როგორც კი ლამბერტოს ჩვენება დასრულდა ეგრევე გამოვედი სახლში მეჩქარებოდა უნდა გამომეცვალა, გზად ვიღაც უცხოელმა ბიჭმა გამაჩერა თუ შეიძლება სურათს გადაგიღებო და მერე ეს სურათი აქ აღმოვაჩინე და ძალიან გამიხარდა – Best looks at Mercedes Benz Fashion Week Kiev.
მოვედი გამოვიცვალე, ჩავიცვი თამარა ბოჩიკაშვილის კაბა და გოლფები ფეხზე, მისივე ამ კაბის ჩანთა და თმაზე ბენდზე გავიკეთე ნუცა ლომაძის გოგონა
დიმა და დათო სახლში იჯდნენ ტელევიზორს უყურებდნენ, შაბათი იყო და არ მუშაობდა დათო, დიმას კიდე ჩვენებებზე ეზარებოდა სიარული. თათია მოვიდა მაგრად მშიაო, მეც მშიოდა, უცებ გავქანდით Beef & Wine-ში, მე ფრი და ბერძნული სალათი შევჭამე უცებ და გავქანდი Yulia Paskal -ის ჩვენებაზე
Юля Паскаль – იყო ერთ ერთი ყველაზე საყვარელი, ყველაზე ხალისიანი სა ყველაზე დასამახსოვრებელი დიზაინერი კიევის მოდის კვირეულიდან. ის არქიტექტორი იყო რომელმაც დაახლოებით 2 წელია მიატოვა კარიერა და დაიწყო ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობა. დღემდე ყველა მისი ჩვენება შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს.
ამ კოლექციაში იულიამ ძალიან ჰაეროვანი კაბები, შარვალ- პერანგები, მოსასხამები და ვერცხლისფერი და შავი ფეხსაცმელი აჩვენა. იულია და შემდეგ საშა კანევსკი იყვნენ ერთადერთები იმათ შორის რაც მე ვნახე რომლებმაც ქალებს დაბალი ფეხსაცმელი ჩააცვეს, სხვებს ძირითადად ყველას უზომოდ მაღალი ფეხსაცმელი ჰქონდა წარმოდგენილი.
იულიას კოლექციაში იყო რაღაცით ლუი ვიტონის ბოლო ჩვენების გავლება, განსაკუთრებით ამოჭრებში, ზოგიერთ ტანსაცმელზე გეგონებოდათ ჭადრის ფოთოლი ან ფიფქი დაადეს ნაჭერს და ამოჭრესო, თუმცა ძალიან საინტერესო და სიასიამოვნო შედეგი იყო საბოლოოდ. ფერებიდან ძირითადად ცისფერი, თეთრი, პასტელური ფერები და შავი ჰქონდა გამოყენებული. გამჭვირვალე ღია შარვლებში დიდი წითელი ტრუსები ჩააცვა მოდელებს :დ
სამწუხაროდ სურათები არ არის კარგი ხარისხის, მეორე ფოტოაპარატის დატენვა ვერ მოვასწარი და სხვა აპარატით ვიღებდი 🙁
პასკალის ჩვენების მერე მე და ნატუკა ისევ იმ მერსედესთან 🙂
თაა რა საყვარელი კაბაა :))
ძაან საყვარელი კაბაა ასე მგონია შენი სამსახურს მაგრად მოუხდება ეგ კაბა? აბა დააკვირდი?
გმადლობთ 🙂
თიკო
თიკო, ჩემს სამსახურს რა პონტში? 🙂 🙂
რა პონტში და განათებულია კაბაზე ბინები და ხეებიც კი. 🙂 ძაან ლამაზია მართლაც. ერთი შეხვედით ასეთ ასოციაციას ტოვებს.
თიკო
ხოო მართალია
მეც მომწონს ეს კაბა
პოზიტივ 🙂
ძალიან მომწოს 1ლი კაბა.
უი მართლა რალამაზი კაბაა თათ, <3 ძალიან ორიგინალური
მადლობა გოგონებო 🙂
ამ კაბაზე შეყვარებული ვარ :)) ჩემი ფავორიტია შენს აუთფიტებში :)) კარგად ირგებ ყველაფერს :))