Tbilisi Fashion Week Opening

24 ნოემბერს საღამოს 19:00-ზე, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს თავის დროზე თბილისის მეხუთე მოდის კვირეული გაიხსნა ჟურნალ ამარტას პრეზენტაციით.

თუმცა პრეზენტაცია მე სხვა რამე მგონია ხოლმე, ეს იყო უბრალოდ სტენდებზე და მაგიდებზე დაწყობილი ჟურნალები, რომლების პარკების სად აღარ ეყარა.

ჟურნალის ახალი ფორმატი მომეწონა ..

ასევე საოცარი სიზუსტით დაიწყო ფენდის სუნამოს პრეზენტაცია, რომელიც ძალიან გრძელი იყო და სავარაუდოდ არავინ არ უსმენდა, ჩემს ირგვლივ ყაყანი უფრო ისმოდა, ამდენი ტექსტი მართლა არ იყო საჭირო, “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის”.

ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა ივენთ ჰოლზე, სადაც ტარდება თბილისის მოდის კვირეული. პრესკონფერენციაზე ისე პესიმისტურად განვეწყვე აქ რა პოდიუმი უნდა მოეწყოსო, მაგრამ შევედი და მშვენივრად იყო განთავსებული, იყო მოსაცდელი დივნებიც, სკამები იყო სიმაღლეებზეც რაც უკან მსხდომ ადამიანებს უიოლებდა პოდიუმზე მონარნარეთა დანახვას.

განათებებით თბილისის მოდის კვირეული ყოველთვის გამოირჩეოდა, მათი პოდიუმი ყოველთვის იდეალურად არის განათებული ჩემი თვალისთვის. ზოგადად სტანდარტებით არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მეიდეალურება. თუმცა – ისე ციოდა, ისე ციოდა რომ გავიყინეთ, ვინც სვამდა ვერ გრძნობდა, მაგრამ მე რომ მანქანით ვიყავი მოვერიდე დალევას და მივეყინე.

აქ და შემდეგში ამავე პოსტში გამოყენებული სურათები ეკუთვნის LIG STUDIO-ს დიდი მადლობა ოპერატიულობისათვის

მერე დაიწყო ქართველთა სასახელო “თამუნა ინგოროყვას” Tamuna Ingorokva ჩვენება, რომელიც მერე რა რომ სეზონს იყო აცდენილი, ამჯერად თამუნასაც აცდა – თან ძალიან ძალიან დიდი დისტანციით.  უამრავი შავი ფერი, შემაწუხებლად უამრავი . . .

მომეწონა: 2 კაბა ერთი ენიმალ პრინტით და მეორე მაგის მომდევნო, სურათები რომ მექნება დავდებ, ძალიან ლამაზი ნაჭერი იყო ორივე, იმდენად ლამაზი რომ კაბა როგორი იყო არც მახსოვს და ძალიან მომოეწონა თხელი ფორთოხლისფერი პალტოები. დანარჩენი სრულიად დაუმახსოვრებელი სამოსი იყო.

არ მესმის რატომ გონიათ ამ ქართველ დიზაინერებს რომ რაღაცას რომ მიაღწევენ მერე ყველაფრის უფლება აქვთ :( საწყენია ნამდვილად, ავთოს საქართველოს მოდის კვირეულზე და თამუნას ეს ჩვენება. თქვენს აზრს კი კომენტარებში მოვისმენ

ინგოროყვას მერე ცოტა დაგვიანებით დაიწყო “თამანინი”, TAMANINI თავიდან ფერადი, პრინტებიანი სამოსით, მერე ბოლოსკენ რაღაც უინტერესო გახდა, თუმცა ისედაც საკმაოდ პატარა კოლექცია წარმოადგინეს.

აი მომდევნი სურათში რომ შარვალია ეს მომეწონა და ზედა რომ აცვია მაგ ზედის flare შარვალი ქონდათ გამოტანილი და იმ შარვალსაც სიამოვნებით მოვირგებდი.

და ბოლოს იყო ლაშა მდინარაძის ჩვენება, რომელიც ადრე მოდის სახლ “მატერია”–სათვის ქმნიდა კოლექციებს, ხოლო ამჯერად “GUDU”-ს სახელით გამოიტანა. ძალიან შავი და მეტალიკი – მაგრამ საკმაოდ საინტერესო კოლექცია იყო. განსაკუთრებით მოვიხიბლე studded პიჯაკით თავისი სამაჯურებითურთ და შეყვარებული ვარ ერთ თეთრ “საროჩკაზე” ულამაზესი იყო, აუცილებლად განახებთ სურათს როგორც კი ვინმე მომაწვდის.

ჩვენებებიდან გამოვედი და საოცარი ამბავი დამხვდა, თოვდა და მანქანას 5 სანტიმეტრზე მეტი თოვლი ედო :D კაბაში რომ ვიყინებოდი, მანქანაშივე გამოვიცვალე ტანსაცმელი და 11 საათზე კაფე “Gallery”-ში მივედი სადაც თბილისის მოდის კვირეული-ის პირველი AfterParty ტარდებოდა.

AfterParty

JORJIK

Me & PAKO

სოფო ჭყონია და ლიკა ევგენიძე

რუსკა მარგველაშვილი და დალი ჩიტალაძე

გოლა ზუმბულიძედარია ალტაბაევა – რუსეთის ოფისიელის ჟურნალისტი და მისი მეგობარი კატია ფენკინა

უკრაინელი მომღერალი გოგონა, რომელიც ამჟამად აქ ცხოვრობს და რომელიღაც ტელევიზიაში მუშაობს

თვით ჯაბა სიხარულიძე :)

George JB

დარია ალტაბაევა – რუსეთის ოფისიელის ჟურნალისტი 

Tamara Kopaliani AKA Pepela

THE PAKO :d :d :d

ორგანიზატორები

სოფო და უკრაინოჩკა სიუჟეტის ჩაწერისას, სიუჟეტს პოსტის ბოლოში ნახავთ :)

უსაყვარლესი ლიკა თავისი სიტყვის მოლოდინში

ულამაზესი ქალები გვყავს, აი ამ გოგოს ეხლა დალი მიუხედავად იმისა რომ ასაკიანია – არ ჯობია? და რუსკა ხო საერთოდ ჩრდილავს

რუსკას ყელსაბამი არ ჩანს კარგად, რაღაც საოცრება ეკეთა

გუდუ (ლაშა მდინარაძე)

დათუნა სულიკაშვილი

და ბოლოს ვიდეო სიუჟეტი  AfterParty-დან

Tbilisi Fashion Week, the 5th season S/S2012 has officially began today. The opening ceremony was in Tbilisi Event Hall and I must say it was very cold there, as it was snowing outside.

The first show was By Tamuna Ingorokva, which is very famous in Georgia designer, but unfortunately this collection was not as supposed to be.

Then came TAMANINI with colored and printed clothes, some of them was really nice and I liked some pants from the collection.

The last was GUDU, (LASHA MDINARADZE) who was already famous with his collections which he made for fashion House MATERIA. His collection was really impressive, I liked mostly the studded jacket and one white shirt.

Then we went to Afterparty in Cafe Gallery.

The pictures are above, waiting for your comments.

XoXo Taa

This entry was posted in FASHION. Bookmark the permalink.

9 Responses to Tbilisi Fashion Week Opening

  1. თვით ჯაბა says:

    ჩემი რეგალია მომეწონა :) ))

  2. Dream Teller says:

    მართლა ულამაზესი ქალები გვყავს :) როგორ ოპერატიულად მოგვაწოდე ახალი ამბები :)

  3. Taa says:

    თვით ჯაბა

    აბა რააა
    “დააფასეი შრომაი კოლეგებისა შენისაო” – პიარ ბიბლია გვასწავლის :) ))))))))

    Dream Teller

    მადლობა რომ დააფასე ჩემი შრომა
    კარგი ნიკია :)

  4. Elle Sees says:

    You have nice blog
    I like your style

  5. მუჭორექ says:

    საროჩკა სად ააგდე?

  6. Nice post, I like it so much! And I like your sense of style!!

    Fox House giveaway on my blog!
    Take a look and if you like follow me, I’ll be waiting for you: Cosa mi metto???

  7. ანა says:

    ნუ გადამრიე თაა, რა რუსკა და დალი, ულამაზესი გოგოა, ქართველ გადატიტყნილ ქალებს როგორ ადარებ რუსებს . ეგ ხომ აღიარებული ფაქტია ისედაც :დ ქამოონ :დ

  8. Taa says:

    ანა

    ანა ხარ რუსეთში ნამყოფი? ან რომელიმე სლავიანურ ქვეყანაში?
    და გინახია ქუჩაში რა ხალხი დადის? და რა ქალები ყავთ?

    თუ გინახია მერე გავაგრძელოთ კამათი, თუ არადა დამიჯერე :)

    ეს გოგო კიდევ მასას ჯობია ბევრად, თუმცა ულამაზესი ნამდვილად არ არის
    არავისზე ნაკლებ გადატიტყნილია თუ დააკვირდები :დ :დ :დ

    მუჭორექ

    ვინტაჟია :დ :დ :დ

  9. ჰაჰა, ინგოროყვას ეგ კაბები, მეც ზუსტად მასე ჩამიჯდა მეხსიერებაში, მესამე დღეა და ჯერ ფოტოები არც კი მინახავს როგორია :( იმედია ოდესმე მოვაბამ თავს :) )
    P. S. აქაც გილოცავ B.D-ს და დღესაც მოგილოცავ პირადად :) ) საჩუქარი ჩემზე იყოს :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>