Estee Lauder Topaz Spring 2012 Makeup Collection

ჩემი ბლოგის მკითხველებმა კარგად იცით რომ  Estee Lauder არის ჩემი ფავორიტი ბრენდი სილამაზის სფეროდან. ბრენდი რომელსაც თითქმის არასოდეს ვღალატობ, როცა საქმე ძირითად თავის მოვლის საშუალებებს ეხება.

ამ ბრენდის ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის რომ მათ სიახლეების მხრივ ცოტა ჩავარდნა ჰქონდათ და ბრენდი სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა, მაგრამ მადლობა Tom Pecheux-ს, ამ კომპანიის კრეატიულ დირექტორს რომელმაც ყველაფერი გააკეთა ბრენდის არა მხოლოდ გადასარჩენად, არამედ ისევ ჩვეულ მოწინავე ადგილებზე დასაბრუნებლად.

Topaz – არის ახალი კოლექციის სახელი, რომლის ძირითადი არსი ბუნებასთან სიახლოვე და ბუნებრიობა არის. გაზაფხული ზაფხულის კოლექცია აქცენტირებას უდაბლოს თემაზე, კონკრეტულად კი ქვიშასა და წყალზე აკეთებს და სწორედ ეს ფერები არის ყველაზე მეტად გამოყენებული ამ კოლექციაში.

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ 2012 წლიდან გარუჯული სახეები აღარ არის მოდაში, ამ კოლექციის პროდუქცია შესანიშნავად მოერგება ყველა იმ ადამიანს რომლებიც ვფიქრობთ რომ ზედმეტად ფერმკრთალნი ვართ იმისთვის რომ ნატურალური კანის ფერით ვიაროთ, მათ შორის მეც.

ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდები კარამელის და პასტელურ ფერებს გვირჩევენ ამ გაზაფხულზე. ასევე იქცევიან კოსმეტიკის მწარმოებელი ზოგიერთი კომპანია, მათ შორის ესტე ლაუდერიც.

Comments

comments

5 thoughts on “Estee Lauder Topaz Spring 2012 Makeup Collection

  1. თაკო გვაზავა says:

    ნელ-ნელა უფრო მეტ პატივს ვცემ ამ ბრენდს, სხვათა შორის შენი გავლენით. სულ ახლახანს შევიძინე ლაუდერის ტონალური და სასიამოვნოდ გამაკვირვა იმდენად მაგარი ხარისხისაა და ისე ძაან მომიხდა კანზე.
    როგორ მიხარია ეს საშინელი შავ-შავი ზაგარი რომ აღარ იქნება მოდაში, ურა . 😉

  2. ვეკო _ sun_waiting says:

    ბოლო პერიოდი ამ ბლოგზე შემოვდივარ, ვუყურებ თითქმის ყველაფერს, რაც მინდა , დორბლებს ვყრი და გავდივარ 😀

  3. ნიტა says:

    მეც მომწონს ესტე ლაუდერი კარგი ბრენდია უბრალოდ მისი კოსმეტიკის თბილიში შეძენა არ ღირს ხარისხი ძალიან განსხვავებულია საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ

  4. მარიკა says:

    მართლა გულით მინდა ვიცოდე ეს კოლექცია საქართველოში რომელ წელს ჩამოაღწევს?
    იმიტომ რომ ზუსტად ვიცი 2012 წლის გაზაფხულზე ვერ გვეღირსება

  5. ლენკა says:

    მაგარია
    მე ტუში მაქვს და კმაყოფილი ვარ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *