Dream About 60′s

http://3.bp.blogspot.com/-IP1Fa5GDh00/TywYDHjdtoI/AAAAAAAAByE/GTiR1RAN_G4/s400/tumblr_laxblyZxz91qdfdhao1_500.jpg

დიდი ხანია მინდოდა 60-იანების შესახებ დამეწერა, მაგრამ რატომღაც ვერ მოვაბი თავი. მაგრამ აი შთაგონებაც მოვიდა …

ერთ კვირაზე მეტია ახალი ჰობი მაქვს ცხოვრებაში, ძველი შავ-თეთრი ფილმების ყურება :) 1938 წელს გადაღებულებიდან დავიწყე და უკვე 10-12 ფილმი მაქვს ნანახი. მიუხედავად შავ-თეთრობისა, ბევრი მათგანი ძალიან ძალიან საინტერესოა არა მარტო შინაარსით არამედ იმითაც რომ თვალნათლივ არწერს მაშინდელ საზოგადოებაზე და ხედავ თუ რამხელა განსხვავებაა დღევანდელ და მაშინდელ საზოგადოებას შორის. სწორედ ამ ფილმებმა გამახსენა რომ 60-იანების მოდის შესახებ არ დამიწერია დიდი ხანია და აი ეს პოსტიც გამოცხვა :)  

60-იანი წლები მოდაში ამბიციებისა და რევოლუციების წლებად ითვლება, უამრავი ახალი დიზაინერი გამოჩნდა მოედანზე, რომლებიც ცდილობდნენ არა თავად მორგებოდნენ საზოგადოებას და მათ მოთხოვნილებას – არამედ პირიქით საზოგადოების დამორჩილებას ცდილობდნენ თავიანთი ნამუშევრებისადმი.

გარდა ამისა როკ მუსიკა, ნარკოტიკები და სექსუალური თავისუფლება ამ პერიოდს კუდევ უფრო მეტ “განსაკუთრებულობას” მატებდა. ეს ის პერიოდია როდესაც გაჩნდა “მინი იუბკა” , რომლის მოგონებაზეც  Mary Quant  და André Courrèges ედავებოდნენ ერთმანეთს, მინი გახდა ათწლეულის სიმბოლო და ამიტომ ეს ორივე დიზაინერი არ თმობდა მომგონებლის ტიტულს.

Yves Saint Laurent– იწყებს სამოსში გეომეტრიული ფიგურების გამოყენებას, Paco Rabanne – მეტალის გამოყენებას. საცურაო კოსტუმები ბიკინის სიდიდემდე დავიდა თითქმის, ისეთი მოდელები როგორებიც იყვნენ Twiggy და სხვანი, ხდებიან ამ პერიოდის სილამაზისა და სტილის სიმბოლოები.

http://2.bp.blogspot.com/-Gmqwpii1_x0/TywasCKuQ2I/AAAAAAAAByc/rHfwJFdVdqU/s640/Twiggy.jpg დეკადის გარდერობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები გახდა: მინი კაბა, როლინგი, მოტკეცილი შარვლები, ფერადი კოლგოტები და ფერადი გეტრები მუხლებამდე. უდიდესი სათვალეები და ბერეტები და ჩექმები.

http://1.bp.blogspot.com/-YNMwnW3Spmg/TywYqMU00uI/AAAAAAAAByM/TSTo6WoEHtY/s640/60s-Fashion.jpg

მაკიაჟი გახდა უფრო გამოკვეთილი, უზარმაზარი ატუშული ხელოვნური წამწამები, ფერადი თვალის ჩრდილები, ფორთოხლისფერი და ვარდისფერი პომადები. თმის მოვლის ბაზარზე გამოჩნდა ბრენდი Vidal Sassoon.

http://2.bp.blogspot.com/-9HBuwbTnsOk/TywiimkA5gI/AAAAAAAABy0/1ENbIkRAkh0/s640/Jackie+Kennedy.jpg

დიზაინერები:

Mary Quant, Yves Saint Laurent, Paco Rabanne, Emanuel Ungaro, Karl Lagerfeld, Marc Bohan, Guy Laroche, Sonia Rykiel, André Courrèges

მოდელები და სტილის სიმბოლოები:

Jane Fonda, Twiggy, Julie Christie, Françoise Hardy, Jean Seberg, Nancy Sinatra, Mia Farrow, Edie Sedgwick, Diana Rigg, Brigitte Bardot, Jacqueline Kennedy

http://2.bp.blogspot.com/-zpOoQCh-zbo/TywcYBCIHRI/AAAAAAAAByk/OoNK0BaKYRE/s640/Aliki+Vougiouklaki.jpg

This entry was posted in FASHION. Bookmark the permalink.

2 Responses to Dream About 60′s

  1. Kate says:

    და რა თქმა უნდა – ჯეინ ბირკინი, რომელიც რატომღაც არ არის ჩამონათვალში. არადა სურათი დევს.
    არადა ზუსტად ჯეინია “საკუთარი” ჩანთის ფუძემდებელი

  2. Lord Vader says:

    რათქმაუნდა კურეჟი :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>