Desigual @Tbilisi Mall

Welcome to the world of colors and prints...

logo_DSGLმხოლოდ ერთი ნაბიჯი და ფერებისა და პრინტების სიუხვეს რაღაც სხვა, ჯადოსნურ სამყაროში გადაჰყავხარ.

Desigual – მართლაც ნამდვილი ესპანეთია, მზით გამთბარი, ზღვასავით ლაჟვარდოვანი, ესპანელი ქალებივით ეშხიანი და ესპანელი კაცებივით მიმზიდველი.

ყველა სამოსს, დეტალს თუ აქსესუარს არნახული ენერგია დაჰყვება, თუმცა ამავდროულად თითოეული მათგანი საოცრად ჯიუტი, კაპრიზული და მომთხოვნია. მათთან ურთიოერთობას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება თორემ ოდნავი გადამეტებაც  გამოუსწორებელ შედეგთან მიგიყვანს.

წლების წინ გავიცანი ეს ბრენდი ინტერნეტიდან და იმ დღიდან შეყვარებული ვარ მის პალტოებზე, თრენჩებზე და ჩანთებზე.

ერთადერთი ნივთი რომელიც აქამდე გამაჩნდა ამ ბრენდისგან საოცრად მოხატული ტოპი იყო, დღეს კი ჩემი ბლოგის წყალობით კიდევ ერთი ნივთი შეემატა.

სპეციალურად taa.ge-სთვის,  Tbilisi Fashion Week-ის მსვლელობისას ერთ ერთი ჩემი ლუქის გამორჩეული ნაწილი იქნება სწორედ ბრენდით Desigual.

მანამდე კი შეიხედეთ ამ საოცარ მაღაზიაში taa.ge-სთან ერთად და აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში რომელია თქვენი ფავორიტი ლუქი.

არ დაგავიწყდეთ  Desigual-ის ერთადერთი მაღაზია თბილისი მოლშია 🙂

Photos By fefe.ge

 photo DSC_0008-2_zps4a1f8909.jpg

*****************************************

არჩევის პროცესში

 photo DSC_0018-1_zps0c96e0bc.jpg

 photo DSC_0021-1_zps702aad0b.jpg photo DSC_0022_zpscf0af9b8.jpg

ჩემი ფავორიტი მწვანე კაბა ახალი კოლექციიდან. რატომღაც ამ ბოლო დროს ჯიბეებიან კაბებზე დამეწყო მოთხოვნილება, რაღაცნაირად განსაკუთრებით მომწონს ხოლმე საყვარელი ჯიბეებიანი კაბები.

 photo DSC_0031_zps08cc7ace.jpg

 photo DSC_0033_zps0a06fd6f.jpg

*****************************************

3D თრენჩი 🙂 

 photo DSC_0038_zps7fd0d192.jpg

 photo DSC_0044_zps83328929.jpg

ნამდვილი ესპანური კაბა, უსექსუალურესი და ულამაზესი.

  photo DSC_0046_zps833cf676.jpg

 photo DSC_0056_zpsb72758b3.jpg

ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ჭრელი პერანგი ასე მომეწონებოდა ოდესმე.მაგრამ ამ პერანგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. გახდა აღარ მინდოდა, ქსოვილი იყო რაღაც არაჩვეულებრივი,შეხება რომ გსიამოვნებს ისეთი.

 

 photo DSC_0065_zpse0128c27.jpg

ოდნავ პლისირებული კაბა

 photo DSC_0073_zpse3ea7762.jpg

ჩანთების მბრძანებელი : D

 photo DSC_0125-1_zpsaed3f716.jpg

 photo DSC_0131-1_zps4bdb0f64.jpg photo DSC_0132-1_zps93e6cd01.jpg

YouuuHuuuuuuuu

 photo DSC_0142_zpsc4a6438a.jpg

I’m In Love

Desigual, I’ll be back to you soon <3

 photo DSC_0162_zps2783876d.jpg

Comments

comments

25 thoughts on “Desigual @Tbilisi Mall

  1. Nutsa Gogelia says:

    3D trench & Degisual Bags are my fav always :)))))
    ფანტასტიური სურათებია, მაგრამ იმ ესპანურ კაბაში ხარ რაღაც საოცრება
    შოკი
    ულამაზესი !!!

