ამ პოსტის დაწერას მთელი ისტორია აქვს, უფრო სწორად შთაგონების წყაროები.
პირველ რიგში შთაგონების წყარო ანინას ახალი პროექტი და ახალი ბლოგია, როგორ გავხდეთ 99 დღეში, რომელიც ძალიან მომწონს და რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობ. ანინა უნიჭიერესი და ძალიან ლამაზი ბლოგერი და მწერალი გოგონაა, რომელიც მიხვდა რომ ზედმეტი კილოგრამები არც ისე რთულად დასამარცხებელი მტერია და რომ ეს კილოგრამები მის სილამაზესაც ფარავენ და გადაწყვიტა შებრძილებოდა მათ. დეტალები შეგიძლიათ მის ბლოგზე ნახოთ ხოლო რამდენიმე დღის მცდელობის შედეგები კი ფოტოზე
მეორე შთაგონების წყარო კი იყო taa.ge-ს ფეისბუქის გვერდზე დადებული ჩემივე ფოტო

ეს ფოტო რამდენიმე დღის წინ დავდე და უხვად კომენტარები და კომპლიმენტები მოჰყვა. კომპლიმენტები რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ 2 წლის წინ გადაღებულ სურათზე რომ უყურებ შენს თავს და რომ ხვდები რომ ამ 2 წლის მანძილზე უზომოდ შეიცვალე, რომ გადატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა, სხვადასხვა წვრილმანმა პრობლემებმა, უძილობამ, ნერვიულობამ იმდენად შეგცვალა რომ უკვე სურათების გადაღებაც არ გეხალისება – საკმაოდ მძიმე თემაა.
განსაკუთრებით ჩემი თვალების ქვედა ნაწილები მაშინებს, რომლებიც უძილობის და გადაღლილობის გამო სულ ჩაშავებული მაქვს თითქმის და გარდა ამისა უდროობის გამო სალონებშიც ისე ხშირად რომ ვერ დავდივარ და ვერ ვიწესრიგებ თავს ეს ფაქტიც არ ჟღერს სასიამოვნოდ.
ამიტომ გადავწყვიტე ანინას სოლიდარობა გამოვუცხადო და გარკვეულწილად შევუერთდე მის პროექტს, მე არ მექნება დასამარცხებელი კილოგრამები, მე სხვა დეფექტებზე ვიზრუნებ და ბოლოს ვნახოთ რა გამოგვივა.
ამ ყველაფრით შთაგონებული დღეს მივდივარ კბილის ექიმთან და ვიწყებ ჩემი პირის ღრუს საბოლოოდ მოწესრიგებას, დაზღვევაც მაქვს და ბიუჯეტიც 900 ლარის ოდენობით – იმედია მეყოფა ყველაფრისთვის.
შედეგებს და შემდეგ დასახულ გეგმებს დეტალურად დავწერ ბლოგზე
Let’s get better – შემოგვიერთდით მე და ანინას







წარმატებებს გისურვებ თაა ! ველოდები სხვა პოსტებსაც <3
^_^
გგულშემატკივრობთ გოგოებო <3<3<3
მართალია ანინას განსხვავებული სურათები დადე, მაგრამ მაინც ჩანს როგორ დაიკლო მართლა. ყოველშემთვევაში სახე გამხდარი აქვს ბევრად. რა კარგია. ნამდვილად ძალიან ლამაზი გოგოა, და ძალიან ნიჭიერი.
თაა რაც შეეხება შენ ძველ ფოტოს, ეხლაც მშვენიერი ფოტოები გაქვს და კარგად გამოიყურები. რაც შეეხება თვალის რგოლებს, ამისთვის ძილი და დასვენებაა საჭირო, ან კარგი კონსილერი, ან/და კორექტორიც. მე მაგალითად sheercover duo concealer ძალიან მომწონს და კარგია.
შეიძლება რომ მეც შემოგიერთდეთ?
მე მინდა 1 აპრილს 10 მილი (~16 კმ) გავირბინო ვაშინგტონის ცნობილ cherry blossom ფესტივალზე და ამისთვის მომზადება მჭირდება სერიოზული. თუ 3 კილოც დავიკელი ხომ მთლად ფანტასტიური იქნება.
მეგონა კბილების ამბავი მაშინ უკვე მოაგვარე, ენივეი აბა თქვენ იცით : ))
მე პუტკუნა ანინა უფრო მომეწონა
ეს ვეკო რა იაზვაა,სადაც არ უნდა ნახო,სტერვულ კომენტარებს დებს:D
მადლობა გოგონებო
A Magazine
რა თქმა უნდა, შემოგვიერთდი
ვეკო_ sun_waiting
მეორე ვიზიტისას ჩემი დენტისტის ბავშვს ძალიან ცუდი რაღაცეები მოუვიდა და საერთოდ არარ მივსულვარ იქ, მგონი დღემდე არ დადის ის ქალი
მაშინ ვერა
ასე რომ დავრჩი მაშინ 2 ვიზიტის ამარა და სხვაგანაც ვერ გავაღწიე
ორივეს გიერთდებით, ფაქტობრივად-დიეტაზეც ვარ და კბილის ექიმთანაც დავდივარ
სასიამოვნოა
შენც დაწერე ხოლმე შედეგები ბლოგზე და გაგვიზიარე
და რა გჭირთ კბილებზე თუ საიდუმლო არაა? მივესლამები ყველას შემართებას, მაგარია როცა რაღაცას მოინდომებ და გამოგივა:)წარმატებები ყველას
თაა, როგორ ხარ? (პრინციპში ეხლა გავიგე უკვე).. რამდენი ხანია აქ არ შემოვსულვარ… მხოლოდ მოუცლელობის გამო:)
შენც გახდომაზე და დიეტაზე ალაპარაკდი?:)
პ.ს. მე ვექსპერიმენტობ ეხლა დიეტის ჩემეულ სქემაზე, უფრო სწორედ ჯანსაღი კვების პროეტქზე:) ნუ, ანინას სად შევდრები ისე.. მე მხოლოდ 6 კილო მაქვს დაკლების გეგმაში და 2 წლის წინანდელ, კი არა 10 წლის წინანდელ “მეს” უნდა დავემსგავსო..
პ.ს.ს. ეს ნაოჭები მეც როგორ მადარდებს.. 16-ში “გაახალხაზრდავების” სესია მაქვს დანიშნული – (ქმარმა მაჩუქა საახალწლოდ)
ფაქტიურად, შემოგიერთდით და ეგაა:)
სალო
მადლობა სალო
მე მაგალითად ბავშვობისდროინდელი ბანძი ბჟენები მინდა აღვკვეთო ღემი პირის ღრუდან და კერამიკის ულამაზესი კბილები გავიკეთო
peppi
ნათი, ყოველთვის მიხარიხარ ხო იცი
ვაიმე არა რა დიეტა, ყოველდღე ვხდები და ვხდები
მე პროსტა მინდა სახის კანის მოვლა, მასაჟები და ასე შემდეგ
მომიყევი როგორ ჩაივლის სესია
ბრავო ქმარს
I suppose this is very interesting post about diets
http://styleservings.blogspot.com/
წარმატებები თაა:*ველოდებით შედეგეეებს:*
Pingback: I can and I will…. watch me « A Magazine
ეს გოგო სალონში ვნახე, საერთოდ ვერ ვიფიქრებდი თუ ზედმეტი კგები აწუხებდა ოდესმე.. საყვარელი & ლამაზია
აუუუუუუუუუუუუუ
როგორ მიყვარს ეგეთი რაღაცეები
ერთად იკრიბებით ხოლმე და გეგმავთ? მეც მინდა სულ ცოტა დაკლება
მინდა რომ შემოგიერთდეთ მეც
მაგალითად რომ დათბება ერტად ხომ არ ვირბინოთ ხოლმე? კუს ტბაზე საღამოობით>
Ele_niko
მადლობა
არა არ ვიკრიბებით ძირითადად ფესიბუქით ვკონტაქტობთ ხოლმე
რატომაც არა კუს ტბაზე საღამოობით სირბილი თუ არა სეირნობა კარგი იდეაა
შევხმიანდეთ