20150816_205313

Sao Paulo 2015, August 16

ყოველი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს შეგრძნება, რომ რაღაც ჯადოსნური ხდება მის ირგვლივ, შეგრძნება რომელიც იმდენად ძლიერია და გადამდები რომ საოცარ ენერგიას გაძლევს შენც და ყველა შენს გარშემო მყოფსაც.

ზუსტად ასეთი იყო 16 აგვისტო – დილის 7 საათიდანვე.

წარმოიდგინეთ ვიღვიძებ ოთახში სადაც ვიღვიძებდი ბოლო 11 დღე ყოველი დილის 6 საათზე და ვხვდები რომ ეს ბოლო დღეა ამ თავგადასავლის, რომ ხვალ დილიდან მე ვეღარ გამოვალ ამ აივანზე, ვეღარ გავიგებ ვერტმფრენების ხმაურს და ვერ დავინახავ ამ ხედს.

20150812_061225

2015-08-06 14.00.08

2015-08-06 13.59.53

მთელი 12 დღის მანძილზე ყველა ჩვენთაგანს სახლი ენატრებოდა, გვენატრებოდა თბილისი, ჩვენი ოჯახები, მეგობრები და საქართველო . . .

მაგრამ ეს იყო დღე, როდესაც ალბათ პირიქით ვხვდებოდით რომ სრულდებოდა რაღაც ძალიან საინტერესო, განსხვავებული და ემოციებით სავსე და ჩვენ უკან ვბრუნდებოდით.

ვუბრუნდებოდით ჩვენს ყოველდღიურობას და მოუხედავად იმისა რომ აქაც გადავიღალეთ მუშაობით, თითოეული ჩვენთაგანს მაინც უნდოდა კიდევ დარჩენა.

ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ეს დღე ყოფილიყო დაუვიწყარი და ასეც მოხდა.

დილიდანვე თითქმის ყველანი გავემგზავრეთ ანჰემბი პარკში საბოლოო შეხვედრებისთვის. საღამოს დახურვის ცერემონიალი იყო დანიშნული.

ერთმანეთს ავტობუსების გაჩერებასთან დავშორდით, ზურამ გვითხრა მე არ შემეხმიანოთ მე მერკადო მუნიჩიპალეში მივდივარ და დახურვის ცერემონიალზეც არ ვიქნებიო.

ამ დღეს ქალაქში უდიდესი მანიფესტაცია იყო, ყველა გვაფრთხილებდა გარეთ არ იაროთო მაინც მოერიდეთ საშიშიაო, მაგრამ რა საშიში …

მოკლედ მივედით ჩვენ ჩვენს პავილიონებში, ჩატარდა მომავალი კონკურსისთვის ჩიფ ექსპერტისა და ჩიფ ექსპერტის მოადგილის არჩევნები.

შემდეგ მიდიოდა მომავალი ტესტ პროე20150816_104738ქტისთვის კენჭისყრა. მერე კიდევ რაღაც გაწელილი პროცედურები და აბსურდამდე მისული დადასტურებები პინ ნომრების შეყვანით. თან ნახევარზე მეტს პინი არ ახსოვდა, ზოგს მერე მეილის პაროლი არ ახსოვდა და მოკლედ დიდი აურზაური იდგა. როგორც იქნა დავასრულეთ და  დაგვასაჩუქრეს…

 

როგორც კი დავასრულე ბიჭებს შევეხმიანე, მხოლოდ როდამი იყო თავისუფალი, გაბო უკვე წასული იყო, სერგოც არ იყო და ილიამ ჯერ კიდევ 1 საათი ვერ განვთავისუფლდებიო.

წავედით მე და როდამი ავტობუსებისკენ, რომლებსაც ამჯერად გაჩერება ჰქონდათ 3 კილომეტრში. გზაზე როდამის დარგში ლიტველი ექსპერტიც გვახლდა – რაიმონდი. ძალიან ბევრი ვიცინეთ ვიხალისეთ და ამ დღეს დაიბადა როდამის ახალი სახელწოდება, რომელსაც დღემდეც ატარებს “რადამჩიკ”.

ავტობუსში გავატარეთ მთელი ერთი საათი სხვადასხვა ექსპერტებთან ერთად, რადგან ბოლო დღე იყო და ძალიან შეზღუდულად დადიოდნენ. ძალიან ძალიან საოცარი ერთი საათი იყო, მუცლის პრესი დავიყენე იმდენი ვიცინე. აქ ამბავი მალაიზიელ ექსპერტზე, როდამს რომ მოყნებოდა სულ ძალით, ძლივს რომ გავაკავეთ. :დ :დ

კონკურსანტებს ეს დღე თავისუფალი ჰქონდათ ცერემონიალამდე.

20150816_122827

სასტუმროში მოვედით თუ არა ავედით ყველანი ჩვენს ნომრებში ჩანთების ჩასალაგებლად, შევთანხმდით რომ 2 საათში ჰოლში ვიკრიბებოდით და მივდიოდით ფულის გადასახურდავებლად, ცოტა საშოპინგოდ, საჭმელად და რაც მთავარია მანიფესტაციის სანახავად.

რაღაცნაირი განსხვავებული დღე იყო, უფრო ლამაზი. უფრო თბილი, მზე უფრო კაშკაშებდა, ხმებიც უკეთესად გვესმოდა თითქოს.

მარტო მე არა ყველანი ამას ვგრძნობდით, პატარა ბავშვებივით ვიყავით, ყოველ წუთს ბოლო დღის ყოველ წუთს სხვანაირად შევიგრძნობდით, სხვანაირად აღვიქვამდით და სხვანაირად გვიყვარდა და ველოლიაბენოდით ამ წუთებს. საშინლად გვენანებოდა …

დაბლა რომ შევიკრიბეთ სადაც ილიას ველოდით, რომელსაც საოცარი თავგადასავალი გადახდა უკანა გზაზე და ლამის სასტუმრომდე ვერ მიაღწია, ყველამ ერთხმად ვაღიარეთ რომ გადასარევი თრიფი იყო.

“see u abu dhabi” – ეს კოდური ფრაზაა ილიას ამ დღევანდელი თავგადასავლისა, ტრანსპორტი აღარ დადიოდა, ტაქსებს ვერ აჩერებდა, იქაური ფული არ ჰქონდა, ძლივს მოაღწია სასტუმრომდე :დ და ძალიან გვიან მოვიდა და მაშინვე ზევით ავიდა გამოსაცვლელად რათა ხუთივენი (ზურას გარდა) წავსულიყავით საშოპინგოდ.

ვიდრე საშოპინგოდ წავიდოდით ფული უნდა გადაგვეხურდავებინა, რაც უდიდეს პრობლემებთან იყო დაკავშირებული: ერთი რომ კვირა დღე იყო, მეორე რომ მანიფესტაცია იყო და პაულისტაზე ყველა მსგავსი ტიპის ჯიხური დაკეტილი იყო.

უამრავ ადამიანს ვკითხეთ და ბოლოს მიგვასწავლეს სასტუმრო რენესანსი, სადაც როგორც იქნა გადავახურდავეთ ფული.

პაულისტაზე “fora dilma” ანუ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი იყო გამოსული, მაგრამ ეს იყო ულამაზესი მანიფესტაცია, საოცრად მშვიდი, მხიარული, ბედნიერებითა და ოპტიმიზმის განცდით სავსე.

ყველანი ბრაზილიის ყვითელ – მწვანე დროშის ფერებში იყვნენ გამოწყობილი და ყველგან ამ ფერებში სუვენირები იყიდებოდა. დადიოდნენ დროშებით, საყვირებით და მღეროდნენ და მხიარულობდნენ


20150816_195304

ჩვენც თამამად შევერიეთ ამ ხალხს და გავიზიარეთ ეს საოცარი მუხტი რასაც ეს დღე ზოგადად და დამატებით ეს ადამიანები აფრქვევდნენ.

პაულისტა ამ დღეს იყო ულამაზესი და მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი ვნახე, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი.

20150816_124628

20150816_124650

 

აქედან წავედით ისევ ჩვენს შოპინგ ცენტრ 3-ში, სადაც მესამე სართულზე სულ რესტორნები და კაფეები იყო და პიცა ჰატში ვჭამეთ უგემრიელესი პიცა.

აქედან წავედით ერთ საოცარ ქუჩაზე საოცარ მაღაზიაში: ეს იყო ბრაზილიელი დიზაინერების მაღაზია, სადაც იყიდებოდა მხოლოდ მათი შექმნილი სამოსი, აქსესუარები, სამკაული და თქვენ წარმოიდგინეთ კოსმეტიკაც. ვიყიდეთ რაღაცეები, მათ შორის სათვალე ვიყიდე უსაყვარლესი – ხის ჩარჩოთი – ასევე ბრაზილიელი დიზაინერის შექმნილი.

სასტუმროში დაბვრუნდით 9 იყო დაწყებული, დახურვის ცერემონიალიდან უკვე მოსულები იყვნენ. გავაკეთეთ ჩექაუთი და ეზოში ჩამოვიტანეთ ჩვენი ნივთები სადაც გავჩერდით ავტობუსის მოსვლამდე.

მერე იყო მოწყენილი გზა აეროპორტამდე, რაღაცნაირად სევდანარევი.

აეროპორტში ჩვენი ბავშვები დაგვხვდნენ და მათ შორის ლეონარდო, ჩვენი გამარჯვებული, ჩვენი BEST OF NATION – ულამაზესი მედლით.

11894290_10207325282198122_4315902608385088508_o

უკანა გზის კი უბრალოდ გახსენებაც არ მინდა, ეკონომ კლასით 13 საათი მგზავრობა ყოფილა ყველაზე დიდი კოშმარი, კიდევ კარგი გადაღლილები ვიყავით უმეტესობა და გვეძინა თორემ ზუსტად ვიცი ვერ ჩამოვაღწვდი უკან.

უკანა გზის ერთადერთი ხიბლი ათათურქის აეროპორტი იყო და რადამჩიკის უსაყვარლესი თავგადასავალი არმანის სუნამოსთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის ის რაზეც ამბობენ What happens in Istanbul, Stays in Istanbul.

მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ ჩვენი ბრაზილიური თავგადასავლები, არ დაგეზაროთ კომენტარების დაწერა.

 

Comments

comments

One thought on “Sao Paulo 2015, August 16

  1. Lord Vader says:

    ძალიან მიყვარს ჩემოდნის ჩალაგება როცა სადმე მივდივარ. ლამის ორი დღით ადრე დავიწყო ჩალაგება 🙂 არადა რას ვალაგებ ერთი ზურგჩანთით დავდივარ ხოლმე. მარა პროცესი მიყვარს და განწყობა…
    მაგრამ უკან რომ მოვდივარ აი მანდ ჩემოდნის ჩალაგება არის კოშმარი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *