ვიკი 3 წლისაა

19 ივნისს დილით ადრე გაღვიძებულ ვიკიკოს სახლში სურპრიზი ელოდა. სახლი იყო ბუშტებითა და Happy Birthday დროშებით მორთული, მაგიდაზე იდო ლამაზი მრგვალი კექსი ანთებული 3 სანთლით, მამიდას და ბებიას საჩუქრები. ძალიან ძალიან გაუხარდა. დილა ძალიან ლამაზად დაიწყო.

  შუადღეზე სამსახურში ვზივარ ვმუშაობ და ვიღაც კაცმა მიკითხა, რომ გავედი ხელში გუდვილის პარკით შეფუთული საჩუქარი ეჭირა, გუდვილი ულოცავს თავის პატარა ერთგულ მომხმარებელს დაბადების დღესო. სრული შოკი იყო არა ჩემთვის არამედ ჩემი თანამშრომლებისთვისაც და მოგვიანებით ოჯახის წევრებისთვისაც. დიდი მადლობა ნატო დარჩიაშვილს ყურადღებისათვის. გუდვილის საჩუქარი იყო პატარა თოჯინა (რომელიც დღეს უკვე ბაღშიც წაიყვანა ვიკიკომ და დეაკო დაარქვა) რომელსაც მოყვებოდა უამრავი თავის მოვლის საშუალება. ასე რომ ამ საჩუქრის გახსნისას მეც და ვიკიმაც ძალიან ვიხალისეთ :)

  საღამოს 6-სკენ გავემართეთ დაბადების დღის ცენტრისკენ. ვიკიკოს ვარცხნილობაზე იზრუნა ბაღის მასწავლებელმა ანამ :)

  დაბადების დღის ცენტრში ცოტა პატარა სასრიალო იყო მაგრამ ბავშვები მაინც უზომოდ გაერთნენ. სასრიალო და ბურთები მგონი ყველა ბავშვს უყვარს ამ ქვეყანაზე

მერე დაიწყო გასართობი პროგრამა, DJ ბექა საკმაოდ კარგად ართობდა ბავშვებს, დაქირავებული გვყავდა 4 მულტფილმის გმირი ვიკას თხოვნით – მიკი მაუსი, მინი მაუსი, სპანჯბობი და ბომბორა

სამწუხაროდ ფოტოგრაფის დაქირავება დამავიწყდა და ჩვენით გადაღებული სურათები არც ისე ხარისხიანია. მოდების ჩვენება იყო საოცრება მაგრამ მოძრაობაში გადაღებული სურათები საერთოდ უვარგისი გამოდგა რომ აქ დამედო :(

დედიკოებიც კარგად გავერთეთ

და ბოლოს ტორტის გაჭრა. ტორტზე ვიკიმ მოითხოვა რომ ასევე მიკი მაუსი და მინი მაუსი დამიხატეთო.

This entry was posted in პირადი. Bookmark the permalink.

9 Responses to ვიკი 3 წლისაა

  1. გვანცა says:

    რა მაგარი ბავშვია, აი საოცრება მართლა… :) )) ბეიბი ფართები ხომ ძააან მაგარია ხოლმე, მაგათი მხიარულება და ჟრიამული<3

  2. Any says:

    ყველაზე ლამაზი ოქროსფერ თმიანი გოგოშკა გყავს ♥
    გილოცავ თაა კიდევ ერთხელ ♥♥♥

  3. ეკა says:

    საყვარელიააააააა :)

  4. ვუუუუ ვიკიკო <3

  5. თათ, გასაკვირი არ იქნება შენს ვიკიკოს და შენ ბევრი ფანი ყავს მეთქი და მათ შორის მეც <3 ვულოცავ ლამაზ, ბედნიერ, ხალისიან ცხოვრებას ვულოცავ <3

  6. Taa says:

    უდიდესი მადლობები გოგონებო

  7. სოფიო says:

    ვულოცავ ვიკის!!!
    ძალიან კარგად გამოიყურები, მაგრამ, იუბილარი უფრო ლამაზია. :*

    პ.ს.ეს “სპანჯბობი” რას ჰგაააავს!!!

    და შენს კაბას როგორ უყურებს! :D

  8. MrsMarch says:

    ძალიან საყვარელია : ) ვულოცავ მოგვიანებით^_^

  9. ვეკო says:

    ვიკი, გილოცავ დაბადების დღეს.

    არა რაა, ეს ივნისი და 20 რიცხვის +/- 1 დღე ძალიან ბედნიერი რიცხვები ყოფილა : )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>