10 cheap but very good beauty products

ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიწერია სილამაზესთან და თავის მოვლასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე.

მართალია ყველა სიახლეს ფეისბუქის ფეიჯზე გაცნობთ ხოლმე და რეკომენდაციებს ვუწევ, მაგრამ მინდა აქაც დავწერო რიგი ძალიან კარგი და შედარებით ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი თავის მოვლის საშუალებების შესახებ.

ამ პოსტში დავწერ 10 პროდუქტზე რომელთა ფასი არ აღემატება 20$–ს და რომელთა ყიდვაც შესაძლებელია ინტერნეტ მაღაზიებში განსაკუთრებით კი ამაზონზე.

  1. Village Naturals softening Bath Salt

თუ არ ჩავთვლი ბოლო ნახევარ წელიწადს, არასოდეს ცხოვრებაში არ გამომიყენებია მარილი, როგორც აბაზანის ნაწილი. მაგრამ ზაფხულში კანში მოვხვდი მაღაზიაში სადაც მთელ რიგ საოცრებებთან ერთად უზარმაზარი სტენდი ეკავა ზღვის მარილების განყოფილებას. ერთ ერთი ბროშურა ავიღე და უკანა გზაზე ნიცაში დაბრუნებისას გადავიკითხე მატარებელში. იმდენი საოცრება ეწერა, რომ ჩამოსვლისთანავე დავიწყე გამოყენება.

საკმაოდ იაფიანი პროდუქტია, ნახავთ უამრავი ბრენდისას, არის გუდვილშიც, კარფურშიც, აფთიაქებშიც და ამაზონზეც. უკვე 2 თვეზე მეტია ვიკასაც მარილიან აბაზანაში ვაბანავებ, გახსოვდეთ ამ პროდუქტის მთავარი მოვალეობა კანის დარბილებასთან ერთად – კანიდან ტოქსინების გამოდევნაა – აი ზუსტად ეს ფუნქცია აკისრია ამ მარილებს.

Village Naturals softening Bath Salt

2.H&M  Solid Black EYE PENCIL

გაგიკვირდებათ მაგრამ, ჩემთვის პირადად ესტე ლაუდერის ერთ ერთი ურბილესი ფანქრის მერე, რიგში მეორე დგას ზუსტად ეს ფანქარი, რომელიც აღმოვაჩინე პირველად დუბაიში ყოფნისას.

შემთხვევით ვიყიდე, რადგან ჩემი არსებული თბილისში დამრჩა და დაბადების დღის საღამოზე წავისვი, გაოცებული და შეყვარებული ვარ დღემდე. ურბილესი და ძალიან გამძლე ფანქარია. ყველა წასვლაზე ვყიდულობ მე თვითონაც და ვაბარებ დიმას. საიტზეც უდევთ და ძალიან იაფი ღირს. აუცილებლად სცადეთ.H&M  Solid Black EYE PENCIL

3. H&M Body Scrub Cashmere

ეს არის საოცრება, უკვე მეოთხედ ვყიდულობ, მართლა !!!

ნარკოტიკივითაა, სულ ამითი გინდა რომ იბანდე ტანს, გადასარევი სქრაბია ფანტასტიკურ ფასად, სულ რაღაც 4–5 ევრო ღირს თუ კარგად მახსოვს და საკმაოდ დიდი ფლაკონია და სასიამოვნო სუნი აქვს.

H&M Body Scrub Cashmere

4. Marks & Spenser Levander Hand & Nails Cream

ამ პროდუქტის შესახებ taa.ge-ს ფეისბუქის გვერდზეც ვწერდი, საოცრად მომეწონა მისი ზემოქმედება კანზე, ხელი ხდება ფაფუკი და გლუვი პატარა ბავშვის ხელივით და რაც მთავარია ყინვაშიც გამოვცადე და საკმაოდ კარგად გაუძლო გამოცდას.

თბილისი მოლში იყიდება Marks & Spenser-ის მაღაზიაში და თუ კარგად მახსოვს 7 ლარი ღირს.

Marks & Spenser Levander Hand & Nails Cream

5. The body shop Aloe moisturizing face cream

ჩემნაირი პრობლემატური სახის კანის მქონე ადამიანს ტყუილიც კი დაეჯერებაო, მგონი ის დროა ვამბობდე, იმდენად ვიტანჯები ჩემი სახის კანის მოვლით.

მაგრამ ეს სახის კრემი არის ჯადოსნური და საერთოდ ბოდი შოპის სახის კრემების მარაგი თუ ამოიწურა ამაზონზე, იცოდეთ რომ ეს მე ვიყავი…

The body shop Aloe moisturising face cream

6.  The Body Shop Eye Make up remover

დაახლოებით 10 დღის წინ ჩამომივიდა ეს მაკიაჟის მოსაშორებელი . . .

ზუსტად მანამდე მქონდა: კლინიკი, ესტე ლაუდერი, ვიში და ბოლოს ჰელენა რუბენშტეინი …

თითოეული ზემოთ ხსენებულის ფასი მერყეობდა 70 – 150 ლარის ფარგლებში.

არც ერთს არ ჩამოუვარდება ეს გამწმენდი – არც ერთს!!!!!

გადასარევად წმენდს, არ გიცრემლიანებს თვალებს (ესტე მიცრემლიანებდა), ნაზი ოდნავ ზეთოვანი ფაქტურა და ნაზი სუნი აქვს.

მგონი ბოდიშოპომანია მეწყება იმდენად ჩემი კანისთვის არის შექმნილი ეს პროდუქცია.

The Body Shop Camomille eye make up remover

7. The Body Shop Vitamin E make-up remover

ეს სახის გამწმენდი და მაკიაჟის მოსაშორებელი ბარსელონაში ვიყიდე ამ ზაფხულს და ესპანეთს გავს მეთქი ვიძახდი, ძალიან გემრიელი და ნაზი სურნელი, გადასარევი ფასი, უნაზესი კრემოვანი ფაქტურა და შესაბამისი ეფექტი. საოცარი “fresh” შეგრძნება კანზე. ჯერ კიდევ ამ სუნზე ხმელთაშუა ზღვა მახსენდება ხოლმე.

The Body Shop Vitamin E - cleanser and make up remover

  8. The Body Shop Vitamin E Illuminating Moisture Cream

მე პირადად სახის კრემებში ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, იაფიანიდან დაწყებული შანელის ოქროს ხაზით დამთავრებული, ამიტომ მაქვს საშუალება კარგად შევადარო.

დღემდე ვთვლი, რომ კლარინსსა და ესტეზე კარგი დამატენიანებელი კრემი არ არსებობს, და ამ ორს შორის კი აუცილებლად კლარინსს მივანიჭებდი უპირატესობას.

 და აი ამ კრემსაც ჩავსვამდი საუკეთესო ხუთეულში კანის დატენიანების მიმართულებით. ესეც ბარსაში ვიყიდე და ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მთელი ზაფხული და შემოდგომა უგემრიელესად ვიხმარე, ისე რომ როცა გამითავდა ისევ ბოდი შოპი ვიყიდე, ოღონდ ამჯერად ალოესი. The Body Shop Vitamin E Illuminating Moisture Cream

9. Victoria’s Secret Instant Bronzing Body Spray

ძალიან სპეციფიური და შეიძლება ითქვას პირველი 3 წუთის განმავლობაში საოცრად ცუდ სუნიანი პროდუქტია, წამლის ყუთის სუნი აგდის პირველი რამდენიმე წუთი, მაგრამ რაშია მისი ხიბლი ახლავე დაგიწერთ.

ეს არის მომენტალური მოქმედების ავტო რუჯი – აი მაგალითად, ზამთარია, ხარ თეთრი და მიდიხარ წვეულებაზე. ფეხზე იცვამ კოლგოტს და არ ანათებს შენი ფეხები თეთრად, სახეზე და ყელზე (დეკოლტეც) იკეთებ მაკიაჟს და ეს ადგილებიც არ ანათებს თეთრად, ხოდა რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში თუ კაბა არის მოკლემკლავიანი ან საერთოდაც უმკლავო?

აი მაშინ ერთვება ეს პროდუქტი – შეისხი, გადაინაწილე კარგად, დაელოდე 2 წუთი დააკვირდი.

კიდევ მუქი გინდა? – ისევ შეისხი.

რა ფერზეც გინდა იმ ფერზე გღებავს, ოდნავ მზედაკრულიდან დაწყებული – ტალახივით რუჯი რომ არის იმ ფერამდე.

მთავარია მეპატრონემ არ დაკარგოს ზომიერების შეგრძნება თორემ ამ ქილის შიგთავსის შესაძლებლობა საკმაოდ დიდია.

ხოდა აი ასეთი ჯადოსნური სითხეა ეს, რომელიც ასევე ამაზონზე არის გაყიდვაში. victorias-secret-tan

10. და ბოლოს Travel Smart Travel Bottle Set

ბოლო 5-6 წელია ჩემი უცვლელი მეგობარი სეტი.

მართალია საკმაოდ იაფია და ხარისხიც თავად პლასტმასის არ ბრწყინავს ხოლმე  და  ერთი მოგზაურობიდან მეორემდე აუცილებლად 2-3 რამე მაინც მემტვრევა ხოლმე, მაგრამ მართლაც რომ საჭირო სეტია.

განსაკუთრებით მათთვის ვინც ხშირად დადის მივლინებებში, ხშირად მოგზაურობს და ამასთანავე იმდენი თავის მოვლის პროდუქტი აქვს, რომ კილოგრამებს იწონის ხოლმე.

ძალიან მაგარია არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ ლოკალურადაც ზღვაზე ან აუზზე სასიარულოდ, რომ არ ათრიოთ ასევე რამდენიმე კილოგრამი სხვადასხვა დამცავი და დამხმარე საშუალება, გადმოასხამთ პატარა ქილებში და არც წონის გეშინიათ და არც უზარმაზარი მოცულობის.

და რაც მთავარია არც ქურდობის :)))))))

Travel Smart Travel Bottle Set

* რაღაც დროის შემდეგ შემოგთავაზებთ კიდევ ერთ ბიუთი პოსტს, მაგრამ ამჯერად შედარებით ძვირიან ბრენდებე.

Comments

comments

21 thoughts on “10 cheap but very good beauty products

  1. მაკა says:

    გამარჯობა,

    მაკიაჟის მოსაცილებელი ლოსიონი რომელი საიტიდან შეუკვეთე? The Body Shop Eye Make up remover და დაახლოებით რა ღირდა ?

  2. Salome Sam says:

    თაა მაინტერესებს კანის პრობლემატურობაში რას გულისხმობ? მაქვს მშრალი კანი სხვადასხვა ადგილას დაკრავს სხვადასხვა ფერი, ტვალებთან საკმაოზე მეტად ჩაშავებული, მოკლედ რთული მოსავლელი, მაინტერესებს the body shop -ის კრემები გამომადგება თუ არა?

  3. თათა says:

    თაა იქნებ დამიწერო საიდან იწერ. აქამდე არ მიხმარია დიდად რკემები, ზოგადად მშრალი კრანი მაქვს. და ეხლა ვფიქრობდი რამის გამოწერას, თუმცა ვერ ვხვდები რომლის გამოწერა ღირს, რადგან ფასები ზოგ პროდუქტზე საკამოდ განსხვავებუალი ამაზონზე და რაშია საქმე ევრ მივხვდი:) იქნებ მრიჩო საიდან იწერ და რას მივაქციო ყურადღება რომ ორიგინალი იყოს , ვადიანი.

  4. Taa says:

    თათა

    თათ, ძირითადად ვიწერ ამაზონიდან ყველაფერს
    გამყიდველებს მიაქციე ყურადღება და ფასების განსხვავება ასეთი საგრძნობია?
    3–4$ არის ხოლმე ძირითადად

  5. თათა says:

    მქონია შემთხვევა რომ საგრძნობი სხავაობაც არის ხოლმე

  6. Taa says:

    seriozuli cdebi makvs chatarebuli MC up mosashoreblebtan dakavshirebit… vixmare udzviresidan dacyebuli, uapesit damtavrebuli,,magram shedegi ise ra …… gavecadni shenc dgevandel posts.. es roogori tipis kanistvisa??? raime gverditi movlena xom ar hkonia? Body Shop-is jer araferi mkonia da ar vici …

    ეკა გამარჯობა,
    ყველა პროდუქტს აქვს მითითებული თუ როგორი ტიპის კანისთვისაა
    მე მაქვს შერეული კანი
    არავიტარი გვერდითი მოვლენა არ ჰქონია,
    მითუმეტეს რომ იგივე “ივ როშესთან” დაკავშირებით მქონდა ძალიან საშინელი გამოცდილება.

  7. Nutsa Gogelia says:

    ბოდი შოპით ვცხოვრობდი როცა ესპანეთში ვიყავი
    ერთ ერთი საუკეთესო თავის მოვლის საშუალებებია, რასაც ვერ ვიტყვია ვიქტორისას სიქრეთზე
    მე პირადად ვიქტორიას ბოდი ლოსიონებზე ალერგია მეწყებოდა

  8. Nathalie says:

    თაა მოუთმელად ველოდები შენს დანაპირებს, პოსტს ძვირიან ბრენდებზე.
    ძალიან მაინტერესებს.
    მინდა გითხრა რომ ძალიან მომცონს შენი blog-ი და სულ ვკითხულობ. 🙂

  9. Teolina says:

    შენ გაიხარე!! 🙂 ისედაც ხომ უზომოდ მსიამოვნებს შენი პოსტები და ,,პო ხოდუ” ძალიან უზეფულ არის. ერთი კვირაა გადავწყვიტე აქტიურად და კომპლექსურად დავიწყო კანის მოვლა. ხოდა შემდეგი კითხვები მაქვს და შენ თუ არა, ვის მივმართო))) იქნებ რომელიმე პოსტში ჩამიკვეხო))
    1.რა ვიხმარო, ანუ დასაბანი გელი, ნიღბები, კრემი (დღის ღამის), დემაკიაჟი, სკრაბი და ა.შ
    2.რა პროცედურებს მივმართო და რომელ სალონში სახის მოვლასთან დაკავშირებით
    3.განსაკუთრებით მაინტერესებს თვალის კრემი რეკომენდაცია
    და პრინციპში ეს ყველაფერი ტანის კანის მოვლასთან დაკავშირებითაც მაინტერესებს)))
    აი ამდენი კითხვა მაქვს, ფაქტიურად ონლაინ კონსულტაცია მინდა გამოცდილი ადამიანისგან.
    მადლობა საყვარელო წინასწარ, ვფიქრობ ბევრს გამოადგება <3

  10. Taa says:

    Teolina

    თეო <3
    საერთოდ ყველაფერი ინდივიდუალურია, მე გეტყვი მე რაც მაქვს კარგად გამოცდილი
    დავიწყოთ სკრაბით - თვეში ერთხელ ვიყენებ სკრაბს და ისიც ან კლინიკს ან კიდევ ბებიის გამოგზავნილ ჭადის ფქვილს 🙂

    სახეს ვიბან მხოლოდ დილით კლინიკის ყავისფერი სახის საპნით
    საღამოს ვიშორებ მაკიაჟს რძითა და თვალის მოსაშორებლით

    /
    თვალის კრემს საერთოდ არ ვხმარობ, რადგან ყველა კრემი რაც კი ოდესმე გამომიყენებია საბოლოო ჯამში მწვავდა კანს, დღემდე არ ვიცი რატომ
    //
    სახის გასაწმენდად ხათოსთან გაგიშვებ თუ გინდა და ის დაგაკვალიანებს კანის ტიპისგან გამომდინარე, მომწერე თუ დაინტერესდები და მოგცემ ხათოს ნომერს

  11. kat says:

    მართლა და გულახდილად გეუბნები
    შენი ბლოგი მიმარტივებს ცხოვრებას :*

  12. სოფიო says:

    ბოდი შოპის თბილისში შეძენა შესაძლებელია?

  13. Taa says:

    სოფიო

    სოფო, სამწუხაროდ არა
    მხოლოდ ამაზონის მეშვეობით

  14. Teolina says:

    ძალიან დიდი მადლობა ვრცელი ინFოსთვის და ფიქრიას ნომერსაც გამოგართმევ :* <3 ველი შემდეგ პოსტს ამ თემაზე))))

  15. სოფიო says:

    თათა, http://www.thebodyshop-usa.com/index.aspx?cm_re=Handcare2014-_-Navigation-_-logo ამ საიტიდან გამოგიწერია? მორინგას სასაჩუქრე ნაკრები მაჩუქეს და გულისწასვლამდე კარგი სურნელი აქვს. 🙂 3 დღის წინ გავხსენი და უკვე იმაზე ვფიქრობ, რომ გამითავდება, საიდან გამოვიწერო. 🙂

  16. Taa says:

    სოფიო

    არა არასოდეს არ გამომიწერია მაგ საკითხიდან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *