HAWAIIAN Tropic

HAWAIIAN Tropic- არის თავის მოვლის პროდუქციის მწარმოებელი ბრენდი, შედარებით ბიუჯეტური და ძალიან კარგი ხარისხის პროდუქციით.

  მე არ მოგიყვებით მთლიან პროდუქციაზე, მაგრამ აუცილებლად მინდა გაგიზიაროთ ამ ბრენდის საზაფხულო პროდუქცია, ანუ ყველაფერი რაც ასოცირდება მზესთან, რუჯთან და დასვენებასთან.

დავიწყებ შეკითხვით, იცით თუ არა რამდენ ხანში ერთხელ უნდა გადაისვათ ხელახლა მზისგან დამცავი პროდუქტი?

– იმისათვის რომ კარგადაც გაირუჯოთ, კანიც დატენიანებული იყოს და მზეზეც არ დაიწვათ, მზის აბაზანების მიღების პერიოდში ყველა 2 საათში თავიდან უნდა გადაისვათ მზისგან დამცავი საშუალებები.

– ბავშვების შემთხვევაში კი უფრო ხშირად და უფრო სქლად, დისკომფორტია მაგრამ აუცილებელია.

მოდით მე მოგიყვებით იმ პროდუქციის შესახებ და თან გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

– მზისგან დამცავი კრემების თვალში მოხვედრა არ არის რეკომენდირებული.

1. Hawaiian Tropic Sheer Touch SPF#50 Lotion – მზისგან დამცავი ლოსიონი, რომლის შეძენა ამაზონზე შეგიძლიათ სულ რაღაც 11.24$

2. HAWAIIAN Tropic Tanning Oil Pump Spray SPF 15 – ზეთი უკვე გარუჯული კანისთვის, რომელსაც უკვე არარ ეშინია დაწვის. ზეთი ეხმარება უკვე ნარუჯის კარგად შენარჩუნებასა და უკეთესი ელფერის შეძენაში, ასევე უკეთ გარუჯვაშიც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენება თეთრ კანზე.

3. Hawaiian Tropic Silk Hydration After Sun Lotion -ერთ ერთი ყველაზე აუცილებელი კომპონენტი გარუჯვისას, როგორც კი მზეს მოეფარებით და აბაზანას მიიღებთ, მაშინვე უნდა გამოიყენოთ after sun პროდუქცია. აუცილებლად გასაკეთებელი პროცედურაა, მზის შემდეგ კანი ტრავმირებულია და აუცილებლად საჭიროებს კვებას, გაგრილებას და დატენიანებას.

4. Hawaiian Tropic Shimmer Effect SPF 40 Lotion – არა აუცილებელი პროდუქტი, თუმცა ნამზეურ კანს მაინც უხდება ბზინვა რაღაც დოზით, ხოდა თუ დაგჭირდებათ მეტი სილამაზის და მოხდენილობის შემატება თქვენი კანისთვის შეიძინეთ ეს პროდუქტი.

 

5. Hawaiian Tropic Moisturizing Lip Balm Sunscreen– იცით შარშან რა ცუდი გამოცდილება მივიღე ნიცაში? დამავიწყდა ჩანთაში ტუჩის დამცავის ჩადება და პირველივე თაკარა მზეზე აღმოჩენისას, საიდანაც მზის ჩასვლამდე ვერ ამაგლიჯა ვერავინ, სასტუმროში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე რომ ტუჩები მქონდა შეშასავით. ხოდა მომიწია მერე ფრანგულ აფთიაქებში სირბილი და ხელებით და მიმიკებით ახსნა რაც მინდოდა, მაგრამ თქვენ გირჩევდით რომ ტუჩის დამცავი, ქუდი და მზის სათვალე აქციოთ თქვენი დასვენების განუყრელ ნაწილად.

Hawaiian Tropic Tropical Lip Balm SPF 45+ Sunscreen

6. და ბოლოს Hawaiian Tropic Kids Continuous Spray – SPF 30, ჩვენი ცხოვრების ყველაზე, ყველაზე მხიარული და საყვარელი ნაწიულაკებისათვის. ბავშვის კანს ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ 2 მომენტს:

1. არ უნდა იყოს SPF 30 -ზე ნაკლები

2. აუცილებლად უნდა იყოს წყალგამძლე პროდუქტი და ასევე აუცილებლად წაუღეთ ბავშვს სათვალე (წყლისაც და მზისგან გამცავიც)  და თავსაბურავი.

 

 

Comments

comments

One thought on “HAWAIIAN Tropic

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *