ბლოგერები და ბრენდები

წლებია უკვე მოდის ბლოგერების უმეტესობამ ბლოგერობის გარდა ბევრად დიდი მისია შეითავსა.

FBბლოგერები საკმაოდ გავლენიანი ადამიანები არიან, რადგან ხშირად სწორედ ისინი ქმნიან გარკვეულ წარმოდგენას ბრენდებსა და მათ პროდუქციაზე და ავრცელებენ ხალხში პირველი პირიდან. რაც უფრო მისაღებია, საინტერესო და სანდო მკითხველისათვის. სწორედ ამან გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით ბლოგერების პოპულარობა და წარმოშვა სელებრითი ბლოგერები.

დღესდღეისობით ხდება ისე, რომ ბლოგერებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ თუ რა სურთ მათ მკითხველებს და ზოგადად საზოგადოებას, ამიტომ მოხდა რომ დიდმა ბრენდებმა დაიწყეს ბლოგერების გამოყენება თავიანთ საქმიანობაში.

მოდის ბლოგერების უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით იქმნება დღეს საინტერესო სამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ხდებიან ბრენდების სახეები და ელჩები.

დღეს მინდა რამდენიმე ასეთი საინტერესო კოლაბორაციის შესახებ მოგითხროთ.

1. Elin Kling For H&M

ელინ კლინგი საკმაოდ ცნობილი შვედი ბლოგერია, რომელმაც მიიპყრო H&M-ის ყურადღება ჯერ კიდევ 2011 წელს და მათ შექმნეს ერთად კოლექცია, რომელიც ძალიან პოპულარული აღმოჩნდა, ხოლო პროექტი ძალიან წარმატებული.

2. Garance Doré & Kate Spade New York

Garance Doré  თითქმის დარწმუნებული ვარ ყველამ იცით და გსმენიათ მის არაჩვეულებრივ ილუსტრაციებზე, რომელმაც მიიპყრო ქეით სპეიდის ყურადღება და ეს კოლაბორაციაც შედგა. კოლექცია მოიცავდა ბლუზონებს, ჩანთებს, კაბებს, და აიფონის ჩასადებებსაც.

3. Leandra Medine And Dannijo

Dannijo-ს შარშანდელი კოლექციის შესახებ მე გიყვებოდით ჩემს ბლოგზე, ეს არის აქსესუარების მწარმოებელი ძალიან პოპულარული და საინტერესო ბრენდი, რომელსაც ჰყავს უამრავი მომხმარებელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის უამრავი ცნობილი ადამიანი.

 ლეანდრამ თავისი საინტერესო ბლოგით როგორც ჩანს მოიპოვა Dannijo-ს პატივისცემა და ის მიწვეული იყო სამკაულების ერთ ერთი კოლექციის შექმნაზე და შედეგიც საკმაოდ საინტერესო და რაც მთავარია წარმატებული აღმოჩნდა.

4. Natalie Suarez & Volcom.

Volcom ახალგაზრდა სეგმენტზე გათვლილი, თავისუფალი სტილის სამოსის ბრენდია, რომელსაც საკმაოდ ბევრი მაღაზია აქვს მსოფლიოს მასშტაბით.

ნატალიმ არა მხოლოდ კოლექციის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, არამედ თავადაც იყო მოდელი.

5. Chiara Ferragni & Steve Madden

კიარასთვის ეს არის მესამე კოლაბორაცია ფეხსაცმლის ბრენდისათვის და მე პირადად ყველა ფეხსაცმელი მომწონს ამ გოგოს შექმნილი.

3U5A8469_R2_RGB copia

3U5A9333_R2_RGB copia

3U5A8509_RGB copia

3U5A8271_RGB copia

3U5A8722_RGB copia

6. Aimee Song And ELUXE

ეიმის ჩემი ბლოგის ფეისბუქის გვერდიდან გაიცნობდით, თუ მანამდე არ იცნობდით. მე პირადად საოცრად მომწონს ამ გოგონას სტილი და ხშირად ვაშეარებ მის სხვადასხვა ლუქებს.

 კანადური ბრენ ELUXE–ისთვის ეიმიმ შექმნა სვიტერესბისა და მაისურების კოლექცია საინტერესო წარწერებითა და სლოგანებით.

VoiLÀ Tee in Gold available on eLUXE! | Aimee Song -Song of Style #streetstyle bit.ly/1dTTteR

Doing Epic Chic Lookbook | eLUXE | Aimee Song

Doing Epic Chic Lookbook | eLUXE | Aimee Song

 

 

Comments

comments

One thought on “ბლოგერები და ბრენდები

  1. Nutsa Gogelia says:

    თათ, შენც ხომ გაქვს კოლაბორაცია mymaika.ge –სთან 🙂
    მე პირადად ძალიან მომეწონა 2 მაიკა იმ პრინტებიდან და სიამოვნებით ჩავიცმევდი და შევიძენდი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *