ეს ერთი კვირაა თითქმის სულ სახლში ან ექიმებში ვარ, რაღაც პრობლემები მაქვს ჯანმრთელობის და ვაგვარებ, შესაბამისად ვერც ბლოგთან ვხვდები და ვერც ფეისბუქთან აქტიურად. სამსახურშიც ვერ დავდივარ, რასაც ძალიან განვიცდი რადგან ძალიან ბევრი საქმე მიფუჭდება, მაგრამ რას ვიზამ – თავს ზემოთ ძალა არ არის.
თუმცა ამ პოსტის წერა საწუწუნოდ არ დამიწყია რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ რომ ანინას და ჩემს შემართებას, რომლის შესახებაც ამ პოსტში გიყვებოდით, კიდევ ბევრი ადამიანი შემოუერთდა, ამას კომენტარებშიც ნახავთ.
და რადგან მე არ ვარ ადამიანი, რომელიც მხოლოდ წერს და რეალურად არ ასრულებს ამას: ამიტომ მინდა მოგიწვეთ თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადავდგი Let’s get Better – გზაზე
1. კბილების მოვლა
ძალიან ბევრი შეკითხვა დაისვა წინა პოსტის კომენტარებში, თუ რით ვერ მივხედე ამ კბილებს, მიზეზი საკმაოდ სამწუხარო ჰქონდა ამ ყველაფერს, ალბა დენტის აღმოჩენისა და მაკას შეყვარების მერე, მაკას შვილს სამწუხარო ამბავი შეემთხვა – ჯანმრთელობის მხრივ და ისინი საზღვარგარეთ გაემგზავრნენ და როგორც ვიცი ახლაც იქ არიან. იმედია ბავშვი გამოჯანმრთელდება, მე კი მომიწია მაშინ მკურნალობის შეწყვეტა და დღემდე მხოლოდ ფულს ვაგროვებდი, ყოველ ხელფასზე 200 ლარს სპეციალურად კბილების მოსავლელად.
ამ პერიოდში ალდაგშიც ავიღე საოჯახო დაზღვევის პაკეტი, რომელიც ორთოპედიას 20% ანაზღაურებდა და მივმართე მათ პროვაიდერ კლინიკას პავლოვზე. საბედნიეროდ არც იმდენი რამ აღმომაჩნდა გასაკეთებელი რამდენიც მეგონა და ჩამოვყალიბდით რომ ამოღებული კბილების ადგილას და ასევე 2 ძველისძველ პლომბიანი კბილის ადგილას გავიკეთებდი ახალ კერამიკის კბილებს, რომლებიც იქნებოდა ძალიან ლამაზი და ჯანმრთელი. ხოდა მარცხენა ყბას უკვე მოვრჩი და ძალიან კმაყოფილი ვარ. დამრჩა მარჯვენა ყბა, რომელსაც მივხედავ გამოჯანმრთელებისთანავე. 1 ცალი კერამიკული კბილი ჯდება 140 ლარი, მაგრამ იმის გამო რომ უნდა გადაეკრას სხვა კბილებზე – დათვლა ხდება 2-ით მეტი კბილის ვიდრე რეალურად კეთდება – ამიტომ მთელი ეს სიამოვნება ფასდაკლების შემდეგ 560 ლარი დამიჯდა.
2. შემდეგ გავიკეთე ეარ ფლოუთი გაწმენდა – რომელიც ძალიან ათეთრებს და აპრიალებს კბილებს და ძალიან საყვარელი პროცედურაა ჩემთვის, ეარ ფლოუ გავიკეთე დენტალ კლინიკაში ფიქრიასთან, ადრე ვწერდი მათ შესახებ
3. კვირას, როცა ჯერ კიდევ შედარებით კარგად ვგრძნობდი თავს, ვეწვიე hairhaus-ს, სადაც გავიკეთე ალკალაინი სახეზე რამოდენიმე ადგილას, გავიკეთე წარბები ხათოსთან, წარბები მქონდა საშინლად მისახედი, გავიკეთე ფრჩხილები ნინოსთან, რომელიც შედარებით ახალია ჰეარჰაუსში, მაგრამ ძალიან მომწონს და დავივარცხნე თმა.
იმედია მალე უკეთეს ამბებს მოგაწვდით ამ პროექტის ფარგლებში.
ვაპირებ ასევე კბილების გათეთრებასაც და საინტერესო სიახლეები გავიგე თუ როგორ შემიძლია თეთრი კბილები მქონდეს ყოველთვის, მაგრამ ამ ყველაფრის შესახებ მოგვიანებით მოგიყვებით.
წარმატებებს და სილამაზეს გისურვებთ
თაა







ჰეარჰაუსის ნინო მეც ძალიან მომწონს, უსაყვარლესი გოგოა და გულიანად აკეთებს თავის საქმეს.
კბილებს რაც შეეხება გაგვიზიარე ხოლმე შენი შთაბეჭდილებები დეტალებში, მაინტერესებს ძალიან
კბილები, კბილები… სამშაბათს მივხედავ. შენ თან ეწევი ხომ? მგონი სიგარეტი და ყავაც ცუდად მოქმედებს ფერზე.
აუ ხოო… მოწევა და ყავა ძაან აფუჭებს კბილებს… თავი უნდა დავანებო:-))))
კარგია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა რომ დაიწყე : ))
პ.ს. ისე მივეჩვიე სურათებს შენ პოსტში, დღევანდელიც ითხოვს
კი ვეწევი და ყავასაც ვსვამ თუმცა ყავას ბევრს არა
ამიტომ ყოველთვის ვიყენებ ხოლმე მათეთრებელ კბილის პასტებს და ვიწმენდ ხოლმე კბილებს საკმაოდ ხშირად
ამჯერად ლაკალუტის მათეთრებელს ვიყენებ და ძალიან მომწონს
კბილების გათეთრებას ვაპირებ მეც და ძალიან ველოდები ახალ პოსტს…
კარგი პოსტია, თქვენი რეკომენდაციით გადავწყვიტე hairhaus-ს მივაკითხო. ხომ ვერ მეტყვით, რომელი სტილისტი ღებავს კარგად თმას? არ მინდა, რომ დამიწვან ან ამიჭრელონ. ცუდად დავარცხნილს მარტივად ეშველება, ცუდად შეღებილისგან განსხვავებით.
ერიკა
გმადლობთ
მაგრამ არ ვიცი, არ ვიღებავ თმას
თააააააააააააააააააააააააააააააააააა
8 თვის ორსული ვარ. მარტში უნდა ვიმშობიარო. შენი მშობიარობის პოსტები წავიკითხე ეხლა და იმდენიიი ვიბღავლე. ძალიან შემეშინდაააააააა
((
ირინკა
აბა დაწყნარდი!!!
რა საჭიროა ეხლა ეს ნერვიულობა?
ეგრე ადამიანები 15 წუთში აჩენენ ბავშვებს
ყველაფერი კარგად იქნება ნუ გეშინია
შენ ესე რატო გაგირთულეს საქმეეეეეე?
(((((((((((((((((((((( ეხო რატო არ გადაგიღეს, თუ მაინც საკეისრო დაგჭირდებოდა ბოლოს :* ძალიან ემოციური პოსტებია მართლა, ყველა ისე განვიცადე, როგორც საკუთარი :*
ირინკა
ხო ძალიან ემოციური ნაწერი გამომივიდა
მე გვიან მივედი და ეხოსკოპისტი უკვე წასული იყო
2-ვეჯერ ღამე მივდიოდი – ეტყობა ღამღამობით ვერ ვუძლებდი ტკივილს და შიშს ერთად
ნუ გეშინია
მე კიდევ გავბრაზდი იმ ექიმებზე =)))))) მოკლედ, იმედია ყველაფერი კარგად იქნებააა
))
გოგო ეს ეარ ფლოუ ჩველუებრივი გაწმენდა არაა?
წყლის ჭავლით რომ წმენდენ რომ წმენდს ხოლმე & არა ათეთრებს მაგაზე კაი პონტია ?
თუ კი, მინდა
ეარ ფლოუ არის რაღაც სოდასავით ფხვნილი და წყალი საოცარი ჭავლით
ძალიან მაგარია
ისე მიყვარს რომ ლამის 2 თვეში ერთხელ მივიდე ხოლმე
კბილებს აშორებს ნადებს და გაცილებით თეთრი ჩანს
მიდი დენტალში ფიქრიასთან – ან მითხარი და გაგყვები
თაა, მე მინდა ეარფლოუ, რაღაც მომეწონა შენი აღწერიდან. შაბათ–კვირას შეიძლება მისვლა? და წინასწარ უნდა ჩავეწერო? ისე დაახლოებით რამდენი ხანი ჭირდება ამ პროცედურას?
indievidi
ძალიან მაგარი რარაცაა
20 წუთი ალბათ სულ
არ ვიცი დაურეკე 2380067 – ფიქრია იკითხე და უთხარი თათასთან წავიკითხე და ეარ ფლოუ მინდაო
აქ რომ დავწერე, გადავრეკე ეგრევე, ფიქრია მელაპარაკა და მირჩია ჰოთსეილზე ფასდაკლება გვაქვს და ვაუჩერი იყიდეო. ამ კვირაში ვიყიდი და შაბათს ან კვირას მივალ, მადლობ ინფოსთვის :*
indievidi
არაფერს გენაცვალე
ძაან კარგი ტიპშაა ფიქრია