Dream About 30’s

30 იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოდისა და კინოს, კონკრეტულად კი ჰოლივუდის “შეხვედრა” იყო, რამაც უკვე ქალთა სამყაროში ელეგანტურობისა და სტილის სიმბოლოების გაჩენა გამოიწვია.

რიგითმა ქალებმა დაიწყეს მაქსიმალურად თავის მოვლა, სალონებში სიარული, სამოსისადმი მეტი ყურადღების მიქცევა რათა ახლოს მისულიყვნენ თავიანთ სათაყვანებელ მსახიობ ქალებთან.  სამოსი ჯერ კიდევ გრძელია, წელზე გაკეთებული აქცენტებით და ძლიერი მხრებით. კაბებში უკვე ირიბი ჭრა “bias-cut” გამოიყენება. ქუდები და ხელთათმანები ქალის გარდერობის განუყოფელი ნაწილი ხდება. შარვალი და შორტი უკვე გამოჩნდა ზღვისპირა ქალაქებში.

1933 წელს Hermès -მა პირველი აბრეშუმის შარფი შექმნა. გარუჯული სხეული გახდა ყველაზე მოდური და იქცა მანიად, ზღვის თემის გააქტიურებამ საცურაო კოსტუმების რედიზაინსაც შეუწყო ხელი და ისინი ზურგზე უფრო ამოჭრილი გახდა ვიდრე მანამდე.  მზის სათვალე ყველა ქალის მეგობრად იქცა. თეთრი ფერის სამოსი და ატლასი ეპოქის ჰიტია.

LOOKS (ლუქები)

გრძელი შავი კაბები, ირიბად აჭრილი, ამოღებული ზურგი, ოთხკუთხედი ნაკეცებით. უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი ყელის ფორმები: V-neck, მრგვლად მოჭრილი ან დრაპირებული. პალტოებს გაუჩნდა ბეწვის საყელო, კაბარდინი ისევ მოდაში ბრუნდება.  ბლეიზერი უფრო კუთხოვანი გახდა საყელოზე დეტალებით. პერანგებს გაუჩნდათ რუშები და ცოტა უფრო დაბერილი სახელოები. სვიტრები გახდა ტანზე მომდგარი ArtDeco-ს სტილში პრინტებით. შორტებს კი ყველა იცვამდა მუხლამდე თეთრ გეტრებთან ერთად კომბინაციაში.

 აქსესუარები:

30-იანები აქსესუარების მხრივაც უნდიდრეს პერიოდად ითვლება, ამ პერიოდში შეიქმნა მრავალი ტიპის აქსესუარი რასაც დღემდე ვიყენებთ. მოდაში იყო: ქლაჩები და პატარა საფულეები, ბეწვის შარფები, ქუდები, მათ შორის ბერეტები და ფარფლებიანი შლაპის ტიპის ქუდები, ჩალმა, მრგვალი სათვალეები, ხელთათმანები, ნამდვილი და ხელოვნური სამკაული, მათ შორის მცირე ზომის თვლებიანი სამაგრები, მაღალი ქუსლები და ბალერინას ტიპის ფეხსაცმელი უკვე აქტიურად გამოიყენებოდა მაგრამ პირველად ამ ეტაპზე შეიქმნა ფეხსაცმლის ტიპი რომელიც დღემდე ჩვენთვის ცნობილია როგორც wedges.

სილამაზე:

წვრილი წარბები, ხელოვნური წამწამები და წითელი ფრჩხილები. Revlon-მა და Germaine Monteil-მა დააარსეს პირველი კოსმეტიკური კომპანიები.

თმის მასიური ფერი Platinum blonde ხდება, ძირითადი სტილი კი ტალღოვანი თმა.

დიზაინერები:

Elsa Schiaparelli – რომელმაც საოცარ წარმატებას მიაღწია თავისი საოცრად კრეატიული კოლექციით, რომელიც შთაგონებული იყო სურეალიზმითა და კუბიზმით.

მან თავის მეგობარ სალვადორ დალისთან ერთად შექმნა უცნობილესი კაბა ლობსტერით.

მის ქუდებს ფეხსაცმლის ფორმა ჰქონდათ, მის სამოსში გამოყენებულ ღილებს კი ცხოველების ფორმა. მისი საყვარელი ფერი იყო pink-purple.

ეპოქის სხვა ნელ-ნელა ცნობადობის გზაზე მდგარი დიზაინერები იყვნენ: NINA RICCI, ALIX GRÈS, MAGGY ROUFF, MARCEL ROCHAS, MAINBOCHER, MOLYNEYX

Idols & Style Icons

Greta Garbo, Marlene Dietrich, Mae West, Constance Bennet, Joan Crawford, Wallis Simpson, Vivien Leigh, Ginger Rogers, Jean Harlow, Amelia Earhart, Leni Riefenstahl, Bette Davis, Dolores Del Rio.

Mae West

Jean Harlow

Bette Davis

 Dolores Del Rio

Comments

comments

10 thoughts on “Dream About 30’s

  1. ვიქტორია ტერეშჩენკო says:

    დიდი მათლობა თათა!!! ძალიან საინტერესო სტატიაა!!! ძალიან ბევრი ჩემთვის ახალი და დიდათ საინტერესო აღმოვაჩინე!

  2. Lord Vader says:

    აუ რა ფასებია, ომგ… 🙂

    აი ელზაზე კი რა ხანია ვაპირებ დაწერას. 🙂
    ლამის ისეთივე გადარეული ქალი იყო, რაც ვივიენ ვესთვუდია. 🙂

  3. Lord Vader says:

    Madame Grès იყო ზუსტად ბზვ, ვისთვისაც მუშაობდა რაიმონ მასარო, ბალერინა შუზებზე რომ დავწერე აი, მაგისთვის შექმნა ზუსტად.

  4. Nino Na says:

    გამარჯობათ

    მე დღეს პირველად მოვხვდი თქვენს საიტზე და მინდა ჩემი მოწონება გამოვხატო
    ძალიან საინტერესო თემებზე წერთ, ძალიან მსუბუქად და საინტერესოდ

    20-იანებზე და 30-იანებზე წავიკითხე სტატიები, იმედი მაქვს გაგრძელებაც ექნება 🙂
    მოდის ისტორია არასოდეს მაინტერესებდა მაგრამ ეს ორი სტატია ძალიან დიდი ინტერესით გადავიკითხე

  5. Keso says:

    ძალიან კარგად დაწერილი პოსტია
    ხომ არ დაიწყებდი ისტორიული პოსტების წერას

    საინტერესოა ძალიან 🙂
    სიამოვნებით წავიკითხავდი მოდის ისტორიაზე სხვადასხვა პოსტებს

  6. Taa says:

    მადლობა

    ძალიან მახარებს რომ მოგწონთ ეს პოსტები
    პირობას ვდებ რომ კიდევ ექნება გაგრძელება 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *