პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ქალები მასიურად ხდებოდნენ დამოუკიდებლები, ეს არის ე.წ. Flapper გოგონების ეპოქა, რომლებიც გაცილებით აქტიურად და საკმაოდ პროვოკაციულადაც აგრძელებდნენ ცხოვრებას. ქალებმა დაიწყეს მოწევა, გაუჩნდათ გაცილებით დიდი სექსუალური გამოცდილება და ხმის მიცემის უფლებაც.
მათ მასიურად დაიწყეს ისეთი ჟურნალების კითხვა როგორებიცაა Vogue, The Queen, Gazette და Harper’s. კორსეტები გაუქმებულია, რაც გარკვეულწილად თავისუფლების სიმბოლოდ იქცა მათთვის, ტანსაცმელი გახდა უფრო თავისუფალი და ფეხების ნაწილი უკვე გაშიშვლდა.
Anette Kellerman – პირველ ნაქსოვ საცურაო კოსტუმებს სთავაზობს 20-იანი წლების ქალბატონებს.

1921 წელს შანელი იწყებს ცნობილ ხაზს Chanel No 5, სამოსის სილუეტი ხდება გაცილებით თავისუფალი და ქამრით წელზე. 1925 წელს მუხლს ქვემოთ არსებული ხაზი ზევით იქევს და მომდევნო რამდენიმე წლის მანილზე მუხლს ზემოთაც კი ადის. სამოსს ამშვენებს ნაქარგები, ფოჩები (fringes) ქსოვილი არის მსუბუქი და გამჭვირვალე.

პალტოები არის მძიმე და ტანზე ისე დგას როგორც კიმონო

უსახელო ბლუზონები, ამოჭრილი საყელო და პირველად მოდის სამყაროში – სვიტერი – ხდება ამ პერიოდის ჰიტი. ქვედაბოლოებს უჩნდებათ ნაკეცები, ბაფთები, ყვავილები, მძივები და ცოტა მოგვიანებით გეომეტრიული ფიგურებიც.

აქსესუარები:
ბეწვი ხდება ამ ეპოქის ქალების უსაყვარლესი მეგობარი. მოდაში შემოდის კანისფერი წინდები, ფეხსაცმელი რომელსაც აქვს კოჭთან შესაკრავი, რადგან ისინი ძალიან მოსახერხებელია ცეკვისათვის. ეს ეპოქა კი ცეკვების ერაა როგორც ვიცით
ქალბატონები მასიურად ესევიან სიგარეტს მუნდშტუკებით.

ქალბატონები მასიურად იწონებენ თავს მარგალიტებით და ერთმანეთს ეჯიბრებიან Klos – ქუდების კოლექციონირებაში
თმის ვარცხნილობაც უფრო მოკლე და განსხვავებული ხდება.


თვალებზე მხოლოდ რუხ და შავ ჩრდილებს იყენებენ, ტუჩებზეც მუქ ფერებს, მეწამულს და ბურგუნდის. თმის ვარცხნილობებს ატარებდნენ “a la garçonne” – ბიჭურ სტილში. ვარცხნილობა ითვალისწინებდა შუბლზე თმასაც, სწორს ან დატალღულს.
კოკო შანელი გახდა ეპოქის სახე და ქალბატონების ელეგანტურობის სიმბოლო. ზუსტად ამ პერიოდში იქმნება შანელის უცნობილესი “little black dress”- მუხლამდე სადა შავი კაბა, მრგვალი ყელითა და გრძელი სახელოებით.
სხვა ცნობილი დიზაინერები: SONIA DELAUNEY, JEAN PATOU, MADELEINE VIONNET
Jean Patou (1880-1936) French

Madeleine Vionnet

ეპოქის კერპები:
Anita Loos, Clara Bow, Louise Brooks, Marion Morehouse, Josephine Baker, Kiki de Montparnasse, Nancy Cunard, Coco Chanel
Marion Morehouse



სიმბოლურად აქვე დავდებ ერძ ძალიან ძველ პოსტს
FashionMothers of 1920







მომწონს ეს პერიოდი:)
http://shu84.blogspot.com/
+1
ძალიან საინტერესო რეტროსპექტივა იყო… ასე მგონია მე დავწერე
მამაკაცებზეც საინტერესო იქნებოდა – უნდა გადავხედო ერთი რა ხდებოდა.
ნუ პრინციპში შანელზე მაგარი არავინ იყო მაშინ და დღესაც.
საცურაო კოსტუმია ძაან მაგრობა
gogliko16
წამოვიღებ ერთს ეგეთს ამ ზაფხულში ურეკში :დ :დ :დ
არც ფეისბუქის ლაიქი, არც გუგლ პლიუსი ან დაშეარების რაიმე სხვა საშუალება რატომ არ აქვს ამ პოსტს?
ხო დავამატებ რომ მომეწონა, უბრალოდ ვერ ვაშეარებ ან ვალაიქებ
ნინა დიდი მადლობა
აუცილებლად დავამატებ
ძალიან დიდი ხანია მინდა მაგრამ 2-ჯერ ჩავსვი ფეისბუქის ლაიქი და ორჯერვე გამიჭედა ბლოგი
ამ ბოლო დროს საერთოდ ვეღარ მივხედე აქაურობას
სამსახურში მაქვს უამრავი საქმე
პოპკორნი რომ მქონოდა გამისწორდებოდა, ისეთი სიამოვნებით ჩავიკითხე ეს პოსტი და გადავედი 20-იან წლებში.
აი ამიტომაც ვკითხულობ ხოლმე შენს ბლოგს, კარგ რამეებს წერ ხოლმე
ძალიან საინტერესო პოსტი იყო საინტერესო ინფორმაციებით
გემრიელად ჩავიკითხე