Mary Katrantzou უკვე წელიწადია ჩემთვის უსაყვარლესი დიზაინერი გახდა, ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები მის კოლექციებს. მიყვარს მისი ფერები, პრინტები, ფორმები.
Mary Katrantzou ბერძენი დიზაინერია, მაგრამ საბერძნეთში არ მოღვაწეობს, ის ამჟამად ლონდონს ალამაზებს თავისი ხელოვნებით. გარდა ინტერიერის დეტალებისა, Mary_მ სამოსზე გადაიტანა ბუნება, ამინდი და ამჯერად ელეგანტური სუფრის ხედებიც. დარწმუნებული ვარ ბიჭოლას არ ესიამოვნებოდა კოვზების დანახვა Mary_ს კაბებზე, მაგრამ ერთ ერთი წინა პოსტიდან მახსოვს რომ არც ის კოვზები იყო ბიჭოლას იდეა, ამიტომ სხვა რარა დარჩენია თავადაც დატკბეს ამ ხელოვნების ნიმუშებით.
2012 წლის ზაფხულის კოლექციის შედევრები შეგიძლიათ taa.ge-ს ფეისბუქის გვერდზე ნახოთ, ხოლო 2012 წლის შემოდგომის კოლექციას კი აქ გთავაზობთ:

ესეც კოვზები
საკმაოდ ესთეტიურად გამოიყურება ძონძებზე ჩამოკიდებული კოვზებისგან განსხვავებით
(მე მაპატიეთ :დ)

თუ არ მოგბეზრდათ პეპლუმი – საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტილება

ამ სურათზე ვერ ვაქებ ფეხსაცმელს და მაკიაჟს. კაბა საუცხოოა



ცოტა უფრო ღია ფერის მოდელს მგონია რომ ეს კაბა უფრო მოუხდებოდა


გახსოვთ საბეჭდი მანქანები?

საუცხოო ფერებია, ერთ ერთი ჩემი ფავორიტი ამ კოლექციიდან



ლაბირინთი

შემოქმედი






ძალიან მომეწონა მარის ნახელავი, რა ლამაზია და ე.წ. “უცხო”