  2. თაკო გვაზავა says:

    თა, კიდევ ერთი მაგარი ფოტოსესია მოგიწყვიათ. ყოჩაღ ირინკა !
    მაგარი ლუქებია, და მე ზოგადად ძალიან მიყვარს ეგ ფერადოვანი ბრენდი <3
    მწვანე კაბა, შავ-თეთრი თრენჩი სუპერ,
    კიდევ ის მალინა კაბა სო ჰოთ! და მუქი თაგვისფერი ჯინსი შემიყვარდა, ახლა ვფიქრობ ხომ არ მეყიდა… თან ჯინსების სერიოზული დეფიციტი მაქვს..
    მოკლედ, მშვენიერი არჩევანი გაგიკეთებია მოდის კვირეულისთვის. 🙂

  3. Taa says:

    თაკო გვაზავა

    ეგ შარვალი იმსიგრძე იყო 2ად გადაკეცვა მომიწია
    შენ კარგად გექნება

    მალინა კაბა მართლა ძალიან, ძალიან :))))))))

    რაც შეეხება არჩევანს, აქ არ ჩანს არჩევანი, ასე რომ დაელოდეთ მოდის კვირეულს

    ეს უბრალოდ ფოტოსესიაა 🙂

  4. ნინო აბსანძე says:

    მე ვერ ვგუობ გადატვირთულ პრინტებს, შორიდან მომწონს მაგრამ ჩემთვის არა…

  5. Sunny Salo says:

    ულამაზესი, აღფრთოვანებული ვარ ფერებით, ძალიან მომეწონა.

    სავარაუდოდ, ცეცხლის ფასი ადევს, ჰომ?

  6. თაკო გვაზავა says:

    აბა ფეშენ უიქის ერთი დღე დისიგუალთან ერთადო?… უკვე კარგი არჩევანია, კონკრეტულ ლუქს არ აქვს მნიშვნელობა.. უფრო სწორად აქვს და მერე რომ აარჩევ განვიხილოთ :))

  7. Lord Vader says:

    რაც ფბ-ზე ვთქვი ის 🙂
    ანუ
    ვაუ რა მაგარი ფერებია…
    ნუ შენ რომ ლამაზი ხარ ეგ არახალია. ამიტომ ფერებზე აქცენტი
    მარტო ქალების მაღაზიაა? თუ ორივეა.

  8. მარი says:

    ამ მაღაზიას ყოველთვის ისე ჩავუვლიდი ხოლმე, არასდროს მქონია შესვლის სურვილი. შენი პოსტის შემდეგ აუცილებლად ვეწვევი. :). მწვანე კაბა და ჭრელი პერანგი შემიყვარდა <3

  9. ლიკა says:

    ჩამოაქვთ საქართველოში და სამჯერ ზრდიან ფასებს.. ე.წ. sale-ზე თუ იყიდი, თორემ ისე სისულელეა. კაბა ჯიბეებით არის ჩემი ფავორიტი..

  10. თაკო გვაზავა says:

    ჯინსის ფასი მაინტერესებს, ფლიზ, და კიდევ, აქ ვერ ვხედავ, როგორი წელი აქვს, დაბალი, საშუალო, მაღალი – რომელი? შეგიძლია მიპასუხო? წინასწარ მადლობა

  11. Taa Morchiladze says:

    სიმართლე გითხრათ ცეცხლის ფასი მთლად არა მაგრამ ძვირი არის
    თუმცა თუ გაითვალისწინებთ რომ არასტანდარტულია და მსგავს ქსოვილს სხვაგან ვერც ერთ ბრენდში ვერ შეხვდებით – ნამდვილად ღირს ამ თანხის გადახდა

  12. Taa says:

    მარი

    მარი, აუცილებლად ეწვიე, ძალიან სასიამოვნო მაღაზიაა

    თაკო

    თაა, ეგ ჯინსი ღირდა სადღაც 180 ლარამდე და არ იყო ძალიან მაღალწელიან

  13. ნუცი says:

    ვგიჟდები ამ ბრენდზე. საოცარი ფოტოებია თაა <3

  14. ირინკა says:

    მე ვარ კიდევ უფრო ბედნიერი, რომ ფოტოებმა მოწონება დაიმსახურა…

    ულამაზესი რამე-რუმეებია მართლა <3

    და თათას ქება აღარავის გაუკვირდება <3

  15. tami says:

    მშვენიერი სამოსია უმეტესობა მომეწონა, რაც მთავარია ყველა გიხდება<3

  16. Fiqria Goginashvili says:

    აუ როგორ მიყვარს ეს ბრენდი, ერთი სული მაქვს ამინდები გამოვიდეს და ჩავიცვა

  17. მარი says:

    სად შეიძლება პროდუქციის ნახვა მაღაზიაში მიუსვლელად?

  18. Taa says:

    მარი, ეს ძველი პოსტია
    სამწუხაროდ მაღაზიაც დაკეტეს თბილისი მოლში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *