TOPSHOP, Miss Selfridge @Tbilisi Mall

სიმართლე გითხრათ, რომ ჩამოვედი თბილისი,  დუბაის შემდეგ ძალიან უღიმღამოდ მეჩვენა (მე მაპატიეთ), მეგონა რომ მიუხედავად 5 დღიანი უმოკლესი (მაგრამ დაუვიწყარი) თრიფისა მაინც ადაპტირება დამჭირდებოდა აქაურობასთან.

მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ ასე არ მოხდა და 1 დეკემბერს თბილისი მოლში მიმდინარე საინტერესო ამბებმა, უცებ დამაბრუნა რეალობაში და გამახსენა რომ მე მიყვარს ეს ქალაქი და აქაც მაქვს საყვარელი ადგილები სადაც ყოველთვის სიამოვნებით ვატარებ ხოლმე დროს.

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07526.jpg?w=620

ტოპშოპი თბილისი მოლში ზუსტად ჩემი წასვლის დღეს გახსნეს, არადა ეს ზუსტად ის ბრენდი იყო რომელსაც ყველაზე მეტად ველოდი თბილისი მოლში. TOPSHOP-ს და  Miss Selfridge-ს, მაგრამ სანაცვლოს ჩამოვედი თუ არა მეორე დღესვე ვესტუმრე და დავტკბი კოლექციებით. ტოპშოპისად და მის სელფრიჯის მაღაზიებს დუბაიშიც ვესტუმრე და რომ ცამოვედი გამიხარდა როცა დავინახე რომ აქაც ბევრი იგივე სამოსი დამხვდა, ანუ უახლესი კოლექციიდან.

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07525.jpg?w=620

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07528.jpg?resize=616%2C508

მოდის სამყაროში TOPSHOP და TOPMAN კვლავ რჩება ფავორიტად, როგორც ლონდონის მთავარი ქუჩის სტილის განმსაზღვრელი და ლონდონის მოდის კვირეულის წარმომადგენელი, რომელიც ყოველი ახალი სეზონისთვის  სთავაზობს მომხმარებელს  მოდის პოპულარულ ტენდენციებს. ეს ყველაფერი დუბაიშიც ვიგრძენი, ხალხი ირეოდა ბუზებივით, ძლივს მოვახერხე ჩემთვის შარვლისა და ქვედაბოლოს ყიდვა.

და მაინც, ვინც არ ყოფილხართ 1 დეკემბერს მოლში ალბათ გაინტერესებთ რა იყო ასეთი საინტერესო, ხოდა მოგიყვებით:

პირველ რიგში თმის სპეციალისტი (ჩანჩიკა) და მანიკურის პეციალისტები, რომლებიც ტოპშოპის შესასვლელში იდგნენ და ყველას სთავაზობდნენ თავიანთ მომსახურებას უფასოდ. რა თქმა უნდა მეც ვისარგებლე მათი შემოთავაზებით

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07531.jpg?resize=473%2C631

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07534.jpg?resize=463%2C631

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07535.jpg?w=620

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07545.jpg?resize=620%2C516

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07546.jpg?resize=620%2C620

კიდევ ამ დღეს მომხმარებლისთვის იყო მომზადებული არაერთი სურპრიზი:

1 და 2 დეკემბერს გამოცხადდა 10%-იანი ფასდაკლება TOPSHOP და TOPMAN-ის   კოლექციაზე;

პირველი 300 მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს ბრენდირებულ ჩანთას;

მოეწყო ფოტოსესია, სადაც მოხდა 300 ლარიანი ვაუჩერის გათამაშება;

მომხმარებელს უფასოდ ემსახურებოდნენ საუკეთესო სტილისტები და მანიკურის სპეციალისტები;

და ეს ყველაფერი არაჩვეულებრივი ფურშეტითა და DJ -ის მუსიკალური გაფორმებით.

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07550.jpg?w=620

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07552.jpg?w=620https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07555.jpg?w=620

Topshop-ის სრულიად შემოვლისა და ყველაფერში გარკვევის შემდეგ გადავინაცვლე მეორე სართულზე Miss Selfridge-ის მაღაზიაში.  ეს მაღაზია სელფრიჯების ცნობილი ბრიტანული ბრენდის ნაწილია, რომელიც ცალკე ხაზად 1966 წელს შეიქმნა. ძირითადად წვეულებებზე ჩასაცმელ სამოსზე ორიენტირებული ბრენდია და კაბების უდიდესი არჩევანი აქვთ ხოლმე.

Miss Selfridge -ის შესასვლელთან სპეციალურად მოწყობილ მაგიდებთან მაკიაჟს უკეთებდნენ მომხმარებელს, მაგრამ სამწუხაროდ ამდენი დრო აღარ მქონდა და ვეღარ დავრჩი.

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07569.jpg?resize=596%2C631

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07574.jpg?w=620

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07557.jpg?w=620

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07562.jpg?w=620

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07580.jpg?w=620https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07582.jpg?w=620https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07583.jpg?w=620

და ბოლოს ჩემი Christmas Wishlist ამ ბრენდის სამოსისგან

 პერაგი ქვებით მოლამაზებული საყელოთი

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07566.jpg?w=620

ეს საუცხოო სვიტრები

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07585.jpg?w=620

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07579.jpg?resize=530%2C631

და ტოპი ბაროკოს სტილში

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/DSC07577.jpg?w=620

Comments

comments

10 thoughts on “TOPSHOP, Miss Selfridge @Tbilisi Mall

  1. sophie says:

    თაა, ძალიან მიყვარს შენი პოსტების კითხვა <3 ჩემთვის კიდევ აღმოჩენა იყო თბილისი მოლში desigual , დღემდე შეყვარებული ვარ <3. მოლში არსებულ მაღაზიებში კოლექციიდან რაღაც მაინც მეორდება , ეს კიდევ სრულიად განსხვავებული სტილი რომ შემომეფეთა გულს საოცრად ესიამოვნა, თან რაღაც ჰენდმეიდი დეტალებიც აქვს ზოგს

  2. Taa says:

    სალო

    მეც ძალიან მომეწონა 🙂
    ისეთი ამაყი დავდიოდი აქეთ იქეთ არ იცი :)))))))))

    სოფი

    მაგის შესახებ იმიტომ არ დამიწერია რომ მეც არ მინახავს ჯერ
    ვგიჟდები მაგ ბრენდზე

    მადლობა რომ კითხულობ ჩემს ბლოგს

  3. სალი says:

    თაა, თმა გაქვს არაჩვეულებრივად და საერთოდაც ძალიან კუკალკა ხარ 🙂

    იმ სვიტრების ფასები დაწერე რა რაც შენს ქრისთმას ლისტშია 🙂

  4. Amagazine says:

    “თბილისი მოლში მიმდინარე საინტერესო ამბებმა, უცებ დამაბრუნა რეალობაში”-შოფინგს და მაღაზიებს ნამდვილად დიდი ძალა აქვთ:)))) ცუდი განწყობაზე თუ ვარ ერთ-ერთი კარგი თერაპია ეგ არის:)

  5. ჯუნა says:

    თათა თუ გაქვს ინფორმაცია ფასდაკლებები როდის იწყება თბილისი მოლში?

  6. ეკატერინე says:

    ძალიან სასიამოვნო ადამიანი ხართ თაა 🙂
    საინტერესოდ წერთ
    მეც ვიყავი გასხნაზე და მეც დიდი სიამოვნება მივიღე

  7. Vera says:

    თათა, გელით Miss Selfridge-ში და იმედია შენი Christmas wishlist-ი რეალობად იქცევა:)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *