უზარმაზარი ჭიქით მიდევს გვერდით წყალი და გწერთ ჩემს გუშინდელ გამოცდილებას.
იმის გამო რომ სამსახურის საქმეები უკვე საერთოდ აღარ მაძლევს საშუალებას მოვიცალო ჩემი თავისთვის და კანისთვის, უკვე დიდი ხანია კოსმეტოლოგთან არ ვყოფილვარ
ბოლოს სინდისმა და სარკემ ერთად რომ შემაწუხეს ხათოს (hairhaus) ვთხოვე დარჩენილიყო 7 საათის მერე და მიეხედა ჩემი სახისთვის.
მივედი და სასტიკად გავილანძღე მოუვლელი სახის კანის გამო
რაც ძალიან მომხვდა გულზე, იმიტომ რომ მეც ვხვდები რომ ასე არ უნდა “მივაგდო” სახე მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გზა არ იყო. სახე მქონდა საოცრად გასაწმენდი და საოცრად გამომშრალი – რაზეც მკითხა კიდეც ხათომ – წყლის სმასაც გადაეჩვიეო? ? ?
არა მეთქი კი ვუპასუხე მაგრამ მერე რომ დავფიქრდი გამახსენდა, რა წყალი ! რის წყალი! ბოლო 2 თვეა დილით ყავა, სამსახურში ყავა, მერე ენერჯი დრინქები, მოკლედ კოფეინზე და ენერჯიდრინქების რაღაც შემცველობაზე ვზივარ და წყლის ადგილი აღარ მრჩება აშკარად
ხოდა ამიტომ დღეს დილა დავიწყე ისევ წყლით და ამ წუთასაც დიდი ჭიქით წყალი მიდევს დღეში 1.5 ლიტრა მაინც უნდა დავლიო. I want my skin back!!!
გარდა ამისა, მე როგორც ვიცი ჩემი მკითხველებიდან ბევრი დადის ხათოსთან და მინდა მოგიყვეთ სიახლები ხათოს ცხოვრებიდან, რაც ისე მეამაყება თითქოს ჩემი სალონი იყოს. მარტში ხათო იყო წასული ისრაელში კოსმეტოლოგების საერთაშორისო ვორკშოპზე, სადაც კიდევ უფრო მეტი ცოდნა მიიღო თავის სფეროში და შესაბამისად გამოცდილებაც, მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არ არის. ყველაზე მთავარი ის არის რომ ხათოს იქ მყოფი ერთ ერთი ცნობილი კოსმეტოლოგიური კომპანიის წარმომადგენლებზე მოუხდენია საოცარი შთაბეჭდილება, მოუხიბლავს თავისი ცოდნით და პროფესიონალიზმით რასაც მოჰყვა საოცარი სურპრიზი ამ კოსმეტოლოგიური კომპანიის მხრიდან (კომპანიას ჯერ არ ვასახელებთ), დაახლოებით 2 კვირის წინ ხათომ მიიღო ამ კომპანიიდან შემოთავაზება გამხდარიყო მათი წარმომადგენელი საქართველოში, თავად ჩაარატოს ლექციები და სემინარები და იმუშაოს მათი პროდუქტებით და აპარატებით – რომლებიც ერთ ერთი საუკეთესოა დედამიწაზე დამერწმუნეთ. ამ წუთას ხდება დეტალების შეჯერება ხათოსა და იმ კომპანიას შორის და ჩემი ბლოგიდან აუცილებლად შეიტყობთ დათანხმდა თუ არა ხათო მათ წინადადებას.
და თუ დათანხმდა დამიჯერეთ ყველა სახის მოვლის მოყვარულს დიდი სურპრიზი გველოდება წინ ახალი ბრენდის შემოსვლით და ჩემს მკითხველებს კი “taa.ge-ს დღეები” ამ ახალი პროდუქტების გასაცნობად.
ბოლოსთვის კი ვიტყვი რომ დღეს ჩემი კანი სუნთქავს !!! მთელი სახით ვგრძნობ როგორ შეედინება ჟანგბადი ფორებში






არადა წყალი არ დამილევია რამდენი ხანია,თურმე რატომ მააქვს კანი გამომშრალი.დღეიდან ვიწყებ წლის სმას.
რას ამბობ, წყლის გარეშე ვერ გავძლებ… როგორც ზოგადად ადამიანი კი არა, რომლის ორგანიზმისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია, თვითონ როგორც სასმელი ყველას მირჩევნია <3
ასეთი პოსტებით შემიყვარდა ეს ბლოგი
წყლის ნაკლებობა ფერიმჭამელებსაც აჩენს
გუშინ ვიყავი მეორე პროცედურაზე – ერთი გაწმენდით ვერ გაიწმინდა სახე
დავწერ მერე ამაზეც
ჩემს მტკივნეულ თემას შეეხე, თაა. რა მჭირს, არ ვიცი. ახლახანს გავიწმინდე სახე, საკმაოდ კარგ კოსმეტოლოგთან, საკმაოდ კარგი ბრენდით, და აი გაწმენდის შემდეგ დაიწყო თუ დაიწყოო. როგორც წესი, გაწმენდიდან 1 კვირაში სახე რომ მომიშუშდება, კანი მიხდება სარკესავით, მაგრამ ახლა პირიქით, ასეთ ცუდ მდგომარეობაში ძალიან დიდი ხანია არ მქონია
( მოკლედ, i’m at a loss, არ ვიცი ეს ყველაფერი უხარისხო გაწმენდას დავაბრალო, თუუ…. თქვენ მოგსვლიათ ასე?
წყალი ზოგადად არსებობისთვის აუცილებელი სითხეა და ყველას გირჩევთ დილა საღამოს დალიოთ
სახის კანის პრობლემა არასოდეს მქონია თუმცა კიდევ ერთი რჩევის მოცემა შემიძლია
ზაფხული მოდის და ნუ მიეძალებით მზეს – მიეძალეთ წყალს !!!
მოგესალმებით, დაკვირვებით გავეცანი პოსტს
მიხარია თქვენი კანი რომ სუნთქავს და გისურვებთ კანის სასურველ შედეგამდე გაუმჯობესებას…
თუ შეიძლება ამ კოსმეტოლოგის საკონტაქტო ინფორმაცია მომაწოდოთ, საოცრად გამიფუჭდა სახის კანი და მჭირდება კარგი ხარისხიანი კოსმეტოლოგი, რომელიც შეძლებს მის გამოსწორებას.
ეკა
595 61 14 20 – ხათუნა გურეშიძე
წარმატებებს გისურვებ
სულ ვეძებ კარგ კოსმეტოლოგს
ასე მგონია მითია კარგი კოსმეტოლოგი
არავინ თქვას რომ ლუტეციები და ისი პარები ბრწყინავენ !!!
თაა ,ხათუნასთან კანის გაწმენდა რა ღირს/?/ ვერ გადავწყვიტე სად გავიწმინდო და რაღაც ეს ქალი მომწონს შენი აღწერილობიდან…:)))
თინა
როგორც მახსოვს 50-70 ლარის ფარგლებში
მაგრამ ახალი ფასები არ ვიცი