Sweet Summer Shoes

მე მაინტერესებს:

არსებობს დედამიწაზე რაიმე ძალა რომელიც დააოკებს ქალის დაუძლეველ სურვილს ჰქონდეს მილიონობით ფეხსაცმელი გარდერობში?

ჰქონდეს მინიმუმ ყველა მოეორე ფეხსაცმელი ინტერნეტ საიტებიდან თუ სხვა რესურსებიდან?

მე მგონი რომ არ არსებობს :( რა ძალამ უნდა მაიძულოს არ მინდოდეს ეს ესპადრელები, ასეთი ლამაზი, გრილი და ხარისხიანი?

  ალბათ მიმიხვდით რაზეც ვსაუბრობ, ეს ესპადრელები უკვე ჯინსის გალერეისა და Factory_s მაღაზიების სახედ იქცა.

გუშინ სმს მომივიდა, ყველა მეორე შენაძენზე -25% ჰქონიათ ფასდაკლება და სამსახურის მერე ვეწვიე Factory_ს მაღაზიას სადაც მართლა სასიამოვნო სურპრიზები დამხვდა.

ბენსიმონების ისეთი არჩევანია, ისეთი რომ მოგინდება ერთი დიდი ჩანთა გაავსო და გამოზიდო, თანაც არა მხოლოდ ჩვენთზე არამედ კაცებზე და ბავშვებზეც იზრუნეს, პატარა ბენსიმონები ისეთი საოცრებაა რომ დანახვისთანავე გიყვარდება და ეგრევე შენს შვილს წარმოიდგენ მათში გამოწყობილს.

ვიკიკოს ეს შევურჩიე :)

ჩემთვის ესენი შევარჩიე, სამსახურშიც ჩავიცმევ ხოლმე :)

  გადახედეთ სხვა ბენსიმონებსაც, პატარების და დიდების

   მაგრამ, გარდა ბენსიმონებისა, მაღაზია დამხვდა უამრავი სიახლით გამრავალფეროვნებული, განვაგრძობ ისევ ფეხსაცმლის თემას

Wrangler_ ახალი კოლექცია

  გარდა ამისა მაქვს კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო ნიუსი, taa.ge ხდება ჯინსის გალერეის პარტნიორი და ამ ბრენდებში არსებულ  სიახლეებს ამის შემდეგ ჩემგან ყოველთვის შეიტყობთ ხოლმე.

ახლა მინდა განახოთ IO PELLE-სა და LEVI’S -ის ძალიან ლამაზი ჩანთების კოლექცია, რომლებიც ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ჯინსის გალერეისა და FACTORY-ს მაღაზიებში.

This entry was posted in FASHION and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

46 Responses to Sweet Summer Shoes

  1. MrsMarch says:

    ვაიმე რა კარგებია! აუცილებლად უნდა გავიარო!!!

    თან ფასებსაც მოვკარი თვალი და უფრო გამიმძაფრდა სურვილი…

    “არსებობს დედამიწაზე რაიმე ძალა რომელიც დააოკებს ქალის დაუძლეველ სურვილს ჰქონდეს მილიონობით ფეხსაცმელი გარდერობში?” აშკარად არ არსებობს, თორემ ეხლა იმდენი ფეხსაცმელი დამიგროვდა, ამ პოსტზე ეიფორიაში არ უნდა ვვარდებოდე :დ

  2. მაკო says:

    მე მაპატიეთ მაგრამ, კეტში 127 ლარს ვინმე მისცემთ? გულწრფელად მიპასუხეთ. რა იყო ოქროს თასმები აქვს თუ…:))))))))))

  3. Taa says:

    მაკო

    ფეხსაცმელი არის ის აქსესუარი რომელშიც უკვე 2 წელია არ ვზოგავ ფულებს
    შესაბამისად როდესაც ვიცი რომ ეს კეტი არის ხარისხიანი მე მივცემ :)

    და ნუთუ არ შეგინიშნავს რამდენ ადამიანს აცვია ბენსიმონები?
    ალბათ ყველა ხარისხზე ორიენტირებულს :)

  4. მაკო says:

    საქართველოში შემოსული პროდუქციის უმრავლესობას ხარისხსა და ფასში დიდი აცდება აქვს, ჩვენდა სამწუხაროდ

  5. Taa says:

    მაკო, აბსოლუტურად გეთანხმები
    თუმცა საბედნიეროდ ჯერ კიდევ არსებობენ ბრენდები რომლებსაც ვენდობით :)

  6. pipa says:

    ბენსიმონები წელს შEამჩნიე?ბოლო 4 წელია მთელი თBილისის თინეიჯერობას და აწი უკვ. უფროსებსაც აცვიათ))

  7. მაო says:

    პირველ და მეორე სურათზე როა ზუსტად ესეთები ვნახე ვაგზალზე დღეს … 20 ლარად :D :D :D ულამაზესები იყო და თან არც ცუდი ხარისხი ჩანდა :) ))

  8. jessy says:

    ფულებები :)

    ბენები ახალი აღმოჩენაა შენთვის?
    ისიც არ გეცოდინება, რომ ონლაინ შოფებში გაცილებით იაფია და ფაქტორის გაბერილი ფასების გადახდა არც ღირს.

  9. E says:

    20 ლარიანი ფეხსაცმელი რა ხარისხის უნდა იყოს:)
    ზედა ორ სურათზე Giamo-ს ესპანური ფეხსაცმელია და ბაზრობის ჩინურ “ტაპკებს” თუ შეადარებთ, ნება თქვენია:)

  10. :)) says:

    ონლიან შოპინგობ როგორც მახსოვს და ეგ როგრ გამოგეპარა,ბენსიმონები ბევრად იაფია საიტებზე.

  11. Taa says:

    : ))

    ეჰჰ ეგრე ონლაინ იმდენი რამე იყიდება რომ მილიონობით ულამაზესი ნივთი გამოგეპარება :)

    ბენსიმონები პირველად ვნახე შარშან “ფაქტორი” რომ გაიხსნა იქ, მანამდე მართლა არ ვიცოდი მათი არსებობა :)

    რაც შეეხება ფასებს, ხანდახან ფეხზე მორგების კომფორტის გამო გირჩევნია რაღაც თანხით მეტის გადახდა, თან ამათ კარგი ფასდაკლებები აქვთ ხოლმე

    ეხლაც რადგან 2 ცალი მინდა ჩემთვის და ვიკისთვის უკვე 25%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის და საკმაოდ კარგი ფასი გამოდის 2-ზე რომ გაანაწილო

    მითუმეტეს ვისაც ბავშვი გვყავს ყველამ ვიცით თუ რა ფასები აქვს ბავშვის ხარისხიან ფეხსაცმელს :)

  12. Toma says:

    კი არსებობს და მას ქვია რაციონალიზაცია :)
    კარგად მუშაობს ნებისმიერი შოპინგის სურვილის დასაოკებად.

  13. Taa says:

    Toma

    ვერ დაგეთანხმები ჩემივე გამოცდილებიდან გამომდინარე :)
    ერთადერთი დამაოკებელი ძალა ამ შემთხვევაში არის რამე სხვა მოტივაცია, როგორიც იყო ჩემს შემთხვევაში ახალი მანქანის ყიდვის სურვილი

    ვიყიდე მანქანა და ეგ დაოკებული სურვილი ისევ ვულკანივით გააქტიურდა ჩემში
    შედეგად კიდევ 3 ახალი ფეხსაცმელი გარდერობში :)

  14. კრეკკ says:

    არ ჩანს ფოტოები

  15. pipa says:

    bavshvistvis bensimoni maincdamainc xarisxiani fexsaცმელი ვერაა)) გვქონია და გეტყვი, ძალიან მალე ისპობა, ძირი რეზინაა და არანაირი სიმყარე)) ამიტომ ილუზია იმაზე, რომ ხარისხიანია სჯობს არ გქონდეს) კეტია რა, უბრალოდ ატაცებული, მაგას ნატურინოს, სუპერგას კეტები 100 თავით სჯობს, თუმცა როცა მაღაზიის რეკლამა გაქვს გასაკეთებელი სხვა რა გზაა))

  16. მმ, ესპადრელები ♥

  17. აუ, რამდენიმე ფეხსაცმელი როგორ მომეწონა <3 <3 ხელფასი მოვიდეს და გავივლი აუცილებლად <3 <3

  18. ყველა ბენსიმონი მინდა!

