Oily Hair – Best Shampoos

ცხიმიანი თმა საშინელებააო, ამბობენ ჩემი მეგობრები და ალბათ უნდა დავეთანხმო, თმა რომელიც ყოველ მეორე დღეს დასაბანია, საკმაოდ რთულია გაბედნიერებდეს.

მე პირადად მშრალი თმა მაქვს და ამდენი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა რომ გაგიზიაროთ ცხიმიანი თმისთვის საუკეთესოდ მორგებული შამპუნები და კონდიციონერები.

დავიწყოთ იმით, რომ არ არის საუცილებელი შამპუნების მხოლოდ თბილისის მაღაზიებში მოძიება, გამოიყენეთ ონლაინ მაღაზიები, რევიუები წაიკითხეთ და შეეცადეთ ხშირად ცვალოთ ისინი.

1. Neutrogena Anti-Residue Shampoo, $6

ეს არ არის ყოველდღიური შამპუნი, შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ მაგალითად ყოველ მესამე ან მეოთხე დაბანაზე.

2. Suave Daily Clarifying Shampoo, $7

ყოველდღიური გამოყენების შამპუნია, რომელიც საუცხოოდ ასუფთავებს თავის კანს და თმის ღერებს.

3. Pantene Pro-V Sheer Volume Shampoo & Conditioner, $8

არ ვიცი რამდენად ხართ ზოგადად პანტენის მოყვარული, მაგრამ ეს შამპუნი საოცრად აკრიალებს თმას და თანაც ყოველდღიურადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ

4. Klorane Revitalizing and Strengthening Shampoo, $14.50

საკმაოდ კარგად ახასიათებენ ამ შამპუნს, ძირითადად როგორც თმის გამაძლიერებელი, მაგრამ როგორც ჩანს ცხიმიან თმას განსაკუთრებით უხდება.

5. Aveda Pure Abundance Volumizing Shampoo, $21

გადასარევი შამპუნია, თმას შედეგი ეტყობა მეორე დაბანიდანვე, ძალიან ფაფუკი და ნაზი ხდება

6. Phyto Phytovolume Volumizing Shampoo, $22

საუკეთესო შამპუნია მოცულობისთვის, სხვათა შორის ეს შამპუნი ძალიან აქტიურად გამოიყენება ჰოლივუდში, როგორც ერთ ერთმა ჟურნალისტმა გაგვანდო ჟურნალი ELLE-ის გვერდებიდან.

7. Kerastase Volumactive Shampoo, $43 & Up

კერასტასის ყიდვა რეალურად თბილისშიც შეგიძლიათ და ალბათ ყველამ იცით რომ მართლაც ჯადოქარი შამპუნია. ამიტომ მასზე ბევრს არ ვისაუბრებ

8. Shu Uemura Cleansing Oil Shampoo, $57

აი ამ შამპუნს უპირობოდ გავსინჯავდი ცხიმიანი თმა რომ მქონდეს.

Shu Uemura -ეს არის ბრენდი რომლის არც ერთ პროდუქტს ჯერ არ გავუწბილებივარ და არ დავუტოვებივარ იმედგაცრუებული.

თვით ნინა გარსიაც კი ამ შამპუნს იყენებს, რომ იცოდეთ 🙂

მოკლედ ეს არის საკმაოდ კარგი ჩამონათვალი, ხელმისაწვდომიდან – ძვირფას შამპუნებამდე. აირჩიეთ და აუცილებლად სცადეთ რამდენიმე მათგანი.

Comments

comments

One thought on “Oily Hair – Best Shampoos

  1. თაკო გვაზავა says:

    ნიტროჯენა ზოგადად ძალიან კარგი ბრენდია და ალბათ გაამართლებს კიდეც..
    აქ ჩამოთვლილთაგან მე მოსინჯული მაქვს ფიტო და კლორანი და დიდად კმაყოფილი არ ვარ, განსაკუთრებით ფიტომ გამიცრუა იმედები, კლონას კიდევ არაუშავს.
    ამჟამად ვხმარობ ფრამეზის და ნამდვილად არაა ცუდი, თუმცა არც ის შედეგი მომცა, რომელსაც ველოდი.
    მოკლედ, საშინელი მომხმარებელი ვარ :)))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *