ჯერ კიდევ ჩასვლის დღეს დავგეგმე დეტალურად ჩემი დაბადების დღე 🙂 და რა თქმა უნდა ასევე დეტალურად შევასრულეთ …
მაღვიძარამ 8 საათზე გაგვაღვიძა, ჩავედით საუზმეზე პირველად აქ ყოფნის მანძილზე. საუზმე იყო უგემრიელესი და ძალიან ბევრი, მაგრამ ყავა ჰქონდათ კატასტროფული 🙁
საუზმის მერე ამოვედით, ჩავიცვით საცურაო კოსტუმები და ზუსტად დილის 9 საათზე სასტუმროსთან ავტობუსი გველოდა რომელსაც ყოველ დილით დაჰყავდა სტუმრები პლაჟზე. პლაჟამდე დაახლოებით 10-15 წუთი ვიარეთ ავტობუსით, იქ შესვლა იყო ფასიანი, მაგრამ ძალიან იაფი ღირდა. როგორც კი შევედით პლაჟის ტეროტორიაზე ისე დაცხა დილის 10-ის წუთებზე რომ გაოცებული დავრჩით, აქამდე ასეთი სიცხე თვით უდაბნოშიც კი არ გვეგრძნო.
ბევრი ვიცურავეთ, ბევრი ვირუჯავეთ, დიმამ წყალქვეშ ვიდეოები გადაიღო რადგან ძალიან უცნაური თევზებიც დაცურავდნენ იქვე ნაპირთან. ვიღაც ბაქოელი ტიპიც გავიცანით, ბიზნეს თრიპზე იყო და გვეპატიჟებოდა აუცილებლად ჩამოდით ბაქოში ამ ზაფხულსო. ტელეფონიც ჩაგვაწერინა, სასტუმროები ძალიან ძვირი ღირსო და თუ ჩამოხვალთ სახლს გაქირავებინებთ ყველანაირი კომფორტითო 🙂 მერე 1 საათზე ისევ მოგვაკითხა ავტობუსმა და წამოვედით სასტუმროში.
1 დღის ნარუჯი:
დღის მეორე ნახევრის გეგმა ასეთი იყო: Birthday shopping და საღამოს სადმე აღნიშვნა. რადგან დუბაი მოლში ნამყოფი ვიყავით და თანაც ბოლო დღესაც მანდვე მივდიოდით გადავწყვიტეთ ამჯერად Mall of Emirates -ში წავსულიყავით.
არც იქ გველოდა ნაკლები სიამოვნება სიმართლე რომ გითხრათ 🙂
“SKI DUBAI” – დუბაის ერთ ერთი საოცრება სწორედ ამ ადგილას არის გაკეთებული. დაახლოებით 4-5 სართულიანი სახლის სიმაღლიდან ეშვები, მგონი მეტი მაღალი არ იქნება ტრასები, მაგრამ რომ შედიხარ შიგნით, ბილეთის ღირებულებაში შედის თბილი ტანსაცმელი, კანატკა, თხილამურები. იქვე არის 3-4 ნომრიანი სასტუმრო შიგნით მაგ ტერიტორიაზე, არის ციგებისთვის მიხვეულ მიხვეული პატარა ტრასები ბავშვებისათვის და რაღაც საქანელები რომლებზეც ციგებია მობმული. მოკლედ ნამდვილი საოცრება ადამიანის მიერ შექმნილი. სიმართლე გითხრათ შოკირებული და გაოცებული დავრჩი – ვიცოდი ამ ადგილის შესახებ, მაგრამ მათლად ამხელა რაღაცას არ ველოდი 🙂
იქვე იაპონურ რესტორანში ვისადილეთ. ამ მოლში არსად არ არის მოსაწევი ადგილები, არც ერთ კაფეში და არც არსად, მხოლოდ პარკინგზე თუ გახვალ მოსაწევად 🙂 მაგრამ მომსახურება აქაც არაჩვეულებრივი როგორც ყველგან.
მერე დავიწყეთ სადაბადებისდღეო შოპინგი, დიმას სუპერ-დუპერ საჩუქრები:
და კაბა დაბადების დღის საღამოსთვის
დაახლოებით საღამოს 9 საათისკენ ვიგრძენით, რომ ვიყავით უზომოდ დაღლილები და წამოვედით მეტროთი ჩვენი სასტუმროსკენ. ამათი მეტრო ძალიან მომწონს, სულ აუთდორ გზები აქვთ და მგზავრობისას მთელს ქალაქს ხედავ.
მეტროს სადგური გარედან, ყველა ასე გამოიყურება 🙂
და მეტროს სადგურები შიგნიდან
ჩემი სკელეტონები 🙂 ძალიან მიყვარს ეს მაიკა <3
გზა მეტროდან ჩვენს სასტუმრომდე არის ზუსტად 3 წუთის 🙂 ძალიან კარგად განათებული და დასასვენებელი ადგილებით. აქ ხალხი საღამოობით გაზონებზე ისვენებს ხოლმე ოჯახებით
And finally… My birthday evening @Eurasia Club
გილოცავ თაა, შენი თრიფებიდან რაც მიკვირს ხოლმე ისაა, რომ ყოველთვის უზომოდ გადატვირთული გაქვს დღის განრიგი, უფრო სწორად კი დროს უქმად არ ხარჯავ და სულ სადღაც ხარ :დ
თათა შენ ხარ ძალიან ძალიან კარგი:* დიდი მადლობა საჩუქრისთვის, დავუმკვიდრე ღირსეული ადგილი ჩემს კოლექციაში
ეთო – გაიხარე, მიხარია რომ მოგეწონა
მართლა გულით შეგირჩიე, 3 დღე ვეძებდი შესაფერისს 🙂
გილოცავ დაბ დღეს,რა გეტყობა რომ ბავშვი გააჩინე,რა კარგ ფორმაში ხარ,თუ საიდუმლო არ არის სტრიები არ გაგიჩნდა ორსულობისას?მე წონა დავიბრუნე მაგრამ ეს სტრიები ვერ მოვიშორე:@
ნინო
ნინო, დიდი მადლობა
არა სტრია არც ერთი ცალი, სულ მთლიანად 10 კგ მქონდა მხოლოდ ორსულობისას მომატებული
და თან ყველა დაბანის მერე ჯონსონის ზეთს ვისვამდი რომ კანს ელასტიურობა შეენარჩუნებინა
ძალიან მაგარ ფორმაში ხარ ♥
რა კარგად დაგისვენიათ 🙂 ♥
თათ, რა ფოტოაპარატი გაქვთ? უუუუუმაგრესი სურათებია ♥♥
არაჩვეულებრივი დაბადების დღე გქონია
ძალიან ლამაზი ხარ და სითბოს, ენერგიას და საოცარ მუხტს ასხივებ
გილოცავ მოგვიანებით, სულ ასეთი სურპრიზებით სავსე დაბადების დღეები გქონოდეს
Any
ძალიან დიდი მადლობა 🙂
ფოტოაპარატი Cannon 60D
თა რა მაგარ ტანზე ხარ <3
სუპერ გოგო
მოგვიანებით გილოცავ დაბადების დღეს :*
ჰეფი ჰეფი და არაჩეულებრივი საჩუქარია, მართლაც, საკუთარი თავისთვის 😉
დიდი მადლობა ყველას :)))))))))))))))))
რა საყვარლად ძინამს 🙂
და გილოცავ დაგვიანებით. ჰეფიბერსდი!
lord
იმ ბებოს გულისხმობ მეორე სურათზე?
მადლობა მოლოცვისთვის
ჰო, რავი ბებოა თუ ვინცაა 🙂 დაღლილია… 🙂
თათა, შენი ბლოგის ერთგულ მკითხველს შენი დახმარება სჭირდება 🙂 თუ შეგიძლია რამდენიმე წუთი დამითმო, შემეხმიანე 🙂 წინასწარ დიდიი, უ-დიდესი მადლობა 🙂
სამწუხაროდ, როგორც ჩანს არა 🙁
ნინო გამარჯობა
კომენტარში მითითებულ მეილზე მოგწერეთ 🙂
შეგიძლიათ მეკონტაქტოთ მეილებით ნებისმიერ დროს