December vanity

დაახლოებით 11 დეკემბრიდან მოყოლებული ამოსუნთქვის საშუალება არ მაქვს, საახალწლო სამზადისის პიკია სამსახურში თუ სახლში.

10 დან -7მდე გრაფიკი დავიწყებულია, კლიპის გადაღებების, კორპორატიული ივენთების, დაჯილდოვებების, წვეულებების თუ სხვა მიზეზების გამო ხან როდის მივდივარ სახლში ხან როდის.

ახალმა ნათებამ იანვრიდან ახალი სასპონსორო პროექტი აიღო რომელსაც ჯერ ვერ გაგიმხელთ, კლიპის გადაღებებზეც დავდიოდი, რაც ამჯერად ძალიან სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა.

ამ ყველაფრის გამო საერთოდ ვეღარ ვჩანვარ ბლოგზე, რაც ძალიან მაწუხებს მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის მართლაც, სახლში ისეთი დაღლილი მივდივარ კომპიუტერისკენ გახედვაც არ მინდა.

ამავე პერიოდში დაემთხვა “Event for Fashionistas”

 27 დეკემბერს ჩავატარე კიდევ ძალიან საინტერესო საღამო ახალი ნათების დიღმის პავილიონში “Thank You Party”

                 დეკემბრის დასაწყისში დავიწყე ახალი ნათების თანამშრომლებში ტანსაცმლის, საჭმელის, ჭირჭლის და სხვა ნივთების აგროვება, საკმაოდ დიდი რაოდენობით რამეები შეგვიგროვდა, ბავშვების სათამაშოები, ნაძვის ხე მოსართავებით, ტკბილეული, ტანსაცმელი, ჭურჭელი, მურაბები, კომპოტები და ძალიან ბევრი სხვა წვრილმანი. მოვიძიეთ უაღრესად გაჭირვებული ოჯახი, რომელიც ჩემმა მეგობარმა მიმასწავლა ვარანცოვზე, ავადმყოფი მამა, დედა რომელიც ერთადერთი მუსაობს ოჯახში – ისიც კაპიკებზე და 4 სვილი, სახლი მხოლოდ ცემენტი – არც აბაზანა არც ტუალეტი :( ერთი 2 საწოლიანი ლოგინი და ამ ყველა ადამიანს სძინავს მანდ. გული მომიკვდა ამ სანახაობაზე, მთელი საღამო დათრგუნული დავდიოდი :(

ძალიან მიხარია რომ ამ საწყალ ადამიანებს ერთი ახალი წელი მაინც გავუნათეთ და გავულამაზეთ. მომავლისთვის უფრო დიდი გეგმები მაქვს ამ მიმართულებით.

 

This entry was posted in Office Girl. Bookmark the permalink.

6 Responses to December vanity

  1. Lord Vader says:

    კარგია კარგი საქმეები და აურზაური.
    და ბლოგზე არ ჩანხარო ამაზეც ენა ვის მოუბრუნდება… :) უბრალოდ შენ ძველ სუპერ-ტემპს ჩამორჩი, თორემ საშუალოქართულბლოგერულ ტემპს ჯობნი კიდეც.

  2. ცაწყალი პატარა ბაო , როგორ შემეცოდა :(

  3. თაკო გვაზავა says:

    თათ, გილოცავ ახალ წელს :**
    მეორე სურათში უელეგანტურესი ხარ და უქალურესი. მაკიაჟი სუპერ.

  4. Taa says:

    თაკო გვაზავა

    მადლობა ჩემო ლამაზო შენც ყოველივე საუკეთესოს გისურვებ
    სამწუხაროდ ასეთ ფორმაში ამ ბოლო დროს იშვიათად ვარ ხოლმე სამსახურიგან გამომდინარე
    ხანდახან სურათების გადაღებაც აღარ მინდა ისეთი გადაღლილი სახე მაქვს უკვე ყველგან :(

  5. თიკო says:

    თათ გილოცავ მოგვიანებით. ძაან კარგი საკმე გაგიკეთებია, კარგი გოგო ხარ ღმერთმა მუდამ ასეთი კარგი საქმეები გაკეთებინოს..

  6. Taa says:

    თიკო

    მადლობა საყვარელო
    ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>