Sao Paulo, August 7

7 აგვისტო იყო ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი დღე მთელი ამ 2 კვირიდან, ამ დღეს პირველად მივედი ანჰემბის პავილიონში, პირველად შევაღე ვორლდსკილლს-ის კარი და პირველად დავინახე ეს უზარმაზარი ორგანიზაცია და უდიდესი პროექტი შიგნიდან.

ამ დღეს იყო New Experts Orientation.

2015-08-07 13.55.56-1

2015-08-07 13.56.10 2015-08-07 14.35.06 2015-08-07 15.15.13 2015-08-07 15.26.32 2015-08-07 15.27.34 2015-08-07 15.28.34 2015-08-07 15.29.56

New Experts Orientation – მხოლოდ მე, ილიამ და ზურამ გავიარეთ რადგან დანარჩენები უკვე მეორედ მოდიოდნენ. ეს არის კონფერენცია სადაც ყველა დამსწრეს აცნობენ ვორლდსკილის დანიშნულებას, მისიას, ექსპერტის მისიას და სამუშაოს და რაც ყველაზე მთავარია – შეფასების პროცესს.

შეფასების პროცესი არის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მითუმეტეს რომ წელს სუბიექტური შეფასება ზოგ უნარში სეცვალეს “ჯაჯმენთ მარქინგით” და ეს ცვლილება დეტალურად აგვიღწერეს.

შეფასების 4 ქულა დანერგეს მანამდე არსებული 10-ის ნაცვლად, სადაც 0 – ნიშნავს რომ ნამუშევარი არანაირად არ შეეაბამება სტანდარტს და 3 ნიშნავს “ექსელენსს”.

საკმაოდ საინტერესო იყო,თუმცა ზოგიერთი ენის არამცოდნისა და ზოგიერთი ზოგადად “ტორმუზი” დამსწრეს გამო (როგორებიც ყოველთვის და ყველგან არიან ხოლმე) პროცესი ისე გაიწელა უკვე გასაქცევად ვემზადებოდით.

2015-08-07 17.01.24 2015-08-07 17.01.35 2015-08-07 17.33.12 2015-08-07 17.53.24

შემდეგ წავედით ლანჩზე, ეს იყო უდიდესი გასაბერი კარავი, სადაც ყველაფერი შესანიშნავად იყო მოწყობილი, მათ შორის განათება, ვენტილაცია და კონდიცირებაც. თუმცა ჩემნაირი პრეტენზიული მჭამელი ადამიანისთვის აქ კვება ცოტა რთული იყო, მარტო ბრინჯს და სალათს ვჭამდი ხოლმე, ყოველ დღე …

ზოგადად სანპაულოს მერე სერიოზულ რეაბილიტაციას ვსაჭიროებ, ეს იყო 12 დღე როდესაც მხოლოდ 4 საათი გვეძინა დღეღამეში და მხოლოდ 2 ჯერ ვიკვებებოდით, ისიც დილით 7-ზე და მერე 1 საათისკენ 🙂

2015-08-07 18.06.15
2015-08-07 18.25.36 2015-08-07 18.25.52 2015-08-07 18.55.56

 

2015-08-07 20.27.40 2015-08-07 20.27.53

ლანჩის შემდეგ ჩავსხედით ავტობუსებში და წავედით სამბას სკოლაში, სადაც ჩვენთვის უნდა მოეყოლათ როგორ უკეთებენ ორგანიზებას სხვადასხვა უდიდეს ფესტივალს და კარნავალს ბრაზილიაში და უნდა ჩაეტარებინათ მცირე მასტერკლასი სამბას ცეკვაში.

ასე მგონი არაფერი მინანია როგორც იმ სკოლაში წასვლა – სრული ქაოსი იყო, თან სადღაც შორს გარეუბანში, ტაქსს რომ ვერ აიყვან და ვერ დაბრუნდები, იძულებული რომ ხარ რომ ისევ ავტობუსს ელოდო, ბარბექიუს ბოლი სულ შენობაში შემოდიოდა და შევიბოლეთ ყველანი. არც პროგრამა იყო საინტერესო.

ერთადერთი ფინალი იყო საინტერესო როდესაც სამბას მოცეკვავეები გამოლაგდნენ და დარბაზშიც ხალხი ააცეკვეს და ბოლოს ბრაზილიური კოქტეილებით “კაიპირინია” გაგვიმასპინძლდნენ, რომელიც ისეთი მაგარი იყო რომ ნახევარ ჭიქაში თავბრუ მეხვეოდა და ვეღარ გავაგრძელე დალევა. არადა უგემრიელესი იყო.

2015-08-07 22.24.09 2015-08-07 22.24.50 2015-08-07 22.25.23 2015-08-07 22.31.22 2015-08-07 23.03.58 2015-08-07 23.12.45 2015-08-07 23.41.38 2015-08-07 23.45.20 2015-08-07 23.59.46 2015-08-08 00.00.53 2015-08-08 00.01.16 2015-08-08 00.01.25 2015-08-08 00.09.03

   

საღამოს ამ სამბა სკოლიდან საკმაოდ გვიან წამოვედით, ძალიან დაღლილები, ლამის ავტობუსებში გვეძინა.

მივედით სასტუმროში, გადავივლეთ, გამოვიპრანჭეთ Friday Night-ის ხათრით და ის იყო სადმე გასვლას ვაპირებდით, რომ გავიგეთ რომ ჩვენი ბავშვები (კონკურსანტები) ჩამოვიდნენ მაკასთან ერთად და რომ სასტუმროში არ უშვებდნენ რაღაც გაურკვევლობის გამო.

ნაწილი დარჩნენ სასტუმროში და მე და სერგო მაშინვე გავქანდით ბავშვებთან, საწყლები ისეთი დაღლილები იყვნენ არაფრის თავი აღარ ჰქონდათ.

2015-08-08 05.00.55 2015-08-08 05.01.21 2015-08-08 05.48.40 2015-08-08 05.49.18 2015-08-08 06.05.06 2015-08-08 06.05.37

მადლობა ღმერთს მალევე მოგვარდა ყველაფერი და შეუშვეს ბავშვები სასტუმროში და ჩვენც წამოვედით ჩვენთან, უკვე ღამის 2 საათი ხდებოდა და არსად წასვლის თავი აღარ გვქონდა. ცოტა ხანი ვისაუბრეთ და დავიშალეთ.

მეორე დღეს თითოეული პროფესიის წარმომადგენელს ექსპერტების პირველი სამუშაო შეხვედრა გვქონდა და მოუთმენლად ველოდი მე პირადად ამ დღეს.

 

Comments

comments

2 thoughts on “Sao Paulo, August 7

  1. Tariel Zivzivadze says:

    (y)
    რასაც ყოველთვის ვამჩნევ თათა შენში და ვაფასებ არის შემდეგი: ყოველთვის ერთვები ხოლმე ახალ ინიციატივებში. ეს ძალიან ბევრს არ შეუძლია [მოსწყდეს რუტინას და დააგემოვნოს ახალი]!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *