19:00 ATARE
ატარეს კოლექცია რომელიც ნუცა ბერიძემ წარმოადგინა ძალიან მომეწონა პირადად მე რადგან ძალიან ბევრი ისეთი სამოსი შევნიშნე რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სიამოვნებით ჩავიცმევდი, თუმცა ამ მოსაზრებაში ძალიან ბევრი ადამიანი არ დამეთანხმა – კოლექციას აკლდა კრეატივიო. კი ბატონო კრეატივზე ბევრი არ უფიქრია დიზაინერს, ფეხსაცმელიც ამოიცნო ხალხმა ვისი ინსპირირებით იყო შექმნილი, მაგრამ მე მომეწონა სადა და ლამაზ ფერებში კოლექცია და მასიური აქსესუარები



20:00 ნიკოლოზ გრიგორიანი
ნიკოლოზ გრეგირიანი წინა სეზონის ნიუქამერებში გამოდიოდა, წელს კი უკვე როგორც დიზაინერი წარდგა საზოგადოების წინაშე. კოლექცია საინტერესო იყო თუმცა ფერების ნაკლებობა აქაც შეინიშნებოდა.
და პლუს ამას , ნიკოლოზის კაბების საოცარმა ჭრილებმა კიდევ ერთხელ დაანახა დამსწრე საზოგადოებას ქართველი “მოგოგმანე მოდელების მოთანთალე ფეხები”


21:00 – უფრო სწორად 21:48-ზე დაიწყო ატელიე 10ა-ს ჩვენება.
სიმართლე გითხრათ ძლივს ვეღირსე ფერებს.
10ა-ს კოლექცია იყო ძალიან ჰაეროვანი, ფერადი, ლამაზი, პრინტებით გამდიდრებული. ფეხსაცმელი იყო ისეთი ლამაზი, ისეთი ლამაზი რომ ყველა ვინატრე









ატარეს ვერ მოვუსწარი
1-ლი რიგის, მე-2-ე ფოტო როგორი მხატვრული გამოვიდა
) მომეწონა
რატო არ წერ ვარცხნილობები როგორ მოგეწონა, შენი აზრი მაინტერესებს:) მე აღშფოთებული ვარ
george shaghashvili-ს კოლექციის ვარცხნილობებით:))
Your blog is so lovely
pepperandchips.blogspot.com