Worldskills Sao Paulo 2015, August 8, First meeting with Experts

8 აგვისტოს გეგმა Worldskills International Skill Management Plan (SMP) -ის მიხედვით ასე გამოიყურებოდა:

Screenshot 2015-08-21 15.51.13

ეს იყო ერთ ერთი ყველაზე მეტად დატვირთული, საპასუხიმსგებლო და დამღლელი დღე.

8:30- ზე Hairdressing Skill -ის ყველა ექსპერტი (34 ადამიანი) ვიყავით ჩვენს პავილიონში და შევიკრიბეთ ექსპერტების ოთახში

Screenshot 2015-08-21 16.05.04

2015-08-08 16.59.23 2015-08-08 16.59.39 2015-08-08 17.16.52

 

დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობით, ვინ საიდან ვიყავით, მერამდენედ ვიღებდით მონაწილეობას, რა გამოცდილება გვქონდა სფეროში და ასე შემდეგ.

საკმაოდ საინტერესო დასაწყისი იყო, შემდეგ გაგვეცნო უფროსი ექსპერტი და უფროსი ექსპერტის მოადგილე, გაგვაცნეს მათი როლები და პასუხისმგებლობები.

შემდეგ გაგვეცნენ იესარები – ESR – ექსპერტები სპეციალური პასუხისმგებლობებით, ასეთი იყო რამდენიმე.

მერე გვქონდა მცირე ტრენინგი HSE -ში – ანუ ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ნორმებში. ეს საკითხები აქ უმაღლეს დონეზე დგას და სპეციალურ საბუთებსაც ითხოვენ პროდუქციისა და ხელსაწყოებისათვის.

ამ ყველაფერს დასჭირდა რამდენიმე საათი და ვიდღე დღის მთავარ თემაზე გადავიდოდით – რაც იყო ტესტ პროექტის 30%-ით შეცვლა გავედით ლანჩზე.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

 

პირველი ნაწილი შედარებით ნორმალური იყო და კი დავირალე ცოტა, მაგრამ იმედი მქონდა რომ ტესტ პროექტის 30%-ის შეცვლას მაქსიმუმ 2 საათს მოვანდომებდით და მერე ვიქნებოდით თავისუფალი.

თუმცა ამაოდ:

Screenshot 2015-08-21 16.05.26

ამ პროცესმა წაიღო რომ არ მოგატყუოთ დაახლოებით 5-6 საათი.

აქაც დავწერ და განვმეორდები, რომ საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთი მოსმენით იგებენ ყველაფერს, თუმცა არსებობენ მეორენი რომლებსაც უნდა გაუმეორე 7-ჯერ და კიდევ 11 კითხვას მოაყოლებს იგივე თემაზე.

ჩვენს ჯგუფში ასეთი იყო 7-8 ადამიანი – წარმოიდგინეთ რამდენი ხანი ვტკეპნეთ თითო საკითხი. ამას დაემატა ის რომ დაახლოებით 8-9 ექსპერტს თარჯიმნები ჰყავდათ და ვიდრე ისინი უთარგმნიდნენ კიდევ დრო გადიოდა. ცოტაც და მე, ჩემს მეგობარ კანადელ გოგონას მარი-მიშელს და ფრანგ რომანს ადგილებზე ჩამოგვეძინებოდა.

საღამოს ვინც ვიყავით დარჩენილი ერთმანეთს გავუარეთ და წავედით სასტუმროში, ზოგი ჩვენგანი ადრე ამთავრებდა, ზოგი პირიქით ძალიან გვიან.

სასტუმროში ცოტა მოვწესრიგდით, ცოტა თბილად გადავიცვით რადგან მაინც ზამთარია და ცოტა ადრილდა და ეზოში ცავედით სადაც მაკამ ჩვენი ბავშვები მოგვიყვანა და მათთვის უნდა გაგვეცნო 30%- რა შევცვალეთ ტესტ პროექტში.

ეს იყო დაახლოებით 11 საათი და მიუხედავად იმისა რომ გადაღლილები ვიყავით ღამის 1 საათამდე მაინც ვერ მოვრჩით და ისევ გვიან მოგვიწია დაწოლა. რადგან როცა უკვე ინფორმაციის გადაცემა დავასრულეთ ბავშვებისთვის, ცოტა ხანი სასაუბროდ გავჩერდით და შთაბეჭდილებების გასაცვლელად. ისევ 2 საათზე მოგვიწია დაძინება.

2015-08-09 10.24.49 11873394_10153542468122354_5504537645523442785_n

 

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *