My Dream Trip

https://i1.wp.com/www.ibelieveinadv.com/wp-content/uploads/2012/07/viajes-century-travel-agency-tuberculata-jellyfish-tiger-mosquito-stink-bug-2-ibelieveinadv.jpeg?resize=301%2C197 ყველა ჩემი მოგზაურობა დღემდე იყო ხოლმე Inspired by someone or something.  არასოდეს გადამიწყვეტია აი აქ მინდა და წავსულვარ 🙂 ყველა ჩემს თრიფს რაღაც პატარა ისტორია აქვს.

მაგალითად Kiev Fashion Days-ზე გამგზავრება იყო Inspired by ჯიჯი რეჯინი. 2 წლის წინ დათუნა სულიკაშვილის ჩვენება გაიმართა აეროპორტის მეტროს სადგურზე. ჩვენებამ რათქმა უნდა მინიმუმ 2 საათით დააგვიანა და ჩვენც აეროპორტის კაფეში ვისხედით და ვსაუბრობდით. მაშინ მიყვებოდა ჯიჯი Kiev Fashion Days-ს შესახებ. მეც მოვინდომე და ზუსტად 5 თვეში იქ ვიყავი. 

შემდეგი მოგზაურობა დუბაიში იყო აბსოლუტურად Inspired by Chiarra Ferragni, იტალიელი Fashion Blogger, რომლის ბლოგიც ბესთ სელერია დღესდღეისობით მოდური ბლოგების სამყაროში. შარშან გაზაფხულზე დადო კიარამ დუბაიში მოგზაურობის სურათები და უდაბნოს ქვიშებში გადაღებულ სურათებზე რაღაც საოცრება დამემართა, მაშინვე ვთქვი რომ აქ  უნდა წავიდე!!! და ნოემბერში წავედი კიდეც.  ჩემს თავს მოვუწყვე არაჩვეულებრივი დაბადების დღე.

ჩემი მომდევნო მოგზაურობა რომელიც 15 ივლისს დაიწყება არის Inspired by Book 🙂 დიახ, დიახ, სკოტ ფიცჯერალდის წიგნის “ნაზია ღამეს” მიერ. ამ წიგნს ზამთარში ვკითხულობდი და ვგრძნობდი, რომ ვერ ვიარსებებდი French Riviera რომ არ მენახა და  გადაწყვეტილებაც მივიღე 🙂 ეს არის სურათი ამ წიგნის საფუძველზე შექმნილი ფილმიდან. ასე გამოიყურება ფრანგული რივიერა 20-იან წლებში და თუ როგორია ის დღეს, ამას ივლისში შეიტყობთ ჩემი ბლოგიდან.

untitled

  გუშინ ვიზაც ჩამირტყეს და უკვე თამამად შემიძლია დეტალურად მოგიყვეთ ჩემს მიერ დაგეგმილი Dream Trip-ის შესახებ.

  პირველი ქვეყანა სადაც ჩავდივართ არის იტალია, მილანი. მილანში ვართ ერთი სრული დღე და ვითვალისწინებ რა დიმას სურვილებს, სავარაუდოდ ამ დღეს მონცაში გავატარებთ ფერარებისა და ლამბორგინების გარემოცვაში.

   მეორე დილით მივდივართ სან-რემოში, სადაც ვრჩებით 2 სრული დღე და ღამე, უსაყვარლეს პატარა სასტუმროში ზღვის პირას. და აუცილებლად წავალ სანრემოს ცნობილ კაზინოში 🙂

illa-la-brise-san-remo_big villa la brise san remo

   რამდენიმე დღე გავატარე TripAdvisor.com-ზე და Google map-ზე და ვთვლი, რომ საკმაოდ კარგად ვარ მომზადებული 🙂 მაქვს სასურველი ადგილები სად უნდა მივიდე და რა უნდა ვნახო. მაქვს სასურველი პლაჟები რომლებსაც უნდა ვესტუმრო.

  შემდეგ მივდივართ ნიცაში, სადაც ვრჩებით 3 დღე, მაგრამ ამ 3 დღიდან ერთი სრული დღე ვართ კანში და ალბათ მონტეკარლოში. მაგრამ სასტუმროში სულ ნიცაში ვართ.

nice 2 nice

ნიცასა და კანში იმდენი რამე გვაქვს სანახავი, რომ ახლა ვხვდები სულ ტყუილად მინდოდა სასტუმრო გარე აუზით 🙂

 მათ შორის არის: Museum of Modern and Contemporary Art, Basilique Notre-Dame de Nice, Blue Beach, La Croisette, Rue d’Antibes, InterContinental Carlton Beach, Plage du Martinez, Matisse Museum in Le Cateau-Cambrésis, Vieux Nice.

 თუ ვინმე რამეს მირჩევთ კიდევ მადლობელი დაგრჩებით.

ნიცადან მივფრინავთ ბარსელონაში, სადაც ვრჩებით ასევე 3 დღე და უბედნიერესი ვარ რომ იქ მყავს მეგობრები რომლებსაც ვნახავ.

Hotel Sagrada Familia barcelona 2 Hotel Sagrada Familia barcelona

  ბარსელონაში მართალია არაჩვეულებრივი გიდები მეყოლებიან, მაგრამ მაინც მაქვს ჩანიშნული რამდენიმე ადგილი რაც აუცილებლად უნდა ვნახო:  Church of the Sacred Family, Casa Batllo, Guell Palace,Basilica De La Sagrada Familia, La Pedrera – Mila House, Barceloneta Beach და თქვენ წარმოიდგინეთ  Hemp Museum Gallery Barcelona.

  ბოლო 3 დღე გამოფრენამდე ვართ მალაგაში და აი ეგ არის ყველაზე, ყველაზე მაგარი ამ თრიფში. 3 დღე ჩემს ქეთუნასთან ერთად, ეს არის უბედნიერესი, სიგიჟეებით და სიცოცხლით სავსე დღეები და მთელი თრიფის კულმინაცია და თან სასტუმრო გვაქვს რაღაც საოცრება აღებული. თითო ნომერი ამ სასტუმროსი არის შედევრი <3

hotel anos 50 torremolinos malaga 3 hotel anos 50 torremolinos malaga

მალაგაში არ დავსერჩე არც ერთი სანახაობა, არაფრის ნახვა არ მინდა, 2 პლიაჟი მაქვს შეთვალიერებული ერთს მალაგეტა ჰქვია და მეორეს არ მახსოვს და აი უნდა გავიშხლართოთ და მთელი დღეები გავატაროთ მცხუნვარე მზის ქვეშ მე, დიმამ, ქეთომ და მისმა მეუღლემ (სახელს ვერ ვიმახსოვრებ).

არა, არა ერთი ადგილი გვაქვს სანახავი მალაგაში: Museo Automovilistico De Malaga – საავტომობილო მუზეუმი.

და დალშე სულ სულ პლაჟზე, მიუხედავად მეუღლეების წუწუნისა, ასე რომ დიმ გაითვალისწინე  საყვარელო :)))))

ახლა კი თხოვნა: ვინც ხართ ამ მიდამოებში ნამყოფი, ვიღებ რჩევებს სად წავიდე და რა ვნახო 🙂

მარტო თრიფედვაისორის იმედზე რომ არ ვიყო 🙂

Comments

comments

23 thoughts on “My Dream Trip

  1. Elenka says:

    Barcelonashi aucileblad sheiare La Boqueria-shi. Las Ramblas quchazea. namdvilad mogeconeba. Boquerias gverdit arislamazi bagi da fantanebi sadac asve girchev sheseirnebas 🙂

  2. მარი says:

    თააა ულამაზესი დღეების გატარებას გისურვეებ!!!

  3. ნინი says:

    რა მაგარია თაათ დაუვიწყარი მოგზაურობა გელოდებააა 🙂 ძალიან მაგარია

  4. Kate says:

    უიიიიიიიი, მე პარიზში მივდივარ ივლისში :))))

    მაგარ ვოიაჟს გისურვებ თათა.

  5. AnnA says:

    ბიემბენიდა ა ესპაñა 🙂

    ბარსელონისთვის 3 დღე ძალიან ცოტაა, აქ ყველა პაწაწინა ქუჩას იმდენი საინტერესო რამ აქვს, უბრალოდ 24 საათი რომ არ დაიძინო, არ გეყოფა :))

    უნდა ნახო Palacio del Montjüic, las fuentes mágicas de Montjüic, El Parque del Laberinto de Horta, Plaza del Rey, ნუ რადგან აქ ხარ, ფეხბურთს სულ რომ ვერ იტანდე, კამპ ნოუ რომ არ ნახო, არ შეიძლება 🙂

    ნუ ეს მინიმუმი

    3 დღიდან ერთი დილა – შუადღე გამოყავი ფიგერესში წასასვლელად და დალის მუზეუმის სანახავად, მე აქედან არავის არ ვუშვებ მაგის გარეშე, უბრალოდ დანაშაულია 🙂

    რამბლაზე ფრთხილად იყავი ძალიან – ქურდობაა. ჩანთას გაუფრთხილდი და ჯიბეში არაფერი ჩაიდო ფასეული – ისე ამოგაცლიან, ვერ გაიგებ. ასევე ბარსელონეტას პლაჟზე. წუთით არ მოადუნო ყურადღება. ტურისტებზე ნადირობენ.

    Sacred (Holy) Family და Sagrada Familia ერთი და იგივეა 🙂

    მხიარულ მოგზაურობას გისურვებ!

  6. ლიკა says:

    აუ მართლა dream trip-ია, მაგარია ძაალიან… tripadvisor-ის გარდა შეგიძლია frommers.com -ითაც ისარგებლო, მე ძალიან გამომადგა შარშან ესპანეთის trip-ის დაგეგმვისას. ბარსელონაში თუ ხელოვნება და მხატვრობა გაინტერესებს, პიკასოს მუზეუმი შეგიძლია ნახო და კიდე 100 კმ-ში ბარსელონადან არის ქალაქი ფიგერესი (figueres), სალვადორ დალის თეატრი-მუზეუმია, უმაგრესია, დიდი სიამოვნებას მიიღებ. ბარსელონაში national palace of montjuic- ულამაზესი ადგილია, განსაკუთრებით ღამით, park de guell -იც აუცილებლად ნახე, ერთერთი სავიზიტო ბარათია ბარსელონასი… კარგ და საინტერესო დასვენებას გისურვებ…. enjoy ;))

  7. Tako Gvazava says:

    თათ, რა მაგარია 🙂 რომ ვკითულობდი მე ვიღიმებოდი ბედნიერი და ამ ყველაფერს რომ განახორციელებ, წარმომიდგენია შენ რა გააადაღიმებული ივლი :)) ძალიან საინტერესო და ბედნიერი მოგზაურობას გისურვებთ შენ და დიმას და დანარჩენს კი გავიგებთ აქედან 🙂 :*

  8. Taa says:

    ძალიან დიდი მადლობა ყველას რჩევებისა და კეთილი სურვილებისთვის <3

  9. Nino abs says:

    Mონტე კარლოში კაფე დე პარიზში კი უნდა დაჯდე. კაზინოში მარტო შეისეირნე ძვირი დაგიჯდება თამაში. ბუდაბარი მონტე კარლოში თუ ღამე ხარვმაგარია თუ შეძელი რომ მოხვდე. ნიცაში მიდიები ჭამე უგემრიელესად აკეთებენ. კანი დიდი არადერია ის წითელი ხალიჩა, მარა პლაჟზეა უსაყვარლესი კაფეები. მილანში ურა უნდა გითხრა ოე ოეაა 🙂 და კაი იქნება გაგისწორდება ასე მონია 🙂

  10. ეთო says:

    თათა მშვენიერი თრიფია, ჩემს მშობლიურ ადგილას მიდიხარ საფრანგეთში, ყველა კუთხე-კუნჭული ვიცი მანდ:) ჩემს რჩევას თუ გაითვალისწინებ 3 დღე ნიცისთვის ძალიან ცოტაა, აქედან 1 დღე თუ კანში იქნები და ერთიც მონაკოში ნიცისთვის ერთი დღე დაგრჩება და ვერ მოასწრებ, რომ ქალაქი შეიგრძნო. იქნებ სანრემოდან ერთი დღე ნიცას მიუმატო, სანრემოში დიდი არაფერია სანახავი:) ნიცის გარშემო ბევრი ულამაზესი ადგილია მაგრამ იქნებ Eze-ს მონახულება მაინც მოახერხო, ძალიან ახლოა ნიცასთან. მონაკოსკენ რომ წახვალ შეგიძლია ჯერ მანდ შეიარო. Enjoy every second და ველი შთაბეჭდილებებს!

  11. nita says:

    au ra magaria,vkitxulob da sruliad shevigrdznob im bednierebis molodins romelsac ganicdi :))) milanshi kidev ris naxvas apireb? mxolod ert dges rchebi?:( arada,ferarisa da lamborginebis garda yvelaze meti sanaxavi mand aris imho.nu shopingistvis rom samotxea,magaze agarafers vityvi:).happy holidays :)))

  12. Taa says:

    nita

    ნიტა, მე ვარ ნამყოფი მილანში და ნანახი მაქვს ასე თუ ისე
    თან ამჯერად 1 დღით მივდივართ 🙂

    ეთო და ნინო

    დიდი მადლობა გოგონებო
    აუცილებლად გავითვალისწინებ
    ეთო 2 სრული დღე ვარ ნიცაში 🙂
    კანში მესამე დღეს, ასე რომ მოვიკლებ პლაჟებს და ვნახავ ამ სოფელს აუცილებლად <3

  13. სალო says:

    თათა ძალიან მაგარი ხარ ასე რომ ისრულებ ოცნებებს. ძალიან მაგარი დროის გატარებას გისურვებ <3 ერთი კითხვა მაქვს, ეს ტური ტურისტულმა დაგი8გეგმა შენი მითითებებით თუ ყველაფერი შენ და მხოლოდ ბილეთი იყიდე?

  14. Taa says:

    სალო

    მადლობა სალო
    ერთად დავგეგმეთ, ძალიან ყურადღებიან ბიჭთან მოვხვდი, რომელიც ზედმიწევნით კარგად ასრულებდა თითოეულ ჩემს თხოვნას

  15. Tamuna Tami says:

    მშვენიერი მოგზაურობა გქონია გეგმაში. წარმატებები-ხოდა იქაურ პოსტებს ველოდები სულმოუთქმელად:)

  16. Diana Vashakmadze says:

    თათ, საოცარი მოგზაურობა გელოდება, ბარსელონაში ყოფნისასა აუცილებლად მოინახურე “La boqueria” ბაზარი ბარსელონას ცენტრში, რამბლას მახლობლად, ლამაზად დალაგებული მრავალფეროვანი პროდუქტისგან (განსაკუთრებით ზღვის პროდუქტები) კერძების მომზადებასა და დაგემოვნებას ადგილზევე გთავაზობენ 🙂 მოგეწონება, ასევე გაუდის სხვა ღირშესანიშნაობებთან ერთად არ გამოგრჩეს ”პარკ გუელი”. მე ძალიან მომეწონა ესპანური სოფელი (Poble Espanyol), მონჟუიკის მთაზე მდებარეობს, და ბოლოს ბარსელონაში აუცილებლად ნახე ფლამენკოს შოუ, სასიამოვნო და ემოციური სანახავია.
    P.S თუ დრო გექნება, რომ მთელი დღე გამოყო მონსერატისთვის ძალიან ისიამოვნებ! მაგარია!
    ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ! 🙂

  17. Taa Morchiladze says:

    ”პარკ გუელი” – აი ეს არავითარ შემთხვევაში არ გამომრჩება <3

  18. Nutsa Gogelia says:

    თააა, ჩემს ესპანეთში მიდიხაააააააარ <3
    ჩემს მეორე სამშობლოში? ჩემს დედასთან 🙂
    რა ბედნიერებაა არ იცი როგორ მიხარია
    მთელს ტომს მოგწერ მეილზე სად უნდა წახვიდე და რა ნახო
    მე 8 წლის ვიყავი რომ წავედით ესპანეთში საცხოვრებლად, 13 წლისა ჩამოვედი და მერე 16 წლის ისევ წავედი დედაჩემთან და აი შარშანწინდელ შემოდგომამდე იქ ცხოვრობდი
    დედაჩემი ახლაც იქ ცხოვრობს 🙂 მე ჩავდივარ ხოლმე წელიწადში 2–ჯერ <3

  19. ლილიკო says:

    გისურვებ დაუვიწყარ თრიპს, ისეთს რომ:
    როცა ჩამოხვალ და ბლოგისთვის წერას დაიწყებ – ბედნიერად გიკვირდეს ეს მე გადამხდა თავსო ? ? ? :))))))))

  20. სალომე says:

    რომელმა ტურისტუმა დაგიგეგმა მოგზაურობა ? მადლობა:)

  21. Taa says:

    სალომე

    სალომე, შოკ თრეველმა დამიგეგმა 🙂
    ვუწევ რეკომენდაციას 🙂 წელსაც მათ ვაგეგმინებ

  22. სალომე says:

    ახლა ვნახე ადრეც მიკითხავს :))) იმედი დისტანციურად დაიგეგმავენ რასაც ვეტყვი, ასე მიწერ-მოწერებით, ისევ არ ვარ საქართველოში და მერე რომ ჩაოვალ უკვე გვიანი იქნება და მაქვს შენი რეკომენდაციის იმედი:)) მადლობა:)

  23. Taa says:

    სალომე

    კი სალო, დისტანციურად, ფეისბუქის მეშვეობით
    აბა სად მქონდა მაგდენი დრო მაგათთან მერბინა :))))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *