ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც Body Shop-ის პროდუქციაზე ვწერ ამ ბლოგზე.
მართალია ამაზონზეც იყიდება და შემიძლია არაერთ ადამიანს დავაბარო ჩამოტანა, მაგრამ მაინც გული მწყდება რომ ამ ზაფხულს კარგად არ ჩავუჯექი ამ ბრენდის სტენდებს ან მაღაზიებს, როცა ევროპაში ვიყავი და მქონდა ამის შანსი.
თუმცა იმითაც ბედნიერი ვარ რომ აღმოვაჩინე ეს ბრენდი როგორც ერთ ერთი საუკეთესო ჩემი კანისთვის. თანაც საუკეთესო როგორც ხარისხით, ასევე პროდუქციის მრავალფეროვნებითა და ფასით.
ამჯერად მინდა მოგიწვეთ ბრენდის სულ სულ ახალ ხაზზე Blueberry Products – რომელიც 2014 წელს გამოუშვეს, თანაც როგორც special addition და ერთი სული მაქვს როდის წავა დიმა ბელგიაში რომ დავაბარო უამრავი პროდუქტი ამ ხაზიდან.
The Body Shop Blueberry Products მოიცავს: დუშ გელს, ტანის სკრაბს (უკვე ვოცნებობ) ტანის ლოსიონს, ტანის კრემს ე.წ. კარაქს და ტუჩების ბალზამს.
ინტერნეტში გადავხედე რევიუებს და წერენ იმ საოცარ სურნელზე რაც ამ პროდუქტს აქვს და განსაკუთრებით ხაზგასმულია რომ ეს არის დილის შხაპის პრიდუქცია რადგან საოცრად კარგ ხასიათზე გაყენებს და ამ სურნელს საოცარი განწყობა და ენერგიაც მოაქვსო.
მე პირადად გამომიყენებია ბოდი შოპის შხაპ გელი და ლოსიონი და საოცარი პროდუქციაა მართლა, კანს ხდის აბრეშუმივით და ახასიათებს საოცრად ნაზი სურნელი და წარმომიდგენია ამ მოცვის კოლექციას რა სურნელი ექნება.
განსაკუთრებით მაინტერესებს ტუჩის ბალზამის ეფექტი <3
განსაკუთრებით აქებენ ტანის სკრაბს, რაც პირველი მიწერია To Buy list-ში
The Body Shop – არის კომპანია რომელიც მართლა ზრუნავს სილამაზეზე და ამისი არაერთი მაგალითი არსებობს.
თუმცა საქართველოში სამწუხაროდ ძალიან ცოტამ თუ იცის ამ ბრენდის არსობობის შესახებ 🙁
ვაიმეეეე, ჩემი ტკივილია ეს ხაზი.