სახის მოვლა სახლის პირობებში

ნატალიში დავგეგმეთ ძალიან სასიამოვნო, გოგოშკური ღონისძიებები.

ეს არის ღია კარის დღეები, რომელიც ჩატარდება ხოლმე ნატალი ანტი ეიჯ კლინიკაში.

ანუ: ყოველ კვირას გვექნება სხვადასხვა თემაზე, (ძირითადად სახისა და სხეულის მოვლა) შეხვედრები 8-9 ადამიანთან, რომელთაც იქვე ჩავუტარებთ და ვანახებთ ამ ყველაფერს.

ამავე ღონისძიების ფარგლებში პროდუქცია,

რომელსაც ამ პროცედურისთვის ვიყენებთ გაიყიდება დიდი ფასდაკლებით.

პირველი ღია კარის დღე მიეძღვნა თემას:

სახის  Smart Spa სახლის პირობებში –   ეს არის პროცედურა რომელიც უზრუნველყოფს:

*  უმოკლეს დროში და სახლის პირობებში თქვენი სახის კანის მაქსიმალურად მოვლას, კანი ხდება გლუვი, სუფთა, დატენიანებული და პრიალა.

* სახის კანის დაცვას გარემო პირობებისგან.

* დაღლილობის კვალის წაშლას.

სახის  Smart Spa სახლის პირობებში 5 ნაბიჯისგან შედგება და გამოყენებული იყო მხოლოდ ესპანური პროფესიონალური კოსმეტიკური ხაზის Germaine de Capuccini-ს პროდუქცია:

1. დემაკიაჟი – სახის გაწმენდის პროცედურა, მაშინაც კი როდესაც მაკიაჟი არ გისვიათ.

2. სახის პილინგი – სახის კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილება.

3. თვალის მოვლა – თვალის შრატის ან კრემის გამოყენება, რათა თვალების ირგვლივ კანმა შეინარჩუნოს სინაზე და ელასტიურობა.

Timexpert Lift Eye-Contour Cream 1

4. სახის კანის დატენიანება –  სახეს აუცილებლად სჭირდება კანის დამატენიანებელი კრემი.

5. BB cream – გამოიყენება დღის საათებში და არის  სპა პროცედურების დამასრულებელი შტრიხი.  შედეგად კანი არის დასვენებული, მოვლილი და ერთ ტონალობაში.

ამ დღეების შესახებ დავაანონსებთ ფეისბუქზე და აუცილებლად გვეწვიეთ, დამერწმუნეთ დიდად ნასიამოვნები წახვალთ სახლში.

 

 

Comments

comments

2 thoughts on “სახის მოვლა სახლის პირობებში

  1. Taa says:

    თაკო გვაზავა

    ამ კვირაშიც გვაქვს ზუსტად იგივე თემაზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *