New Year traditions around the world …

მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვაგვარად ხვდებიან ახალ წელს,

ზოგი სუფრაზე იძინებს საცივის თეფშში თავჩარგული,

ზოგი კი ძველ ავეჯს ყრის პირდაპირ ფანჯრებიდან.

1. ირლანდია

ირლანდიელებს გასათხოვარი ქალბატონებისათვის ერთი ძალიან საინტრესო საახალწლო ტრადიცია აქვთ:

31-ში ღამე ვიდრე დასაძინებლად დაწვებიან ბალიშის ქვეშ დებენ “ფითრის” კონას და ისე იძინებენ.

ამბობენ ამ მეთოდს ოცნების ქმარი მოყავს ამ წელსო.  🙂

2. ბრაზილია

ბრაზილიაში ახალი წელი არის ღვთაებრივი სეზონი:

სითბო, ზღვა, ყველანი გარეთ, უამრავი ფეერვერკი და მათი საოცარი ტრადიცია

ისინი ახალი წლის ღამეს ათასობით მიდიან ოკეანესთან და  YEMENJA -ს, ზრვების ქალღმერთს შესაწირავებს უგზავნიან წყლის მეშვეობით.

ეს ძირითადად თეთრი ყვავილებია ხოლმე და

გამგზავნებსაც სჯერათ რომ ჩაფიქრებულ ოცნებებს აუსრულებთ ქალღმერთი.

თეთრი ყვავილების გარდა ქალღმერთს ქალის კოსმეტიკასაც უგზავნიან

და იმისათვის რომ არ მოხდეს ოკეანის დაბინძურება,

ამ ყველაფერს პატარა ხელნაკეთ ნავებზე დებენ,

რომლებიც შემდეგ მეეზოვეებს გამოაქვთ წყლიდან გამთენიისას.

3. შოტლანდია

შოტლანდიელებს ჰქონიათ ჩვენს მსგავსად “მეკვლეს” ინსტიტუტი.

აუცილებელია, რომ სახლში ახალი წლის დადგომიდან პირველი დღის განმავლობაში,

პირველად შემოვიდეს მაღალი, შავგრემანი, სიმპათიური მამაკაცი.

თუ ეს ასე მოხდება, ოჯახს ექნება კეთილდღეობა მომდევნო 12 წლის მანძილზე.

4. იტალია

ეს საოცრად ტემპერამენტიანი ადამიანები, ახალი წლის ღამესაც გამოირჩევიან

თავიანთი ცხელსისხლიანობით და ახალი წლის ღამეს

პირდაპირ ფანჯრიდან ადგებენ ძველი ავეჯის ნაწილს

ან რამე ძველ ნივთებს. მოკლედ ახალი წლის ღამეს იტალიაში

ყველას შენობაში დარჩენას გირჩევდით, რა იცით რა მოგხვდებათ თავში 🙂

ეს ტრადიცია ნიშნავს იტალიელების მზაობას დაივიწყონ წარსული

და დაიწყონ ყველაფერი თავიდან.

5. ფილიპინები

ფილიპინების ტრადიციების თანახმად მრგვალ ფორმებს მოაქვთ

ხალხისთვის კეთილდღეობა. ამიტომ ფილიპინელები ცდილობენ

ახალ წელს შეხვდნენ კოპლებიანი სამოსით,

ჭამონ ბევრი ფორთოხალი ახალი წლის ღამეს და რაც მთავარია,

ჯიბეებს ივსებენ მონეტებით და ასე ხვდებიან ახალ წელს.

6. ჩილე 

ჩილეში, ის ადამიანები, რომლებსაც მეორე ნახევარი გარდაცვლილი ჰყავთ,

ახალი წლის ღამეს ადგილობრივ სასაფლაოზე ატარებენ, თავიანთ გარდაცვლილ

საყვარელ ადამიანებთან ერთად.

7. ესპანეთი

ესპანეთში ახალი წლის ღამეს 12 საათის გახდომამდე ყველა დარტყმაზე ერთ მარცვალ ყურძენს მიირთმევენ.

12 დარტყმაში 12 -ივე უნდა შეჭამო და შემდეგი 12 თვე გექნებათ ბედნიერი და წარმატებული.

ხომ არ დაგვენერგა ჩვენთანაც? 🙂

Comments

comments

One thought on “New Year traditions around the world …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *