
ალბათ ძალიან ბევრ თქვენგანს უყვარს გარდერობის ეს თბილი, კომფორტული და ღუნღულა ნივთი?
მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არ ვიყენებ ხშირად, სიყვარულით მართლაც ძალიან მიყვარს. თბილი ჟაკეტი ის ნივთია, რომლითაც შეგიძლია არა მხოლოდ თბილად და კომფორტულად იგრძნოთ თავი ცივ ამინდებში, არამედ ასევე საკმაოდ მოდური და საინტერესო აუთფიტები შექმნათ.
გადახედეთ სურათებს და დამიტოვეთ თქვენი მისაზრება კომენტარებში, მოგწონთ და იყენებთ თუ არა ჟაკეტებს და გამიზიარეთ თქვენი სურათებიც.

რაც შეეხება თბილი ჟაკეტის შეხამებას სხვადასხვა ნივთებთან, გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ ხერხებს: სკინი ჯინსები, ლეგინსები, კაბა, ფანქარი ქვედაბოლო – ყველა უხდება ამ თბილ ჟაკეტებს. თუ სამოსის ქვედა ნაწილი მუქ ფერებში გაქვთ, მაშინ უფრო საინტერესოდ გამოიყურება გაცილებით კაშკაშა “oversize” ჟაკეტი, სულაც ფერადი ან სხვადასხვა პრინტით.
თუ ჟაკეტის შიგნითა და ქვედა ნაწილი არის გაცილებით ღია ფერებში ან ფერადი, მაშინ ერთი ფერის შედარებით მუქი statement ჟაკეტი ზედგამოჭრილია მათთან შესახამებლად.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ გინდათ რომ ქალური აღმაგობა დაკარგოთ, სქელ ჯაკეტში გახვეულებმა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქამრები.


*** CELEBRITIES









*** In Tbilisi













my best friends…:)
თბილი რუნღულა ჟაკეტები ყველას მეგობარია
არ არსებობს ადამიანი, ვის გარდერობშიც ერთი ასეთი ნივთი მაინც არ მოიძებნება. ჩემთვის თბილის გრძელი ჟაკეტი ყოველთვის კომფორტთან და სითბოსთან ასოცირდება.