  19. აუაუაუ ჩანთებიი <3 ნეტა რა ფასებია ( არ იქნებოდა ურიგო დიაპაზონი გადაკვრით მაინც რომ იყოს ნახსენები)

  20. E says:

    რა სისულელეა:) კედის ძირი რეზინის უნდა იყოს აბა რისი? საკმაოდ გამძლეა, სხვებსაც გვქონია. ახლა ბენსიმონით ფეხბურთის თამაშს თუ აპირებთ არ ვიცი:)

  21. ჭრელი ბენსიმონები ^_^ მარა ძვირია, იყოს, საიდანმე გამოვიწერ :დ

  22. E says:

    აზრი არ აქვს გამოწერას, იგივე დაგიჯდება თუ ზუსტად ამ მოდელების გამოწერას აპირებ. ყვავილებიანი მინიმუმ 45 ევრო ღირს და იანგარიშე ახლა თავად:)

  23. ე, კედები რა საკაიფოა <3 და ყვავილიანი ბალეტკებიც ^_^ ჩანთები და ქულიანი ფეხსაცმელები ნოთ ფორ მი

  24. არ არსებობს)))

    აი ასეთ ესპადრელებს ვეძებდი და ახლა შენთან რომ ვნახე, ერთი სული მაქვს სამუშაო საათები როდის დასრულდება რომ წავიდე ვიყიდო.

  25. Lord Vader says:

    ნუ მაიჰებითზე კეტები გასეილებული იყო და 30-50 დოლარამდე ღირდა. :)
    სამწუხაროდ ერთმა ტიპმა დამასწრო და ბოლო ჩემი ზომა წყვილი ამახია :) ჯერ ბასქეთში ეგდო და არ ყიდულობდა, მარა ბოლოს იყიდა მაინც და დამტოვა ისე.

    ვრანგლერს ლივაისზე უფრო ხარისხიანი ფეხსაცმელი აქვს ბაიზივეი… ჯინსებისგან განსხვავებით :)

  26. pipa says:

    ლორდ,იბეიზე ბენსიმონებს უპრობლემოდ იპოვით 20-25$ ფარგლებში, ეხლა ველი ზუსტად) 1 სეზონის კეტებია,ძირი მალე ეცვითება, თუმცა ძალიან კომფორტული კი არის

  27. Taa says:

    ebay-ზე ბავშვის ბენსიმონები რომ დავსერჩე n0-rezult ამომიგდო
    არც ერთი არ არისო

  28. მარიამი says:

    როგორ უნდა გამოვიწერო ესენი???

  29. :)) says:

    კაცის ბენსიმონები იბეიზე ჯერ არ შემხვედრია, ქალისას იყიდი, ხშირად დებენ.
    კაცის ისევ აქ იყიდო ჯობია ლორდ.
    ბავშვისებისაც ჭირს.

  30. AnnaBelle says:

    I always use Bensimons
    I love these Keds – Nice post

  31. მაკო says:

    თაა, მეჩვენება თუ ამ ბოლო დროს დასპონსორებულ პოსტებს დებ?

  32. Taa says:

    მაკო

    გეჩვენება :) მარტო ეს არის სარეკლამო პოსტი
    სხვა არც ერთი :)

  33. მაკო says:

    რაც მეტი იქნება ასეთი მით უკეთესი. უნდა დაფასდეს ბლოგერის შრომა და რეიტინგი. წარმატებები!

  34. tuta_tuta says:

    კეტებია ერთადერთი რაშიც არასდროს მენანება ფული:)

  35. ნინუცა says:

    tuta_tuta

    აბსოლუტურად გეთანხმები
    არასოდეს ასეთი კომფორტული ფეხსაცმელი არ შეუქმნიათ როგორიც არის კედი
    და მითუმეტეს ბენსიმონი – რომლის ნაჭერი არის გრილი და კომფორტული
    ძირებიც საკმაოდ ხარისხიანი ზევით გამოთქმული მოსაზრების მიუხედავად
    შარშან ფაქტორიში ვიყიდე 2 ცალი ბენსიმონი – არც ძირი დაულპა და არც არაფერი არ მოსვლია :)

    ეხლა ველოდები ხელფასს რომ ფასდაკლების აქციით ვისარგებლო და ახალი კოლექციიდან კიდევ ერთი ვიყიდო
    ძალიან მომეწონა ეს პოსტი და გამიხარდა თაა შენი პარტნიორობა ფაქტორისტან – შენგან უცებ შევიტყობ ხოლმე სიახლეებს

  36. :)) says:

    ისე თურმე თბილისის ბენსიმონი განსხვავდება ევროპა/ამერიკაში ნაყიდისგან, საღებავი გადადის შიშველ ფეხზე/ წინდაზე, არ დავწერდი ჩემი თვალით რომ არ მენახა:(

  37. Taa says:

    ნინუცა

    მადლობა :)

    : ))

    არასოდეს მინახავს და მსმენია მსგავსი რამ
    მილიონ ჩემს მეგობარს აქვს ბენსიმონი :დ :დ :დ

    გარდა ამისა, მათთვის ვინც ბენსიმონის ფასებით იყო დაინტერესებული

    2012 წლის კოლექცია – შეგიძლიათ იხილოთ უკვე ამაზონზეც – ოღონდ ფასების შედარება არ დაგავიწყდეთ – აქ ძალიან ძვირიაო რომ გაიძახით :)

    http://www.amazon.com/Bensimon-Ballerine-Marie-Jane-Slip-On/dp/B00433IVLU/ref=sr_1_12?ie=UTF8&qid=1335595102&sr=8-12

    http://www.amazon.com/Bensimon-Ballerine-Flo-Lace-Up-Fashion/dp/B00433LY1E/ref=sr_1_6?ie=UTF8&qid=1335595357&sr=8-6

  38. :)) says:

    გადავუღებ წინდებს ფოტოს და დავდებ მერე თუ გინდა:D,ხომ არ ვტყუი არა,
    მაღაზიაში გვითხრეს (პავლოვზე) ეს იმიტომ რომ ნატურალური საღებავით იღებებაო:D

  39. Taa says:

    : ))

    რა გითხრა აბა? :) ტყუილში ვერ დაგადანაშაულებ რა თქმა უნდა
    უბრალოდ არც ერთ ჩემს ნაცნობს არ ჰქონია მსგავსი შემთხვევა

  40. ANNI says:

    ალბათ ეს კითხვა ყველა ქალს აწუხებს:D მე ჯერ ეგ ძალა ვერ აღმოვაჩინე. რომ მკითხო არასდროს არ მაქვს საკმარისი ფეხსაცმელი.
    ძალიან ლამაზი ესპადრილებია<3 რაც შეეხება ბენსიმონებს, მე შარშან ჩამოვატანინე ჩემს მეგობარს, მაშინ აქ უფრო ძვირი ღირდა. დღეს კი მემგონი აზრი არ აქვს სად იყიდი, იგივე ფასი გამოდის, თუ რა თქმა უნდა ნამდვილი ბენსიმონია. ვფიქრობ, ბენსიმონის და კიდე "პაზელკის" ყიდვა სისულელეა, ისედაც არ არის ხარისხიანი ფეხსაცმელი.

  41. კოკო says:

    ბავშვის ბენსიმონები ყველაზე პატარა ზომა რა აქვთ? 21-22 ?

  42. Taa says:

    კოკო

    მგონი 24 ზომა აქვთ ყველაზე პატარა

  43. 123456 says:

    ხო არ იცით ფერადი ბენსიმონები მაქსიმუმ რა ზომააქვთ?

  44. Taa says:

    123456

    39 ზომა შემინიშნავს, მაგრამ მაგის ზემოთ არ ვიცი ნამდვილად

  45. kaxa says:

    მე ძალიან მომწონს ყელიანი ბენსიმონები

  46. ქეთო says:

    ბენსიმონებზე ვგიჟდები !!! 2 წყვილი მაქვს:)
    ვაგზლის ბაზრობაზე ნაყიდი ბენსიმონები ვნახე, როგორც დავხედე ეგრევე მივხვდი, ხარისხი საშინელია, უხეში მატერია, ძირი ისეთი რომ გაიხდი, 1 საათი ტერფს ვერ ხრი.
    ჩვენს თავზე უნდა ვიზრუნოთ:) მე არ მსიამოვნებს უხარისხო ფეხსაცმლის ტარება, მით უმეტეს შიშველ ფეხზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>