Kiev Oct 19, Part 2

ვაგრძელებ პირველი დღის ამბების მოყოლას, დავიწყებ იმით რომ ძალიან კარგ ადგილას ვცხოვრობთ, შოთა რუსთაველის 33 ნომერში, ცენტრში, ყვლაფერთან ახლოს 🙂

ხედი ჩემი აივნიდან:

ჩემი მინი გარდერობი

მალე თათიაც მოვიდა და წვედით იაპონურ რესტორანში “Желтое Море”- სადაც იაპონური ჩხირებით ჭამის დამუღამება დავიწყე

თავიდან ჩინური ბრინჯი შევუკვეთეთ ბოსტნეულით რომელიც იყო უგემრიელესი, მერე იაპონური ყვავილების ჩაის დასხმის ცერემონიალი ჩაგვიტარეს და ამის მერე მივირთვით სუში და როლები, რაც პირველად გავსინჯე ცხოვრებაში და ისიც ძლივს ვაიძულე ჩემი თავი. დავრწმუნდი რომ ისინი ვერასოდეს გახდება ჩემი საყვარელი საჭმელი.

ამასობაში დაშაც შემოგვიერთდა და ძალიან გემრიელად და სასიამოვნოდ ვისადილეთ, გოგოშკური ჭორაობების თანხლებით.

მერე წავედით იქვე მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრში ვიხეტიალეთ, სახელი არ მახსოვს, იქედან ზარაში შევიარეთ სადაც ვიკის ძალიან საყვარელი რაღაცეები ვუყიდე, ბეწვის ჟილეტიდან დაწყებული უსაყვარლესი სვიტრებით დამთავრებული.

  ამასობაში ბიჭებმაც მოგვაკითხეს და სახლში მიგვიყვანეს. გამოვიცვალეთ, თვითონ წავიდნენ ვაგონ-რესტორანში, ჩვენ წავედით მოდის დღეების გახსნაზე:

  მე მეცვა “Atelier Experiment”-ის კაბა

თავიდან ძალიან ცოტა ხალხი იყო და მე და თათია შევშფთდით, ნუთუ არაფერი საინტერესო არ გველისო. მაგრამ ქართველებივით 40 წუთის მერე რომ დაიწყო ხალხმა დინება ადგილი არ იყო აღარსად

მეორე სართულზე ავედით სადაც შოურუმები იყო განთავსებული და ასეთი სურათი დაგვხვდა:

მერე მივედით უკრაინული ბრენდის TAGO-ს შოურუმთან, სადაც ძალიან საინტერესო აქცია ჰქონდათ, ირჩევდი მათ რომელიმე კაბას, იცვამდი, მაკიაჟს გიკეთებდნენ და პრეს ბანერთან გიღებდნენ სურათებს. მათი მოდელი ხდებოდი 1 საღამოთი, სანაცვლოდ კი წლის ბოლომდე 20%-იანი ფასდაკლების ბარათს გჩუქნიდნენ. მე და თათია სიამოვნებით გამოვეხმაურეთ ამ წინადადებას და ფასდაკლების ბარათებიც მივიღეთ

მერე ცოტა ხანი დამსწრე საზოგადოებას ვიღებდი, რომელსაც მერე ცალკე გამოვაქვეყნებ. თურმე მარტო ქართველებს არ გვჩვევია მასიურად ერთნაირად ჩაცმა, ამ საღამოზე დამსწრეთა 70% ერთნაირ სტილში – ბოტფორდები და მოკლე შორტები ეცვათ, მაგრამ ერთი გოგო გამოვარჩიე მაინც, რომელიც ძალიან ცნობილი ტელეწამყვანი აღმოჩნდა

მერე ვისეირნეთ ხალხში, ვიდრე ლიხაჩოვას ინსტალაცია დაიწყებოდა, ქართველებიც ვნახეთ რამდენიმე, მათ შორის ნატუკა ქარქაშაძე და ნინო ვასაძე. დარიაც გავიცანი შაპავალოვა, სამწუხაროდ ამ დროს ფოტოაპარატი დამიჯდა და ვეღარ გადავიღეთ სურათები.

ინსტალაცია დაიწყო და ზევიდან მხოლოდ 1 ფოტოს გადაღება მოვახერხე, იმდენი ხალხი იყო თითქმის ვერ ვხედავდი

  მერე წავედით ვაგონ – რესტორანში, სადაც დიმა და დათო ვახშმობდნენ. ძალიან გაოცებული აღმოვჩნდი, როცა ამ სახელის გამო რაღაც ბანძ რესტორანს ველოდი და ძალიან საინტერესო ადგილას ამოვყავი თავი. რესტორანი უამრავ სექტორად იყო დაყოფილი და თითოეულ განყოფილებაში სხვადასხვა თემაზე ჰქონდა ინტერიერი. საჭმელი იყო უგემრიელესი, ღვინო საუკეთესო და მოვწიეთ ძალიან სასიამოვნო ჩილიმი, რისი იყო ოღონდ არ ვიცი

აქედან აღარსად არ წავსულვართ, მე და დიმა ძალიან დაღლილები ვიყავით და გვეძინებოდა. ახლაც მაგრად მეძინება ღამის 3 საათია, ახლახან მოვედით და დანარჩენს ხვალ მოგიყვებით, დღევანდელი დღის ამბებს 🙂

 

Comments

comments

7 thoughts on “Kiev Oct 19, Part 2

  1. A Magazine says:

    ძალიან კარგი პოსტია. ერთადერთი რაც ძალიან გამიკვირდა არის ის რომ სუში არ მოგეწონა და თავს აიძულე რომ გეჭამა. არადა როგორი გემრიელია, ყოველდღე რომ ვჭამო არ მომბეზრდება! და ოღონდ ეგ მაჭამე და მეტი არაფერი არ მინდა:)
    რა როლები გასინჯე თაა?

  2. taknatuna says:

    ჰმმ რაკარგია, გამაღიმებელი პოსტია,
    შენი ლეპტოპი ძალიან მომეწონა, <3

  3. თენგო მორჩილაძე says:

    ჩინური ბრინჯი ბოსტნეულით მაინტერესებს ძალიან.

  4. Taa says:

    მოდი ასე ვიტყვი
    ეს იყო რაღაც შუალედი Georgian Fashion Week -სა და Tbilisi Fashion week-ს შორის

    იყო საინტერესო შოურუმები, ლექციები, სტუმრები
    მაგრამ საკმაოდ ცუდი ორგანიზებული და კიდევ ბევრი სხვა ხარვეზი

  5. ირინკა says:

    შენი ჯაჭვებიანი და მეორე რეპტილიის პრინტიანი ფამფები მომწონს :)) სოოოუ ჰოთ !! 😀

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *