რადგან ამდენი ხნით დაგივიწყეთ და ვერაფერს ვწერ ახალს გადავწყვიტე ამ პოსტში მაინც გავაკეთო თუნდაც ბოლო 1 კვირის შემაჯამებელი აღწერა.
დავიწყებ იმით რომ თბილისის მოდის კვირეული დაიწყო და დამთავრდა კიდეც ისე რომ მხოლოდ ერთ დღეს დავესწარი – შაბათს19 მაისს, სადაც 10ა–მ ისეთი კოლექცია აჩვენა რომ საერთოდ აღარ დამწყდა გული რომ არ დავდიოდი.
ადგილი ექსტერიერის თვალსაზრისით იყო შესანიშნავად შერჩეული, მაგრამ შეხვიდოდი თუ არა შენობაში ცხოვრება აღარ გინდოდა არა თუ კოლექციის შეფასება
საშინელი სუნი და სიცხე იდგა, აუტანელი. ხალხი მარაოებით იჯდა მაგრამ მარაო იმ სუნს ვერ შველოდა სამწუხაროდ. თუმცა სამაგიეროდ ვნახე ძალიან საყვარელი ადამიანები რომლებთან ერთადაც ყოფნა ყოველთვის ძალიან მსიამოვნებდა მოდის კვირეულებზე.
მინდა ასევე მოგიყვეთ ღია ცის ქვეშ გამართული ივენთების შესახებ, როგორებიცაა “Fancy Weekends” და “Fresh Sundays”
შაბათის “Fancy Weekend” სადღაც დიდი დიღმის ბოლოში გაიმართა და თამამად შემიძლია ვთქვა ამაზე უარესი ცხოვრებაში არაფერი მინახავს, ეს იყო ჰორმონებმოჭარბებული ახალგაზრდობის თავშეყრა რომელიც შემდეგ აბსოლუტურად უმართავ მოვლენად იქცა, 3 ჩხუბი მინიმუმ და ახალგაზრები რომლებმაც ელემენტარულად ქცევის ესები არ იციან
არ იციან რისთვის უნდა იარო მსგავს ღონისძიებებზე, არ იციან რომ მუსიკა იმისთვის უკრავს რომ ისიამოვნო ან თუ ცეკვა გინდა იცეკვო. არ იციან რომ ალკოჰოლური სასმელები იმისთვის არ იყიდება რომ რქები ამოუვიდეთ
აი უმეტეს მათგანს კი იმხელა რქები გაეზარდა სულ მოკლე ხანში რომ დაცვის 6 თუ 7 წევრიც კი ვერ ამაგრებდა მათში გაღვიძებულ “ვისა ჩემი დედა ვატირე” მედიდურობას.
აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობა დაგვხვდა “Fresh Sunday”-ზე რომელიც მათე მოტორსის გვერდით “ფიჭვებში”გაიმართა. ადგილი ვფიქრობ რომ კარგად იყო შერჩეული რადგან ბუნება და ხის პატარა “სახლუკები” ძალიან თბილ გარემოს ქმნიდა. ალკოჰოლი აქაც ზღვად მოედინებოდა თუმცა მე ვერ შევნიშნე რომ ვინმეს ეჩხუბა, პირიქით აქ ზუსტად ის ხალხი იყო ვისაც ესმოდა ასეთი ღონისძიებების და მართლა ერთობოდნენ და სიამოვნებას ღებულობდნენ.



და ბოლოს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ღონისძიება რომელიც უშუალოდ ჩემი მონაწილეობით შეიქმნა და განხორციელდა.
ახალმა ნათებამ კოჯრის უნარშრზღუდულ ბავშვთა სახლს გაურემონტა 2 ოთახი და მოუწყო თერაპიის კაბინეტი, სადაც ბავშვები უნდა განვითარდნენ როგორც გონებრივად ასევე ფიზიკურად.

კედლები მოიხატა მხატვრების მიერ, რომლებსაც ვთხოვეთ სიმბოლურად “მულტიაშკა” ეკო-ნათურაც დაეხატათ კედელზე.
მიკი და მინი – პატარა ოთოს საყვარელი კედელი

ინტერვიუ ქრონიკისათვის, რომელიც გავიდა 23 მაისს 5 საათიან ქრონიკაში ბოლოსკენ, სხვათა შორის იმედმა საკმაოდ კარგად გააშუქა ღონისძიება და ძალიან კმაყოფილი დავრჩით, თან ზუსტად მოვიდნენ

ასევე ძალიან კარგად გაშუქდა ივენთი palitratv.ge -ზ, რისთვისაც მათაც და ოპერატორ ლაშას ვუხდი უდიდეს მადლობას.

მე და ნათია, კოჯრის სახლის მაცხოვრებელი. უსაყვარლესი გოგონა. ძალიან უყვარს კანფეტები.
ბ-ნი ზურა (ახალი ნათების გენერალური დირექტორი) მე და დათო (სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პიარ მენეჯერი)
მე და პეპი, ეს სურათი ვიკიკოსთვის გადავიღე

ოთო, ჩემი ახალი “ძმაკაცი”, რომელსაც ძალიან უყვარს მობილური ტელეფონები. და როგორც კი ვაძლევდი მაშინვე დედას ურეკავდა ხოლმე

ტორტი …….. გუდვილის, უგემრიელესი

რუსთავი 2 – 1 საათზე მეტი დაგვიანებით მოვიდა, ყველანი უკვე ძალიან დაღლილები ვიყავით და შესაბამისად სიუჟეტსაც დაეტყო

ესტუმრეთ კოჯრის ბავშვთა სახლს, მათ არც საჭმელი უნდათ, არც ტანსაცმელი, მათ გართობა და სითბო სჭირდებათ ჩვენგან






თათ ძალიან საყვარელი ხარ.
ვაიმე თათა, ამეტირა, ოთოზე
((( ეგ ალბათ ყველაზე მძიმე თემაა ჩემს ცხოვრებაში, მართლა. რამდენი ხანია მინდა რომ მივიდე ამ ბავშვებამდე, მაგრამ არ შემიძლია, ძალიან ცუდად ვხვდები, მინდოდა იკას გამოვყოლოდი და ვერ შევძელი. ძალიან კარგი საქმე გააკეთეთ.
რაც შეეხება Fეშენ უიქს, მართლა სასოწარკვეთილება შეგიპყრობს ადამიანს მაგათ რომ შეხედავ, უკვე ვგრძნობ, რომ ჩვენთან ეგ სფერო დიდი ხნით უიმედოა და ჯობია ტაიმ აუტი ავიღოთ სანამ ბოლომდე ჩავფლავებულვართ
თათააა პოსტები ხშირად წერე რააა.. <3
:-*
წავიკითხე ბოლომდე, არ დავღლილვარ არ მომბეზრებია.
საინტერესო პოსტია, ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქართულ ენოვან ჟურნალებს რაცააქვთ , არაა წასაკითხად საინტერესო. რასაც ვერ ვიტყოდი ამ პოსტზე,
თათა ბრავო. მართლა კარგად წერ!!!
დიდი მადლობა ყველას,
თენგო, მეც მინდა რომ ხშირად ვწერო, მაგრამ როგორც ზევით დაინახავდი უფრო სასარგებლო საქმით ვარ ხოლმე დაკავებული
და იმედს ვიტოვებ რომ ამ ყველაფრის გამო მაპატიებთ
თამარაჩკა
შენი შეფასება აშკარად მნიშვნელოვანია
უდიდესი მადლობა
რა გეცვა ფეშენ ვიქზე?
: ))
იისფერი მოკლე იუბკა რომ მაქვს, ბეჟი მაიკა წინ რაღაც პრინტით და ზარას “სთადედ” ფეხსაცმელი რომ მაქვს ის
საინტერესო მოთხრობასავით წავიკითხე