Nicole Warne: Self-Styled Queen

არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვების აღფრთოვანებას იწვევენ და სხვებისთვის შთაგონებისა და მიბაძვის წყარო ხდებიან ხოლმე.

მე ძალიან მიყვარს Fashion Blog-ების კითხვა თავისუფალ დროს, როგორც ქართველების ასევე უცხოური ბლოგების, განსაკუთრებით ესპანელ ბლოგერებს ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა მყავს რამდენიმე ძალიან საყვარელი არაესპანელი ბლოგერიც.

კიარა ფერანიზე (Chiara Ferragni) არ მინდოდა პოსტის დაწერა რადგან კიარას ისედაც თითქმის ყველა იცნობს ვისაც მოდა აინტერესებს, ასევე ძალიან ბევრი ადამიანისათვის არის ნაცნობი ჩემი მეორე უსაყვარლესი ავსტრალიელი ბლოგერი Nicole Warne – რომელსაც ვუძღვნი დღევანდელ პოსტს და მინდა მის შესახებ გაიგოს რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა.

Nicole Warne 9

   ერთ დროს არაფრით გამორჩეული გოგონა დღესდღეიდობით მთელი ავტრალიის მასშტაბით უცნობილესი IT GIRL-ია და Fashion Icon-ი.

   ეს ყველაფერი 2009 წელს დაიწყო, როდესაც ნიკოლმა განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიაქცია თავის გარდერობს და გადაწყვეტილებით რომ “Brighter is Better”  და რომ ვინტაჟი ზოგადად და Nicki Minaj-ის პომადა არიან მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები შეუდგა ბლოგის წერას.

Nicole Warne Nicole Warne 3

  ეს ის პერიოდია, როდესაც Fashion Blogger-ები კანტიკუნტად არსებობდნენ დედამიწის ზურგზე და ყველა მათგანი დამწყები იყო, მხოლოდ 100-200 ერთგული მკითხველით.

   ნიკოლის ბლოგი ნელ ნელა გადაიქცა Gary Pepper Vintage – მაღაზიად, ხოლო მაღაზია თავის თავად კი ერთგვარ ონლაინ სტაილ ბიბლიად უამრავი მიმდევარისათვის.

Nicole Warne 11 Nicole Warne 2

დღეს უკვე ეს გოგონა არის სტუმარი უამრავი მოდური ჩვენებების, მასპინძელი ბევრი ბრენდის ივენთის და ზოგიერთი მოდური მაღაზიის სარეკლამო სახეც კი.

   ნიკოლის სტილი ხშირად გამხდარა განხილვის საგანი და უმრავლესობამ აღიარა რომ ხშირ შემთხვევაში ნიკოლი არის ეკლექტიკური, მაგრამ ყოველთვის ქალური და მომხიბვლელი.

Nicole Warne 6

Nicole Warne 5 Nicole Warne 4

 

This entry was posted in FASHION and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to Nicole Warne: Self-Styled Queen

  1. თაკო გვაზავა says:

    ძალიან მაგარი გოგოა, სუპერ სტილით… თან ძალიან ლამაზია ყველაფერთან ერთად..

  2. anny says:

    ძალიან გემოვნებიანი გოგოა,სუპერ . ზოგიერთ უცხოელ ბლოგერს რომ ვუყურებ მერიდება მოდასთან დავაკავშირო :)

  3. ენთ says:

    კი არავინ იტყვით რა კარგი მანქანააო :შ

  4. Lord Vader says:

    და არვინ იტყვის, ფეხები აქვს ცოტა მორკალულიო

  5. თაკო გვაზავა says:

    ლორდ, ხუმრობ, იმედი მაქვს…?

  6. Taa says:

    ლორდ,

    ეგ ხო იცი რაც არის
    თანამედროვე ფეშენ–ბლოგერული დგომის სტილი :)
    AKA – ვღუნავთ ყველანაირ ფეხებს :)

  7. Lord Vader says:

    დამაინტერესა და სხვა სურათებიც ვნახე :)
    აზიური წარმოშობა აქვს როგორც ვხვდები და რა გასაკვირია. ახასიათებთ ეგ ანატომიური თავისებურება.

    გემოვნება და რამე მშვენიერი აქვს.

  8. Taa says:

    თუ კარგად მახსოვს იაპონელია

  9. მომწონს! ძალიან მომწონს <3

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>