Worldskills Sao Paulo 2015, August 9, Preparation for Competition

ამჯერად უკვე საქართველოს გუნდი სრული შემადგენლობით იმყოფება სან პაულოში და დილიდანვე ანჰემბი პარკში მივდივართ ჩვენს ოფიციალურ და ტექნიკურ დელეგატებთან ერთად.

ქ-ნი მარინა ჟვანია, რომლის გარეშეც Worldskills Georgia უბრალოდ არ იარსებებდა !!!

2015-08-09 08.45.43

2015-08-09 08.56.42

შეხვედრა ამჯერად ჩვენივე დარბაზში შედგა, სადაც კიდევ ერთხელ გავიარეთ დეტალები, ვისაუბრეთ ჩვენი კონკურსანტების შესახებ, მომზადებაზე და პროდუქციაზე.

მოგვიანებით შემოგვიერთდა ლორეალის წარმომადგენელი, ლორეალი არის Worldskills hairdressing-ის უცვლელი სპონსორი, გაგვესაუბრა პროდუქციის შესახებ, გვითხრა სიახლეების შესახებ რასაც ნერგავენ სფეროში.

2015-08-09 10.03.39 2015-08-09 10.04.01 2015-08-09 16.00.00 2015-08-09 16.00.45

9 აგვისტო ძირითადად მიეძღვნა ტექნიკურ საკითხებს: კონკურსის ტექნიკურად შესრულებას, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ნორმების კიდევ ერთხელ გადამეორებას და ჩვენი ხელსაწყოებისა და საღებავების შემოწმებას.

2015-08-09 13.20.48 2015-08-09 13.30.35 2015-08-09 13.30.49 2015-08-09 13.31.31 2015-08-09 13.37.34 2015-08-09 13.37.42 2015-08-09 13.38.03 2015-08-09 13.38.10 2015-08-09 14.07.36 2015-08-09 14.07.47 2015-08-09 14.14.55 2015-08-09 14.19.23 2015-08-09 15.44.117 საათისთვის საპარიკმახერო საქმის ექსპერტები გავეშურეთ Happy Hour-ზე. ეს არის ღონისძიება, რომელიც ყოველ საღამოს იმართება, გვირიგდება სასმელისა და სნექების ტალონები, რომლითაც უფასოდ ვიღებთ 2 სასმელსა და 1 რამე სნექს.

არის ლაუნჯის ტიპის დარბაზი შიგნით და გარეთ დგას უფრო მარალი მაგიდები, ისმის ცოცხალი მუსიკა და არის ძალიან მხიარული და უშუალო სიტუაცია “თანასკილელების” გასაცნობად.

2015-08-09 18.04.13 2015-08-09 17.30.43 2015-08-09 18.23.07 2015-08-09 18.36.58 2015-08-09 19.36.10

საღამოს ისევ გვიან მივედით სასტუმროში, თუმცა მაკა და ჩვენი უსაყვარლესი კონკურსანტები არ შეუშინდნენ ღამეს და ისევ გვესტუმრნენ სასტუმროში.

ამ საღამოს განსაკუთრებით ციოდა და ჩვენც ჩემს ნომერს შევაფარეთ თავი.

ხვალ პირველი დღე აქვთ ბავშვებს როდესაც კონკურსის ჩატარების ტერიტორიაზე მოდიან და აქვთ ე.წ. “ფამილარიზაციის დღე” ანუ გაცნობა კონკურსთან, ექსპერტებთან, კონკურსანტებთან და ახალ პროდუქციასთან, რომელსაც ლორეალი სთავაზობთ.

2015-08-09 22.31.25 2015-08-09 22.31.26

 

Comments

comments

One thought on “Worldskills Sao Paulo 2015, August 9, Preparation for Competition

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *