Summer Advices

tumblr_mjskrjim9i1rchw7ao1_1280

   ზაფხული, ეს ის პერიოდია როდესაც ყველას განსაკუთრებით გვიხარია ცხოვრება და განსაკუთრებით გვინდა ლამაზად გამოვიყურებოდეთ და ვიყოთ მოვლილები.

  ამისთვის რამდენიმე ძალიან მარტივი რჩევა მინდა ჩამოვწერო და მერე შეგვიძლია კომენტარებში განვავრცოთ:

1. კვება: მაშინ, როდესაც არის ახალი ხილი, ბოსტნეული და ფოთლოვანი საკვები, მოდით თავი შევიკავოთ ცომეულისა და ხორცეულისგან და დამიჯერეთ 10 დღეში თქვენი კანი გაცილებით ლამაზი გახდება. არ დაგავიწყდეთ თევზი და კენკროვანი ხილი.

2. ვარჯიში – აღარ ცივა, დღე გაცილებით დიდია ვიდრე ღამე, ამიტომ მოკიდეთ ხელი ველოსიპედებს ან თუნდაც ბავშვებს და ისეირნეთ, გამოდით დახურული ფიტნეს კლუბებიდან, იარეთ ბევრი გარეთ ჰაერზე, ირბინეთ, იხტუნავეთ, ბურთი ითამაშეთ. მოკლედ დაბრუნდით ბავშვობაში და სანაცვლოდ თქვენ მიიღებთ ლამაზ ფორმებს თქვენს სხეულზე და არაჩვეულებრივ განწყობას.

3. ძილი:  ღამე ისედაც შემცირებულია და შეეცადეთ კიდევ უფრო არ შეამციროთ თქვენი ძილის საათები. ზაფხულში 7 საათიც საკმარისია ძილი, თუმცა 8 საათი მაინც იდეალურია. ისეირნეთ საღამოს, არ დალიოთ ყავა ან მუქი ჩაი და არ ჭამოთ დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე. მოუსმინეთ მსუბუქ მუსიკას, მიიღეთ გრილი შხაპი და მშვიდი ძილი თავად მოვა.

4. კოსმეტიკა:  ზაფხულში გამოიყენეთ მაქსიმალურად მსუბუქი კოსმეტიკა და აუცილებლად ნატურალური და აუცილებლად მაღალი SPF-ით.

5. თმის მოვლა:  სიცხეში ადამიანს გიჩნდება სურვილი უფრო ხშირად დაიბანო თავი ვიდრე წელიწადის სხვა დროს, განსაკუთრებით გრძელი თმის შემთხვევაში … მაგრამ !!! ყოველ დღე ცხელი წყლისა და შამპუნის გამოყენება ნამდვილად არ ნიშნავს თმის მოვლას. თუ თქვენ ყოველ დღე იბანთ თავს, შეეცადეთ კვირაში 2-ჯერ მაინც უშამპუნოდ დაიბანოთ მხოლოდ ცივი წყლით.

6. სახის კანის მოვლა: დაიყვანეთ მაკიაჟი მინიმუმამდე, არ დაწვეთ მაკიაჟის მოშორების გარეშე. გამოიყენეთ დამატენიანებელი საცხები.

  გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ცხოვრებაც უფრო ლამაზად მოგეჩვენებათ დამიჯერეთ :))))))))

tumblr_mol8a9n3Xs1r8gocgo1_500

Comments

comments

3 thoughts on “Summer Advices

  1. თამი says:

    ყველაფერი კარგია მაგრამ უყავოდ ძნელია, რა ჯობია პაპანაქება სიცხეში ბევრი ყინულით და ნაყინით მორთულ ყავას.

  2. Taa says:

    თამი

    ძილის წინ 2 საათით ადრე 🙂
    თორე ვერაფერი მაიძულებს ცივ ყავაზე უარის თქმას ვერც მე 🙂

  3. International Black Sea University says:

    ყოველთვის მსიამოვნებს შენი ბლოგის კითხვა ძალიან მარტივი წასაკითია და სასარგებლო რჩევები გაქვს 🙂 :*

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *