Massimo Dutti @TbilisiMall

Massimo Dutti ერთ ერთი ჩემი უსაყვარლესი ბრენდია, რომლის ხარისხშიც ეჭვი არასოდეს მეპარება. უზომოდ გამიხარდა ამ ბრენდის მაღაზიის გახსნა თბილისი მოლში, ვეწვიე იმავე დღეს და საკმაოდ საინტერესო კოლექცია ვნახე. განსაკუთრებით კაბების და ფეხსაცმელების დახვეწილობითა და ხარისხით მოვიხიბლე. მართალია ფეხსაცმლის საკმაოდ მწირი არჩევანია, მაგრამ რაც დევს ულამაზესი და ძალიან დახვეწილია.

ფასები რა თქმა უნდა არ არის ძალიან დაბალი, როგორც ბერშკას მაგალითად, მაგრამ Massimo Dutti-ის მომხმარებელმა იცის, რომ ეს პროდუქცია ღირს ამ ფასად.

ზღვის ტრენდი აქსესუარებში

MINT

ძალიან მომეწონა ეს 2ფერიანი კაბა და ყვითელი სვიტრი გვერდით რომ კიდია

ეს ფეხსაცმელი დანახვისთანავე ჩემს ვირტუალურ ვიშლისტში ჩავარდა, აუცილებლად უნდა ვიყიდო. სურათზე არ ჩანს სამწუხაროდ მთელი დიდებულებით :)

გასახდელებთან გასასვლელი კარიდორი, ძალიან მომეწონა :)

მამაკაცების კოლექცია

 

This entry was posted in FASHION and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to Massimo Dutti @TbilisiMall

  1. თაკო გვაზავა says:

    ყვითელი ბასანოჟკები რა ლამაზია, და რეპტილიის ჩანთები… ნუ ახლა ბერშკას და მასიმო დუტის ხარისხებს შორისაც ძალიან დიდი სხვაობაა, თათ :) შესაბამისად ეს ფასებზეც აისახება. აუ რა ძალიან მიხარია, რომ თბილისი მართლა ემსგავსება ევროპულ ქალაქს..

  2. Taa says:

    ხოო რა თქმა უნდა, თუმცა ბერშკას ხარისხსაც არ ვუჩივი ზოგადად
    ჯინსები და მაიკები მაქვს აშკარად შესანიშნავი ხარისხის

    თბილისისი მოლის გახსნა მართლაც ძალიან კარგია ჩვენთვის, მაგრამ მე ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიქნები როცა მანდაც გაიხსნება საბავშვო კუთხე და კვების ობიექტები :)

  3. ნინო says:

    რა კარგი რაღაცებია <3 კაბები მომეწონა ძალიან, მაგრამ ფასები წარმომიდგენია :/

  4. ნონიი says:

    მიხარია!!! ნელ-ნელა თითქმის ყველა ევროპული ბრენდი შემოდის თბილისში!!!

  5. გვანცა says:

    ბერშკაც გაიხსნა თბილისი მოლში?

  6. ზარა, მასიმო დუტი, ბერშკა, სტრადივარიუსი, ფულ & ბეარ და კიდევ რამოდენიმე სხვა ერთი ესპანური კომპანიის, ინდიტექსის ბრენდებია. ამიტომაც არის მათ შორის მსგავსება. თუმცა ყველა ეს ბრენდი გარკვეულ ბაზრის სეგმენტზეა გათვლილი. მაგალითად მასიმო დუტი უფრო Luxury ბრენდია, ზარა – შედარებით ხელმისაწვდომი ბრენდი, ბერშკა – თინეიჯერული ბრენდი და ა.შ.

    ამით განსხვავდება ინდიტექსი მისი ძირითადი კონკურენტი H&M-ისგან, რომელსაც მხოლოდ ერთი ბრენდი აქვს.

  7. Taa says:

    მე კიდევ ძალიან მიხარია ჩემი მკითხველის გააქტიურება ჩემს ბლოგზე
    მადლობა ყველას :)

    გვანცა – კი ბერშკაც გაიხსნა და დღეს დავწერ მის შესახებ

  8. თაკო გვაზავა says:

    თათა, საბავშვო კუთხე, კვების ობიექტები …და ვენტილაციააააააააააააააა, კონდიცირებაააააააააააააააა :| მემგონი გაგიჟდნენ მაგ შენობის შემქმნელები, ძალიან გაოცებული ვარ

  9. ზაქარია says:

    ერთი კვირის წინ ვიყიდე სათვალე და ბრაკი აღმოჩნდა, მივიტანე მომთხოვეს ჩეკი რომელიც ბედზე აღმომაჩნდა(რომ არ მქონოდა არ დაიბრუნებდნენ), შევთავაზე გადაცვლა, არ აღმოაჩნდათ და მითრეს რომ გამეარა პარასკევს ახალ კოლექციას როცა მიიღებდნენ (ქალაქის ცენტრიდან არის 15 კილომეტრში), ვთხოვე რომ როცა მიიღებდნენ სათვალეებს მოეტანათ ადგილზე რაზეც მიპასუხეს რომ არ აქვთ მსგავსი სერვისი და ვერ მომიტანდნენ (9 ლარი ღირს კურიერის მომსახურება), ბოლოს როგორც იქნა დამთანხმდნენ რომ მომიტანდნენ ადგილზე..
    არანაირი გაგების გრძნობა ან სინანული მათ არ გამოუხატავთ მომხდართან დაკავშირებით, ბოდიშიც არ წამოსცდენიათ..
    thats true story..

  10. ვიყავი, ვიშოპინგე, მოვიხიბლე თბილისი მოლით.

    დიდი ხანია ასეთი სიამოვნება არ მიიღია თბილისში შოპინგისგან (რის გამოც უფრო ონლაინ ვყიდულობ ხოლმე ფეხსაცმელ აქსესუარებს ძირითადად).

    დუტიში არ შევსულვარ, ვიცოდი ფასები და ამ ჯერზე არ ვიყავი მზად დასახარჯად. თუმცა უდაოთ ლამაზი და ხარისხიანი ბრენდია.

  11. nika says:

    ჩემი უსაყვარლესი ბრენდი !!!

  12. kollibri says:

    Chemiz… Ho… magram tkventam zaan magiri pasebia??? MD-Europashi “zara”s doneze aris.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>