Belek, July 2014

კომფორტული მგზავრობა, ყველაფერი წუთებში გათვლილი, ძალიან თავაზიანი გიდები, 5*-იანი ულამაზესი ახალ აშენებული სასტუმრო, კარგი მომსახურება, სუფთა აუზები, ხმელთაშუა ზღვა, all inclusive პირობა, კარგი კვება, ბავშვებისთვის ცალკე აუზი, წყლის სასრიალოები, მინი კლუბი და მინი დისკო.

https://i0.wp.com/media-cdn.tripadvisor.com/media/photo-s/05/e1/bf/4a/dionis-hotel-resort-spa.jpg?w=620

https://i0.wp.com/media-cdn.tripadvisor.com/media/photo-s/05/e1/bf/60/dionis-hotel-resort-spa.jpg?w=620

 

მოკლედ ყველაფერის შექმნილი იმისთვის რომ ადამიანმა დაისვენო და იყო ბედნიერი. მაგრამ

პირობას ვდებ სხვა დროს სასტუმროს არჩევას არა კომფორტის – არამედ დამსხვენებლების მიხედვით შევარჩევ. სადაც ყველაზე ნაკლები რუსი იქნება …

მესამე დღესვე ვწერდი – ამდენი ლოთი, უზრდელი, ხმაურიანი და უკულტურო ადამიანი ერთად არ მინახავს მეთქი: მამებიც – რომლებიც დილის 10 საათიდან მთვრალები დადიან, დედებიც და შვილებიც!!!

ამიტომ, ვიყავით სრულიად იზოლირებული ამ წარმოუდგენელი ხალხისგან და გარდა ერთი ორი ვიკას დაქალისა არავისთან არ ვკონტაქტობდით საერთოდ.

10561805_764535853610801_5494352335642769315_n 1912035_764920190239034_3788409244937018890_n 10404881_10204233653909347_4764348054593170657_n 10409753_10204227003063080_7112949550591476862_n 10461399_10204239907145674_9097199456036187604_n 10491103_767857973278589_3228377529528944125_n 10524716_764346396963080_5770953697490956252_n 10534493_764325750298478_6603667376937248580_n 10561685_767924439938609_1446372598181985668_n

ტური იყო ძალიან კარგად დაგეგმილი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი Rico International-ს.

 ძალიან კარგად დავისვენეთ, რასაც ქვია დასვენება და განტვირთვა.

ამ შემთხვევაში განსაკუთრებული აქცენტი ვიკაზე გავაკეთეთ და გამოგვივიდა, ბავშვი იყო სრულიად ბედნიერი, ყველაფერი უხაროდა, ცურვა, თამაში, ხატვა, სასრიალოები, მინი დისკო.

მოკლედ ვიკასთვის იყო ნამდვილად დაუვიწყარი ზაფხული: ახალი მეგობრები, ახალი გამოცდილება, ახალი გარემო, ახალი საკვები (აი ცოტა აქ გვიჭირდა ხოლმე).

ძალიან გაიზარდა ამ 1 კვირაში, უფრო დაიხვეწა, უფრო სხვანაირი გახდა – უფრო დიდი და ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ამჯერად ერთად წავედით.

10574441_10204320281194975_7077153051925969858_n 10487178_10204244889190222_5793643345928046558_n 10518968_764326013631785_1755204227715731017_n 10530691_763949043669482_338732853987309841_n

 

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *