Kiev Oct 22, Lamberto Petri

22 ოქტომბერი იყოს კიევში ყოფნის ყველაზე დატვირთული დღე, ყველაზე მრავალფეროვანი და ლამაზი, ამ დღეს გაიმართა 4 ჩვენება, ოთხივეს დავესწარი, გარდა ამისა დავესწარი ქრისტოფერ ბრიუარდის ლექციას.

    3 საათზე იწყებოდა ლამბერტო პეტრის ჩვენება, თათიას არ ეცალა და მარტო უნდა წავსულიყავი. 1 საათზე გავიღვიძეთ, სასწრაფოდ დავიწყე მზადება რადგან ყავის დალევაც უნდა მოგვესწრო

საოცრად თბილი დღე იყო, ასეთი თბილი დღე მანამდე არ ყოფილა აქ. ჩავიცვით და წავედით Coffee Time-ში, რომელიც გზად იყო ჩვენი სახლიდან სტადიონამდე.

  უცებ დავლიე ყავა და მივედი სტადიონის VIP ზონაში, ჩვენების დაწყებამ ზუსტად 1 საათით დაიგვიანა, მანამდე მოვახერხე რამდენიმე სურათის გადაღება

              Lamberto Petri, იტალიელი დიზაინერია რომელმაც წარმოადგინა კოლექცია თავისი საკუთარი ბრენდით La Maison du Couturier. ლამბერტო საკმაოდ ცნობილი დიზაინერია იტალიური მოდის სამყაროში, სხვადასხვა დროს ის მუშაობდა პოლ სმიტთან, კელვინ კლაინთან, ერმესთან.

კოლექცია რომელიც მან კიევის მოდის კვირეულზე ანახა სულაც არ მეჩვენა შთამბეჭდავად უცებ და სახელდახელოდ შექმნილად მომეჩვენა. თავად ინტერვიუში აღნიშნა რომ ამ კოლექციის შთაგონება იყო თავად კიევის SECOND HAND ბაზარი, სად და როდის ნახა ვერ გეტყვით :დ ლამბერტოს ჰქონდა გამოყენებული ჩალმები თავზე, შავი ფერი ძალიან აქტიურად, პრინტიანი ელასტიკები, დანაკუწებული ქვედაბოლოები, პრინტები რაც ლამბერტომ გამოიყენა არის შედეგი მხატვარ ნიკოლას ვანდეროისთან კოლაბორაციის, მათ ერთად შექმნეს ეს პრინტები.

სურათები არ მიდევს დანაკუწებული ტანსაცმლის, რომელმაც ჩვენება დაამთავრა, რადგან ძალიან დაძენძილი და შელახული იყო და გადავწყვიტე აღარ დამედო

უკრაინელ მოდელებს რომ მოუვლელი ფეხები აქვთ ეგეთი არსად არ მინახავს, მართლა.

ძალიან არაესთეტიკურად გამოიყურებოდნენ ჩბენებების 80%-ზე ჩემი ფავორიტი იყო ეს მოდელი გოგონა ამ აუთფიტით, ძალიან მომეწონა როგორც ჩაცმულობა ასევე ეს გოგოც, თუმცა მოდელი რატომ არის ამხელა ღიპუცის პატრონი მართლა არ ვიცი, სამაგიეროდ ტაკო ქონდა მართლა ძალიან ლამაზი

  აი შემდეგი მოდელი იყო მართლა საოცრება, გოგო იყო აშკარად ძალიან პუტკუნა, ძალიან თეთრი ფეხებით და ძალიან წითელი მუხლებით, ხალხმა ზმუილი დაიწყო რომ გამოვიდა

შემდეგ დაიწყო თეთრი სამოსი

ტრადიციულად ჩემს სიმპატია მერსედესთან გადაღებული სურათი, ყველა ჩვენების შემდეგ აქ ვიღებდით ხოლმე სურათებს 🙂

Comments

comments

9 thoughts on “Kiev Oct 22, Lamberto Petri

  1. Kate ^^ says:

    გამარჯობა თაა,
    რამოდენიმე დღეა აღმოვაჩინე შენი ბლოგი და გადავიკითხე ბოლომდე, ისე გამიტაცა 😀 ძალიან ძალიან კარგი ბლოგი გაქ ^^
    ამიერიდან + 1 მუდმივი მკითხველი :)))
    წარმატებებიიი ბევრზე ბევრიიიი :)))) !

  2. თენგო მორჩილაძე says:

    გეთანხმები თათა, არც მე არ მეჩვენა შთამბეჭდავად და ვათვალიერებ სურათებს და ვფიქრობ რომ საოცრად გავს ვიღაცის ესკიზებს და ვისას ვერ ვიხსენებ. :-S :-/

  3. ვეკო ჩხეიძე says:

    არ ვიქნები ერთადერთი ვინც იტყვის, რომ ყველა მოდელს ერთად მირჩევნიხარ : )) მგონი რომელიღაც ქართულ ატელიეს წარმოადგენდი ხო კიევში სამოსით? მშვენიერი ნამუშევარია, სუპერ.
    პ.ს. არ მეგონა უკრაინაში თუ ასეთი მოდელები ეყოლებოდათ…

  4. Taa says:

    ვეკო

    მადლობა 🙂
    3 სხვადასხვა ადამიანის ტანსაცმელი მქონდა წაღებული
    ამ სურათებზე თამარა ბოჩიკაშვილი მაცვია

  5. Lord Vader says:

    არი რა… ძაან ბორინგული რაღაც.
    მაგის მეტი ვერ ასწავლა CK-იმ? 🙂
    დაგედო დანაკუწებულიც, ეგება მოგვწონებოდა.

    აი, შენი დანაკუწებული ჩანთა მომწონს მაგალითად 🙂

  6. ირინკა says:

    ჩვენი მოდელების შემხედვარე, ალბათ ძალან ფანტასტიკა მოდელებს ელოდი…
    🙁

  7. თეა says:

    მეც ვნახე სიუჟეტი თათ
    მართლა ძალიან სიმპათიურად გამოიყურები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *