Kiev Oct 22, Anton Belinskiy

ვიდრე ბელინსკის ჩვენება დაიწყებოდა, სახლში ვაპირებდი ისევ გამოსაცვლელად ასვლას, მაგრამ მე და ნატუკამ გადავწყვიტეთ Christopher Breward-ის ლექციას დავსწრებოდით. ქრისტოფერი მოდის ისტორიკოსია აქვს ძალიან ბევრი ტიტული ამ მიმართულებით და კითხულობს ლექციებს Manchester Metropolitan University, the Royal College of Art и London College of Fashion-ში. თემა ეძღვნებოდა მოდაზე წერის საკითხებს და ძალიან საინტერესო იყო პირადად ჩემთვის.

მსმენელები

  შემდეგ დაიწყო ბელინსკის ჩვენება, საერტოდ არ მინდოდა მასზე რამე დამეწერა მაგრამ ეს “დიზასთერი”-ც უნდა ნახოთ, რატომაც არა

ეს იყო კოშმარი ცელოფნის პარკებით – სხვას არაფერს დავწერ, თავად ნახეთ

ჩვენების შემდეგ, მე და ანი, ქართველი გოგონა რომელიც კიევში ცხოვრობს, გაოგნებულები დავდიოდით ვიდრე გონს მოვედით :დ პრინციპში არა მხოლოდ ჩვენ, ბევრი იყო ეგრე. ზევით ავედით სადაც შოურუმს ყოველდღე რაღაც ახალი ემატებოდა, გარდა ამისა ზევით მიმდინარეობდა პარალელურად Pretenders – ის ჩვენებები იმართებოდა, ძირითადად ვერ ვესწრებოდი მათ, მაგრამ ერთიორს მოვკარი თვალი და საკმაოდ საინტერესო მამაკაცის კოლექციები აჩვენეს.

აქვე იყო ძალიან საინტერესო წიგნების სტენდი, სადაც ერთი ჟურნალი ვიყიდე მოდაზე და საღამოობით სიამოვნებით ვკითხულობდი ხოლმე, მაგრამ რომელიც სამწუხაროდ კიევის ბინაში დამრჩა 🙁

ვნახეთ საინტერესო აქსესუარები

ამის შემდეგ ისევ წავედით სახლში გამოსაცვლელად, რათა კანევსკის ჩვენებაზე ისევ დავბრუნებულიყავით

 

Comments

comments

16 thoughts on “Kiev Oct 22, Anton Belinskiy

  1. Lord Vader says:

    ვეიდერის ნიღაბი არ იყო? 🙂

    ის ის მაგარი ტიპშაა – კამერას რომ უყურებს. ყოველთვის იჩითებიან ეგეთი ტიპები – რასაც არ უნდა აკეთებდნენ კამერას ეგრევე რომ აფიქსირებენ ხოლმე და სრული ფოტომზადყოფნა აქვთ. 🙂

  2. gogliko16 says:

    ხო მაგარი გოგოა კამერას რო უყურებს. თათას კიევის პაეზდკიდან ეგ გოგო მომეწონა ყველაზე მეტად და ღია რესტორანი 🙂

  3. პიპა says:

    ნატუკას შაფასება მაინტერესებს შენს ურბანულ პეიზაჟიან კაბაზე.
    თან მისი ფოტო უმეტეს ფეშენ ბლოგერის პოსტში ფიგურირებს ხოლმე და შესაბამისად შენს ფოტოსაც ვიხილავთ ალბათ.
    ჩექმები მომწონს<3 და ლურჯი ქლაჩი!

  4. Taa says:

    ჩვენებას რატომ არავინ აფასებთ?
    მარტო მე ვარ უკმაყოფილო? :დ

  5. სალო says:

    თათა, ანუკას და ბიჭოლას ჩვენებას არ დაესწარი?? პ.ს. ეს მართლა უჩვეულო საშინელება იყო:)))))

  6. Taa says:

    სალო

    არა სალო, ის ამ მოდის კვირეულის ფარგლებში არ ტარდებოდა

  7. gogliko16 says:

    პიპა
    ცეზარი საერთოდ არ მიყვარს, აი ჩანახის ან ჩაქაფულის ფოტო რო დაედო თათას აუცილებლად ავღნიშნავდი 😀
    ისე მე თუ მკითხავთ თათუშკაზე დასტოინად არავინ არ გამოიყურება ამ კიევის ჩვენებაზე ვისი სურათებიც დევს

  8. Taa says:

    gogliko16

    მადლობა გენაცვალე, ძალიან ბევრი დამსწრე ძალიან კარგად გამოიყურებოდა
    მაგრამ დამსწრეთა ძირითადი მასა ძალიან ერთფეროვანი იყო

  9. gogliko16 says:

    და ამ ძირითად მასაში შენ ყველაზე გამორჩეული. ნამდვილად ასეა, ნუ მე აქედან რაც დავინახე იმას ვამბობ. ყოჩაღ შენ კაი გოგო ხარ 🙂

  10. ნუნუკა says:

    თათა ყველაა სურატშიი ძაალიან ლამაზი ხარ:))

  11. ირინკა says:

    ყელსაბამი რაც ხელში გიჭირავს და სექუინებიანი ლამაზია ძალიან, სამოვნებით მოვირგებდი რაიმეზე, :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *