რამდენიმე რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ აცივებიდან – დათბობამდე პერიოდში:
1. სიცივე ძალიან ვნებს ხელებს! არ გახვიდეთ სახლიდან ხელის კრემის გარეშე.
მე პირადად Body Shop-ის შემცვლელი ვერ ვნახე, ასე რომ უხდებოდეს ჩემს კანს ხელებზე.
2. ჩაიტარეთ ხელებისა და ფეხების ცალკე სპა პროცედურები.
ან სალონებში ან სახლის პირობებში, მაგალითად მე და ვიკიკო ყოველ საღამოს ვიტარებთ ფეხების სპა პროცედურებს, ვასხამთ ტაშტში გრილზე ცოტა უფრო თბილ წყალს (არა ცხელს) ვაქაფებთ ტანის გელით და ვყრით სხვადასხვა სურნელის ზღვის მარილს.
და სიმართლე გითხრათ ძალიან FUN და ძალიან სასიამოვნო პროცესია
3. თმის მოვლა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ცივი სეზონისთვის, რადგან სიცივეში თმა უფრო სუსტი და მტვრევადი ხდება.
გირჩევდით Framesi-ს თმის სკრაბისა და თმის ნიღბის გამოყენებას – ეს არის პროდუქტი რომელიც ჩემს თავზე გამოვცადე და ძალიან მალე ვიგრძენი განსხვავება სხვა პროდუქტთან შედარებით.
4. როგორც იცით ცივ სეზონზე კანი გაცილებით მეტად შრება და სკდება, ამიტომ გირცევთ დამატენიანებელი შრატს გამომშრალი კანისთვის
HYDRACTIVE CREAM FOR VERY DRY SKIN by Germaine de Capuccini
ბოდი შოპის მარიხუანას ხელის და ფეხის სახცი არის ყველაზე მაგარი რამ რაც მაგათ ჰქონიათ. ერთადერთი პრდუქვტია რომელსაც სულ ვყიდულობ, და შეცვლაზე არც ვფიქრობ.
ერთი ნაკლი კი აქვს – ძალიან მყრალია, მაგრამ ეფექტი აქვს ისეთი…აიტან სიმყრალეს.