუმფულა სათამაშოები გამოზიდა.

31-ში საღამოს ყველანი წამოვედით გურიის ერთ ერთ ულამაზეს და მაღალ მთაზე განლაგებულ სოფელში -ორაგვეში – სადაც დათოს – ჩემი სიძის დაბადების დღე გადავიხადეთ ძალიან ფართო წრეში, რადგან მოულოდნელად თითქმის მთელი მისი საძმაკაცო დაგვადგა და ძალიან მოვილხინეთ. მეორე დღის შუადღისკენ მე და დიმა ჩავბარგდით – ვიკი დედაჩემს დავუტოვეთ ამავე სოფელში, ხატია დათო და დეაკოც დაჩნენ რამდენიმე დღით და მე და დიმა ბათუმისკენ წავედით.

This entry was posted in პირადი. Bookmark the permalink.

40 Responses to დაგიბრუნდით ენერგიით სავსე :)

  1. Roisin says:

    კარგია კარგი დასვენება:)მეც ანალოგიურად ურეკში მყავდა ორივე და ძალიან ვისიამოვნე ბავშვებთან ერთად, უკანა გზაზე ბებო-ბაბუებს დავუტოვე გურიაში,მაკვანეთში და დავუბრუნდი სამსახურს.ბავშვები კი ეხლაც ბათუმში არიან და მე აქ ვისვენებ:)არაჩვეულებრივი არდადეგები მქონდა

  2. gogliko16 says:

    თქვენ მოგივლიათ მთელი აჭარა-გურია, რაც ნაწილობრივ ვიცოდი. ერთი კოლხიდაში ვერ მიხვედით :)

    Roisin
    მაკვანეთში ვინ გყავს?

  3. Roisin says:

    gogoliko-ექს მეუღლე:)))

  4. gogliko16 says:

    Roisin
    საინტერესოა. მაკვანეთში თითქმის ყველას ვიცნობ და არა მარტო…
    კაი სოფელია. რას გამორბოდი? :)))))

  5. Roisin says:

    gogliko – ხო, ძალიან ლამაზია. რავიცი რავიცი…:)))

  6. შუ says:

    მეც მინდა დასვენება:)…მინდა კი არა მესაჭირეობა:)

    http://shu84.blogspot.com/

  7. Taa says:

    მაკვანეთი :დ :დ :დ

    რა საყვარელი სახელია
    თეო – რას შვები, რა ქენი სამსახურზე

    გოგლიკო – როგორ ხარ?

  8. gogliko16 says:

    მაგრად თათ შენ რავა ხარ? ვიკა მაგარი ქალი გყავთ.
    მაკვანეთი სოფელია ხო, რა გაცინებს ორაგვეს აღარ ჯობია?
    აი ეხლა შეგვიძლია ვიცინოთ :D :D :D

  9. Taa says:

    მეც კარგად მადლობა
    პროსტა უსამაჯუროდ დავრცი და მწყინს :(

    ხოდა საყვარელი სახელია მეთქი მაგას ვამბობ :)

  10. gogliko16 says:

    გამოგიგზავნი მაგ სამაჯურს გპირდები.

  11. Roisin says:

    რავი ვმუშაობ:)ხო მაკვანეთს ღიმილის გარეშე ვერ გამოვთქმავ დ ზოგადად გურიის სოფლები გამოირჩევა სახელებით – მაკვანეთი, მერია, შრომა… გონებისკარი და ა.შ:)))))

  12. Taa says:

    gogliko16

    :) :) :) მადლობა

    თეო, სად მუშაობ? როდის დაიწყე? რატომ გამომაპარე – როგორ გგულშემატკივრობდი :(

  13. Roisin says:

    მედიაქეიშენში თათ სულ რაღაც 2 კვირაა ჯერ მეც ვერ გავიაზრე და დავლაგდი იმდენი საქმე მაქვს:) წაგეჭორავები მერე))

  14. gogliko16 says:

    გურიის სოფლებში ყველზე გრძელი და უცნაური სახელი აქვს ჩოხატაურში ერთ სოფელს, გორაბერეჟოული ქვია :)))))
    კიდეა მაგარი სახალისო სახელები, Roisin-ს ეცოდინება (ანუ თეო ხო?). რაცხა მაგარი ჩახედულია გურულ პონტებში :)

  15. ნინო says:

    ჯურუყვეთი და ჯუმათიც ხომაა გურიის სოფლები :) საჭამიასერიც გამიგია კიდე და ეხლა არ მახსენდება ბევრი საინტერესეო სახელი და საერთოდ გურულები ძააალიან იშვიათი ხალხია, ცუდად და საწყენად არ გამიგოთ ოღონდ, მართლა უნიკალური ეგზემპლარია ყველა :)

  16. დიანა says:

    მაგარი ბავშვი გყავს
    ვგიჟდები ვიკიზე

  17. gogliko16 says:

    ნინო გაიხარე

  18. თინათინ says:

    მეც გურული ვარ ნინო და გოგლიკო

    თათაც გურულია როგორც მახსოვს :)

    ხოდა “აქანე” გურულების ფან კლუბი ხომ არ მოვაწყოთ???

  19. ნინო says:

    მე გურული არ ვარ, რაჭველი ვარ მაგრამ გურული მეგობრები მყავს ბევრი და გურიასაც ხშირად ვსტუმრობ ხოლმე და ძალიან ვხალისობ, ძალიან ,ძალიან :)

  20. ნინო says:

    გურულს, მეგრელს და ზანგს აერევათ ახალდაბადებული შვილები. გურული დასტაცებს ხელს ზანგ ბავშვს და გაიქცევა.კითხეს მოიცა სად გარბიხარო? გურულმა კიდე, ის მაინც ვიცი მეგრელი რო არაა :))))))))

  21. gogliko16 says:

    ნინო …
    შენ საპატიო გურულის სტატუსით ისარგებლე მაშინ. ეგეც კაი პონტია.
    თინათინ …
    მოვაწყოთ მარა ეს თათა არ ჩანს რაღაცა 2-3 დღეა (გადიდკაცდა ეტყობა :D) და თუ გამოჩნდა მაინც ვკითხოთ, მისი ბლოგია ბოლო-ბოლო. თან გამოცდილი ქალია ჭკუას დაგვარიგებს.
    გურული იხრჩობა სუფსაში, მოკლედ მიაქვს წყალს და ეძახის მეორე გურულს, რომელიც ფეხით მიუყვება მდინარეს
    – მიშველე მიშველეო !!!!
    – ცურვა მე არ ვიცი ძამა და ისე ჩოხატაურამდე ფეხით გამოგყობი თუ გინდაო :)

  22. თინათინ says:

    ხახახახახახააააააააააა

    მე ის მევასება

    “მეც გურული შენც გურული – ორივე ვართ მოდღურული”

    თაა ალბათ ძალიან დაკავებულია სამსახურში :(
    შვებულების მერე ხო იცით როგორ ხდება

  23. MrsMarch says:

    აუ რაკარგია: )) <3

  24. ნინო says:

    გურულს კითხეს როგორ ასწრებთ გურულები დღის განმავლობაში ამდენი სისულელის თქმასო, ხოდა გურულმა უპასუხა : მე პირადად უთენია ვდგები ძამაო :))))
    გოგლიკო
    დიდი სიამოვნებით ვისარგებლებ საპატიო გურულის სტატუსით :)

  25. Taa says:

    ხახახახაა, რა დღეში ყოფილხართ აქ

    მე ძალიან დაკავებული ვარ სამსახურში და მართლა იშვიათად შემოვდივარ

    რა ტქმა უნდა გრთავთ ნებას ამ თემაში ისაუბროთ გურულებზე და გურიაზე :)

  26. gogliko16 says:

    ნინო …
    მაშინ მოვიწვევ საბჭოს და პირველ საკითხად შენი სტატუსის განსაზღვრას დავაყენებ. მე მხარს გიჭერ რაც მთავარია. შენ უბრალოდ ორი გურულის დახასიათება გჭირდება, დანარჩენს მე ვაგვარებ. :D :D :D

  27. ნინო says:

    გოგლიკო
    მგონი თათა ცუდად არ უნდა მახასიათებდეს, მიცნობს მეტნაკლებად, ხოდა მეორე გურულის დახასიათებასაც მოვიპოვებ სადმე და გამოგიგზავნი :)
    როგორ მოგაწოდო შენ ის მითხარი :))))

    გურული ბავშვი ეკითხება ბაბუას : ბაბუ ჩვნენი ჯიში ძალიან ძველია ხო?
    კი ბაბუ , მაინც როგორი ძველი??
    ბაბუ : ჩვენი წინაპრები იყვნენ ეგვიპტის ფარაონები და აქანე ჩამოვიდნენ ბახმაროზე სამკურნალოდ ,
    მერე?- ეკითხება შვილიშვილი,
    მერე ვინც მორჩნენ ქე დაბრუნდნენ უკან :D

  28. ნინო says:

    გოგლიკო დახასიათების ნაცვლად ანეკდოტები რომ იყოს ? :D

  29. Taa says:

    სექტა ჩამოაყალიბეთ ხო? :დ :დ :დ

    გოგლიკო – შენ ხარ რაიკომის მდივანი?

  30. gogliko16 says:

    ნინო
    თათას დახასიათება საკმარისია, მაგის დახასიათებით პირდაპირ ნატოში აწევრიანებენ როგორც ვიცი და საპატიო გურულობა რაღაა :)
    ისე შენ ისეთი კაი ვიღაცა ჩანხარ ვფიქრობ რეკომენდაციების გარეშეც არ უნდა გაგვიჭირდეს.
    თათა
    ხო მე იცი როგორი რაიკომის მდივანი ვარ? პირდაპირ პოლიტბიურო ცკ კპსს-თან რო მაქ სვიაზები და ერთი რაჭველის საპატიო გურულად არჩევა გამიჭირდება? თან შენისთანა სპეტაკი კომუნისტის რეკომენდირებულის? :D :D :D
    ეხლა ანეგდოტი:
    გურულები გამოუცხადებენ ჩინელებს ომს. ჩინელები ეკითხებიან რამდენი ხართო. რამდენი და მე ანზორია, თამაზია და მისი ძმები, არონა და კიდე ერთი 20-30 კაცი დაგვემატებაო, თქვენ რამედნი ხართო. ჩვენ ვართ ასე მილიარდანეხვარიო.
    – დიდუუუუუუ რა დამარხავს ამდენ მკტარსოოოო :)))))

  31. ნინო says:

    გურული ქუჩაში დგას უსაქმურად, ხედავს პოლიციელს თხა მოყავს, დაინტერესებული გურული მიმართავს: სად მიგყავს მაგი ძაღლი? პოლიციელი გამწყრალი ხმით მიმართავს : აგი ძაღლი კი არა, თხაა! მერე მე თხას ვეკითხები შენ კი არა :D

  32. gogliko16 says:

    ნონო
    საპატიო გურულად აგირჩიეს, მინდა სიგელი გამოგიგზავნო და მისამართი დაწერე

  33. gogliko16 says:

    ნინო
    გურული პინქფოიდი მინდა მოგასმენინო? მისამართი მომწერე შენი და ნახე რა მაგარია

  34. ნინო says:

    აქ დავწერო ? წესების დარღვევას ხომ არ ექნება ადგილი :)

  35. ნინო says:

    რუსთავში გამომიგზავნე , ახალ ავტობაზრობაზე :)
    ან rustavi.automarket@mail.ru ამ მისამართზე :)

  36. gogliko16 says:

    ნინო
    აქ მომწერე gogliko16@mail.ru

  37. ნინო says:

    ნუ ესე იგი სიტყვები არ მყოფნის, ჩემი ურიცხვი სერთიფიკატების ფონზე, ეს ყველაზე მაგარია :)

  38. Taa says:

    ახახახახახახახაააააააააააა
    ხახახახახაააააააააააა

    გოგაა, რა მაგარი ხაარ
    ყოჩაღ – აი ძალიან მაგარია, ძაან ვიღადავე :დ :დ :დ
    http://a2.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash4/s720x720/292052_286999627983197_100000194871067_1322342_1497475824_n.jpg

  39. gogliko16 says:

    ხო რაცხა გამომივიდა მგონი. მიხარია თუ მოგწონთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>