Worldskills Sao Paulo 2015, August 13, Competition Day 2

ეს იყო დღე, როდესაც ორივე მოდულის დროს ვიყავი ობიექტურ ჟიურიში.

ისევე როგორც წინა დღეს დილის 8 საათზე შევიკრიბეთ ექსპერტების ოთახში, ჩვენს კარადებში ჩავკეტეთ ჩვენი პირადი ნივთები და ტელეფონებიც მათ შორის.

10-ის ნახევრზე დაიწყო კონკურსები…

ობიექტურ ჟიურიში უფრო საინტერესოა ყოფნა, შენი თვალით ხედავ როგორ მუშაობენ ეს გასაოცარი ბავშვები.

Module A -Ladies Commercial Day Syle

ჩვენი კონკურსანტის ნამუშევარი

Module B – Ladies Commercial Artistic Evening with an Avant Garde finish.

ჩვენი კონკურსანტის ნამუშევარი, სამწუხაროდ დროში ვერ ჩაეტია

ამჯერად მიმდინარეობდა ყველაზე რთული მოდულები 4 და 3 საათიანი და სწორი შეფასება იყო უმნიშვნელოვანესი, შესაბამისად ძალიან საპასუხისმგებლო მისია გვქონდა. ამიტომ ხდებოდა ყველა კრიტერიუმზე და ასპექტე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, ასევე ამ ყველაფერს ვიღებდით პლანშეტით სამომავლოდ დასაბუთებისთვის.

კონკურსი და საბოლოო შეფასებები 8 საათისთვის დასრულდა და გადაწყდა რომ პლანშეტებით შეფასება აღარ იქნებოდა, რადგან სისტემა ვერ უძლებდა. ისევ ფურცლებით გვიწევდა მუშაობა.

შეფასების პროცესი:

2015-08-13 14.56.28 11856274_10207326986440727_642590671619820330_o

 

საღამოს 8-სკენ უკვე ავტობუსებისკენ გავემართეთ, ბრაზილიურმა “ზამთარმა” თავი გაგვახსენა – საღამოობით უკვე საკმაოდ გრილოდა.

ნომრებში გავნაწილდით, გადავივლეთ, გამოვიცვალეთ და ეზოში ჩავედით, რადამჩიკი და ზურა უფრო ადრე მოსულიყვნენ და სასტუმროს პირდაპირ ექვიზიტო – ბარში იყვნენ, ამჯერადაც ძალიან გემრიელი საჭმელები ეჭამათ.

2015-08-14 22.09.41

ზურა მალევე ავიდა, დანარჩენებმა ტრადიციულად შელიდან მოტანილი სასმელის წრუპვა და ამბების მოყოლა დავიწყეთ. მაგრამ უკვე ყველანი იმდენად ვიყავით გადაღლილები ამდენი მუშაობით, დილით 6 საათზე გაღვიძებით, რომ 2 საათამდე უკვე ვეღარ ვძლებდით.

ვორლდსკილი ჩემთვის იყო უდიდესი გამოცდილება:

სფეროში მივიღე იმხელა ცოდნა, რომელსაც ჩვეულებრივი მუშაობის პირობებში 7-8 თვე დასჭირდებოდა.

შევიძინე ძალიან კარგი ნაცნობები სფეროდან და გავიზიარე მათი გამოცდილება, მივიღე უამრავი ინფორმაცია და რჩევა, რის დანერგვასაც ვაპირებ ჩვენს საზოგადოებრივ კოლეჯში. ყოველ ღამე ფურცლებზე ვიწერდი ხოლმე შენიშვნებს და სიახლეებს რასაც ვგებულობდი და დღეს უკვე ჩამოსული რომ ვფურცლავ ხოლმე ამ უძვირფასეს ინფორმაციას ვხვდები რა კარგი გოგო ვიყავი რომ არ მეზარებოდა ამ ყველაფრის წერა. 🙂

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *