Tbilisi Fashion Week Day 1

დასრულდა რიგით მე-10 თბილისის მოდის კვირეული და დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას,

ჩვეული ცხოვრება არანაკლებ გიჟური და დაკავებულია, იმდენადაც კი რომ უკვე 3 ნოემბერია და ერთი სიტყვაც არ დამიწერია მოდის კვირეულზე, არადა სხვა დროს

პირველივე დღიდან ვაშუქებდი ხოლმე.

დავიწყებ ლოკაციით, რადგან წინა ლოკაციისგან განსხვავებით, რომელზეც

მარტო მე კი არა ყველანი შეყვარებულები ვიყავით – ახალი ლოკაცია აღმოჩნდა საკმაოდ წარუმატებელი, რიგი მიზეზების გამო.

დიზაინ ცენტრის სივრცე იყო უზარმაზარი და ამან შესაძლებლობა მისცა ორგანიზატორებს,

რომ გადასარევად გამოეყენებინათ ეს ყველაფერი: დიდი შოურუმი, დიდი კაფე,

სპონსორებისთვის დიდი სივრცე, 2 მოზრდილი ბექსთეიჯი – მაგრამ რად გინდა – დიდი გამყინვარება იყო ყველგან.

ასეთი დისკომფორტი მე პირადად არც ერთ მოდის კვირეულზე არ შემქმნია,

მითუმეტეს როცა იყინებოდნენ ჩემი თანამშრომლები და სულ მეწუწუნებოდნენ.

პარალელურად ვიხსენებდით გრატოში ჩატარებულ მოდის კვირეულს,

სადაც ასევე ნახევრად დასრულებული შენობა იყო, მაგრამ არც

ასე ციოდა და მითუმეტეს კაფეც სხვანაირად ემსახურებოდა.

ჩაის მაინც დალევდი და ამათ 2 დღე ვთხოვდი და არც კი მოიტანეს.

პირველ დღეს ჩატარდა 3 ჩვენება: ანუკი – ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მერე დალოადი და გოლა დიზაინ ცენტრში.

ANOUKI-ს ჩვენება ძალიან ლამაზად იყო შეფუთული, უამრავი ადამიანი ესწრებოდა და

ვიტყოდი რომ ესწრებოდა სწორი ხალხი, რაც ამ ბოლო დროს მოდის კვირეულზე

დეფიციტია ხოლმე, თუმცა თავად კოლექციამ ვერ გამაგიჟა და მომხიბლა.

ანუკისგან, რომელიც ძალიან გემოვნებიან გოგონად მიმაჩნია და თავად ძალიან ლამაზად იცვამს – რაღაც მეტს მოველოდი, თუმცა კოლექცია იყო საკმაოდ ნაზი და ქალური.

ანუკის ჩვენების შემდეგ დიზაინ ცენტრში მოხდა თბილისის მოდის კვირეულის

 ოფიციალური გახსნა, ამასობაში მზად გვქონდა სტენდები სპონსორებს,

სადაც ვიღებდით სტუმრებსაც:

მერე დაიწყო დალოად ჯგუფის ჩვენება, რომელიც 3 კაფსულა კოლექციისგან შედგებოდა:

იკა ბობოხიძე, სიმონიკო მაჩაბელი და სადებიუტო კოლექციით ჯიჯი რეჯინი.

მართლა ძალიან სასიამოვნო სანახაობა იყო, სამივე კარგი კოლექცია იყო,

განსაკუთრებით ჯიჯიმ მოხიბლა

დამსწრე საზოგადოება და როგორც შევიტყვე

 თითქმის მთლიანი კოლექცია გაყიდულია უკვე.

ჯიჯის მინდა წარმატებები და უფრო დიდი კოლექციების კეთება ვუსურვო.

პირველი დღე დახურა გოლას ჩვენებამ, რომლის დასაწყისიც

მხატვრულად გააფორმა ქეთათომ. კოლექცია იყო გოლასეული – უფრო და უფრო კარგი ვიდრე წინა ჩვენება,

 ძაალიან მომეწონა და ძალიან მიყვარდება დღითი დღე ეს დიზაინერი.

—————

Comments

comments

One thought on “Tbilisi Fashion Week Day 1

  1. სალომე says:

    მომეწონა ძალიან მიმოხილვა სრულიად გეთანხმები( მეც ვესწრებოდი 3ვე ჩვენებას) , გამახარა იმ ფაქტმა რომ ჯიჯიმ მამაკაცების ხაზი წარმოადგინა , ზოგადად დალოადის 3ვე დიზაინერის ხედვა ძალიან მომეწონა , ანუკი პირადად მე მომეწონა , ნაზი ქალური , ფერადი კოლექცია ჰაეროვანი გოგონებისთვის, რაც შეეხება ლოკაციას ოფიციალურად თავი ღია ცის ქვეშ მეგონა, ისე ციოდა 🙂 თუმცა ვთვლი, რომ დროთა განმავლობაში ყველა დეტალი მაქსიმალურად გამოსწორდება და ძალიან კარგი დონის მოდის კვირეული გვექნება …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *