In Bruges …

რომ არა ფილმი In Bruges – ალბათ არც არასოდეს ვიფიქრებდით მე და დიმა ბელგიის ერთ ერთ ციცქნა ქალაქში, რუქაზე რომ წერტილისოდენაც არ არის – ჩამოვსულიყავით და ორი სრული დღე დაგვეთმო…

თუმცა ფილმის ნახვამ ამ მოგზაურობაზე დიდი გავლენა იქონია (გადაღებულია 2008წ) , მასში ისეთი ჯადოსნური, იდუმალებით სავსე და ზღაპრული ჩანს ეს ქალაქი, რომ გადავწყვიტე აუცილებლად მომენახულებინა ოდესმე.

ამსტერდამის მერე EuroLine-ის საავტობუსე ხაზით ვეწვიეთ ამ მოცუცქნულ და მართლაც ზღაპრულ ქალაქს.

დილით ვისაუზმეთ ჩვენს სასტუმროში ამსტერდამში, ტაქსი წინა ღამით გამოვიძახეთ და უკვე სასტუმროს კარებთან გველოდებოდა, ავტობუსში ჩასხდომიდან რამდენიმე საათში უკვე ბრუგეში ვიყავით.

გზა იყო სულ წვიმიანი, მაგრამ არც გვიგრძვნია მისი დამღლელობა და სიგრძე, ალბათ მხოლოდ 10-15 წუთი თუ გვეღვიძა მთელი მგზავრობის განმავლობაში. საოცარ გამოფიტულობას და დაღლილობას  ვგრძნობდით წინა ღამის მერე.

Day 1 (1)

ბრუგეში შუადღეზე ჩავედით სადღაც 2 თუ 3 საათზე და მთელი გზა წვიმის მიუხედავად ავტოსადგურზე ჩამოვედით თუ არა მზემ გამოანათა. გუგლის რუქიდან გვახსოვდა რომ სადგური ახლოს იყო ჩვენი სასტუმროდან და ამიტომ ფეხით გავისეირნეთ,

მართლაც ძალიან ახლოს ვიყავით,

მაგრამ ეგ მერე აღმოვაჩინეთ, მანამდე კი დავიკარგეთ …

13 000 ჰექტარზე გაშენებული ეს ულამაზესი ქალაქი, რომელსაც 117 000 მოსახლე ჰყავს, რომელთა უმეტესობა კომპაქტურად არის შესახლებული ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია ბელგიაში ეკონომიკის თვალსაზრისით  და ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურიზმის მხრივ – პირველ რიგში არქიტექტურისა და ისტორიის გამო და მეორე რიგში სწორედ იმ ფილმის გადაღების შემდეგ.

ფილმის გადაღებამდე, ამ არაჩვეულებრივი ქალაქის შესახებ, რომლის ცენტრალური ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებში შედის – სამწუხაროდ ბევრმა ადამიანმა არც იცოდა.

Day 1 (7)

ქალაქი ისევეა წყლიანი არხებით დაფარული, როგორც ვენეცია და მასზე ისევე გადაადგილდებიან ნავებით (გონდოლები არ მინახავს) და გემებით, რის გამოც ბრუგეს ხშირად Venice of the North -ს უწოდებენ.

ქალაქის აღორძინების ხანა მე-12 – მე-15 საუკუნეებია, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის, პორტისა და სწორედ ამ კარხების გამო – ქალაქი გახდა ერთ ერთი უდიდესი კომერციული ცენტრი ამ პერიოდის ევროპაში.

A canal in Bruges with the famous Belfry in the background

მოკლედ ჩვენც ჩამოვედით და გავუყევით გზას სასტუმროსკენ Lace Hotel, რომელსაც ძალიან კარგი მდებარეობა ჰქონდა და აღმოვაჩინეთ რომ ტელეფონი სადაც დიმას ოფლაინ რუქები ჰქონდა დაგვიჯდა 🙂 ახსოვდა რომ რაღაც პარკთან უნდა გაგვევლო და იქვე 200 მეტრში იყო ჩვენი სასტუმრო. პარკთან მართლაც აღმოვჩნდით, მაგრამ არც მთლად სწორი გზით, ხოდა მოკლედ დავიკარგეთ.

არადა ქუჩები ისე გავდა ერთმანეთს, ვეღარც ვხვდებოდით ეს ქუჩა გავიარეთ თუ არა. გარეთ ადამიანების ჭაჭანება არ იყო – არადა შუადღე იყო, მანქანები ამ ქუჩაზე საერთოდ არ იდგნენ და არც მოძრაობდნენ.

და უცებ საოცრება … ჩემს ტელეფონში , რომელიც არ იყო დამჯდარი Brugge Free WiFi დავიჭირეთ <3 სიხარულისგან ლამის დავხტოდი 🙂 თურმე  ბრუგეში, მის ისტორიულ ცენტრთან რამდენიმე მეტრის რადიუსში ყველგან ფუნქციონირებს უფასო WiFi 🙂

ჩავხედეთ რუკას და 2 ნაბიჯზე ვყოფილვართ სასტუმროსგან, ერთი შესახვევი გვაშორებდა თურმე. თავიდანვე არასწორად რომ არ წამოვსულიყავით სადგურიდან იყო 6-7 წუთის სავალზე ფეხით 🙂

ძალიან გაგვიმართლა, რომ სასტუმროში ბოლო სართულზე აღმოვჩნდით – ერთი რომ საოცარი ხედი გვქონდა და მეორე რომ ოთახის წინ იყო კარი, საიდანაც გადიოდი აივანზე, საიდანაც ასევე ზღაპრული ხედი იშლებოდა და თან მოწევა შეიძლებოდა.

2016-03-06 12.35.49

ძალიან საყვარელი ოთახი გვქონდა ამ სასტუმროში, ძალიან გვესიამოვნა. საკმაოდ სწრაფი ინტერნეტიც და როგორც აღმოვაჩინეთ ჩვენი სასტუმროს პირველ სართულზე იყო ქალაქში ერთ ერთი ყველაზე საუკეთესო რესტორანი და აქვე იყო რამდენიმე ღამის კლუბი და ბარები.

გამოვიცვალეთ, მოვწესრიგდით და წავედით ცენტრისკენ, რომელიც ულამაზესი აღმოჩნდა, არ ველოდით ისეთი …

ნამდვილად არ ვიცი რას აღნიშნავენ ბრუგეში 4 მარტს, მაგრამ ქალაქის ქუჩები სავსე იყო მოხატული და საკარნავალოდ შემოსილი ახალგაზრდობით, რაღაცეებს უსტვენდნენ, ყვიროდნენ, სვამდნენ, ყველა ბარი გადავსებული იყო …

ძალიან ხალისიანი განწყობა დაგვხვდა პირველივე დღეს . . .

Day 1 20160305_155114 20160305_154931 Day 1 (9) Day 1 (8) Day 1 (6) Day 1 (5) Day 1 (4) Day 1 (3) Day 1 (2)რადგან შედარებით დაღლილები ვიყავით, გადავწყვიტეთ ბელფორტზე მეორე დღეს ავსულიყავით, ცენტრის დათვალიერების შემდეგ შევედით მანდვე რაღაც რესტორანში, რომელში ფეხის შედგმაც უზომოდ ვინანეთ ძალიან მალე, ერთი რომ ყველაფერი უგემური იყო, მერე საოცრად ძვირი და ბოლოს ისეთი მოყაყანე მეზობლები ისხდნენ ირგვლივ მაგიდებზე რომ თავი აგვატკიეს.

ამის მერე გადავწყვიტეთ ცოტა გვეშოპინგა, სასტუმროში რუკები მოგვცეს სადაც ყველაფერი იყო კარგად მითითებული, ასევე აგვიხსნეს სად იყო ცენტრალური საშოპინგო ქუჩები და ჩვენც სიამოვნებით გავემართეთ.

გარდა იმ ბრენდებისა, რომლებიც უკვე ყველგან გვხვდება, ბრუგეში აღმოვაჩინეთ ადგილობრივი ბრენდის რამდენიმე მაღაზია, სადაც იყიდებოდა ძალიან ლამაზი, ფერადი და რაც მთავარია ადგილობრივი დიზაინერების ხელნაკეთი სამოსი.

რაღაცეები აქ შევიძინეთ, მაგრამ სამწუხაროდ აღმოვაჩინე რომ ყველაზე პატარა ზომები ამ მაღაზიებში ჰქონდათ ან M ან თუ ჰქონდათ რამე S – ზომის, ყველაფერი გაყიდული იყო.

თანდათან ბნელდებოდა და მაღაზიები ნელ ნელა იკეტებოდა, ჩვენ კიდევ უამრავი ვიბოდიალეთ და უკანა გზაზე აღმოვაჩინეთ, რომ სასტუმროსთან ახლოს გვქონდა ღამის კლუბი. მივედით, დავაკვირდით: 3 სართულიანი შენობა იყო, მხოლოდ თეთრად და ლურჯად განათებული, კოშმარი მუსიკა გამოდიოდა და განწირული ღრიალი :))

წავედით ჩვენი სასტუმროს წინ არსებულ ფაბებში, იქაც იგივე სიტუაცია იყო უძველესი ჰიტები და ღრიალი, თუმცა ერთში მაინც შევედით და დავჯექით. თან ლუდს ვწრუპავდით და იქაურ ახალგაზრდობას ვაკვირდებოდით.

აქ არ გვინახავს ქუჩაში ჯგუფურად მარიხუანას მწეველთა ბირჟები, არც უამრავი დრაგ დილერი. აქ იყო ჯგრო გადამთვრალი ახალგაზრდობის, რომლებიც ერთმანეთზე გადადიოდნენ და წაქცევამდე ცეკვავდნენ 🙂

Sintfuif-dec2015-NoLog033.jpg

DAY 2

მეორე დღეს გვიან გაგვეღვიძა, საუზმე ჩვენს სასტუმროში უკვე დასრულებული იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ ცენტრში გვესაუზმა, თნაც ამ დღეს ბელფორტზე უნდა ავსულიყავით – 366 საფეხური უნდა გადაგველახა უწვრილეს ფართობში …

მზე დილიდან საოცრად კაშკაშებდა

DCIM100GOPROGOPR0192. DCIM100GOPROGOPR0195. DCIM100GOPROGOPR0196.

DCIM100GOPROGOPR0186.2016-03-05 11.06.51

ჩვენს გზამკვლევში გადავხედეთ რეკლამებს და აღმოვაჩინეთ ერთი საყვარელი კაფე, რომლის ფანჯრებიც ზუსტად ცენტრალურ მოედანზე გადიოდა და თანაც საუზმე ჰქონდათ დიმას რომ უყვარდა ისეთი. დავჯავშნეთ მაგიდა და მივედით მანდ სასაუზმოდ, ამათი დროით საუზმე უკვე დასრულებული იყო 🙂 მათ შორის ყველაზე ყველაზე Lazy Breakfast-იც :))))

2016-03-05 11.29.46

ძალიან გაგვიმართლა ბროშურის რეკლამამ – გუშინდელი რესტორნისგან განსხვავებით: საუზმე უგემრიელესი, ყავა უგემრიელესი, მომსახურება ფანტასტიკური, სითბო და ულამაზესი ხედი …

მერე დავიძარით ამ უმშვენიერესი შენობის სანახავად, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ფილმში. დაახლოებით ნახევარი საათი ვიდექით რიგში, სადაც გავიცანით არაჩვეულებრივი რუსი მხატვარი, ტიპი რომელიც უკვე იმდენი წელი ცხოვრობდა ევროპაში, რომ რუსულად ძლივსღა საუბრობდა. აღმოჩნდა რომ პრაღაში ცხოვრებისას მისი საუკეთესო მეგობარი იყო ვინმე ნიკო – ქართველი მხატვარი. მოგვიყვა როგორ უყვარს ქართველები, ქართულად იცოდა რამდენიმე სიტყვა და ფრაზა, მოკლედ რიგმა ისე გაიარა ვერც ვიგრძენით.

ბოლოს გადავიხადეთ 10 ევრო  (იმ ფილმის მერე გაძვირებულა 😀  გახსოვთ ალბათ ეპიზოდი 5 ევრო რომ ღირს ასვლა) და ავუყევით 366 საფეხურს …

DCIM100GOPROGOPR0234. DCIM100GOPROGOPR0263. DCIM100GOPROGOPR0270.

გახსოვთ იმ ფილმში კოლინი – იმ ამერიკელებს რომ ეუბნება თქვენთვის სივიწროვეაო – მართალი იყო ის ბიჭი :))) , იმათთვის კიარა მე და დიმა ძლივს ვეკვეხებოდით ამ ხვეულა კიბეზე, გვერდის ავლის შანსი არ გაქვს, უნდა დაუთმო გზა თუ ვინმე ჩამოდის ზევიდან. თანაც რაც მაღლა ადიხარ მით მეტად ვიწროვდებოდა კიბის უჯრედი.

ზარების საოცარი ჟრიამულისა და გუგუნის თანდასწრებით – ეს არაჩვეულებრივი ხედები იშლებოდა ჩვენს თვალწინ

DCIM100GOPROGOPR0304. 2016-03-05 15.49.30

ძალიან, ძალიან ვისიამოვნეთ ამ ყოფნით, ქალაქი რომელიც ხელისგულისოდენა გვეგონა, არც ისე პატარა ყოფილა ზევიდან რომ უყურებ, ამიტომ გადავწყვიტეთ როგორც კი უკან დავეშვებოდით წავსულიყავით საპირისპირო მიმართულებით – ბელფორტის უკანა ეზოდან გავსულიყავით და იქეთა ტერიტორიაც შეგვესწავლა და დაგვეთვალიერებინა.

ასეც მოვიქეცით და ძალიან კმაყოფილი დავრჩით საბოლოო ჯამში …

DCIM100GOPROGOPR0334. DCIM100GOPROGOPR0346. DCIM100GOPROGOPR0372.

არანაკლებ საინტერესო ადგილებში მოვხვდით ვიდრე წინა დღეს, მაგრამ სამწუხაროდ გაწვიმდა და ხელს გვიშლიდა სიამოვნება მიგვეღო ამ სეირნობისგან.

აქვე აღმოვაჩინეთ ძალიან საინტერესო, პრემიუმ კლასის SEX SHOP, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდებოდა სხვა რომელიმე ქვეყანასა და ქალაქში ნანახ მსგავსი ტიპის მაღაზიებისგან.

ერთი, რომ უზარმაზარი ტერიტორია ეჭირა, მთელი ბინა იყო, სხვადასხვა ოთახებით და გასასვლელებით, მერე რომ ძალიან მაღალი ხარისხის და ულამაზესი ნივთები იყიდებოდა, უძვირფასესი სამოსი და აქსესუარები.

ქალის თეთრეული ჰქონდათ ისეთი ლამაზი, რომ ერთ უზარმაზარ ჩემოდანში ჩაყრა და წამოღება მოგინდებოდა. აქსესუარები იყო ულამაზესი თვლებით, ბუმბულებით, ნახატებით მორთული.

DCIM100GOPROGOPR0354. DCIM100GOPROGOPR0359.

აქედან გამოვედით და რამდენიმე მეტრში კიდევ ერთ ჯადოსნურ სამყაროში ამოვყავით თავი, თანაც ისე რომ თავიდან ვერც მივხვდით.

წვიმისგან თავდაცვის მიზნით, ერთ ერთ გამოქვაბულში შევეფარე (ნამდვილ გამოქვაბულს ვგულისხმობ – ოღონდ ცოტა მოკლეს) რომლის რკინის ჭიშკარიც ღია დავინახე, დიმაც შემომყვა და უცებ ალისას ზღაპრის გმირებად გარდავიქმენით.

გამოქვაბული ყოფილა შესასვლელი, ქალაქში ერთ ერთი ყველაზე მხიარული, ყველაზე საყვარელი, ყველაზე ლამაზი ლუდის ბარისა, სადაც როგორც სტუმრები ასევე მომსახურე პერსონალი, მსოფლიოში ყველაზე თავაზიანი და ყველაზე კეთილგანწყობილნი იყვნენ.

DCIM100GOPROGOPR0367. DCIM100GOPROGOPR0370.

ამ გვირაბით შემოვედითდა გამოსვლაც არ გვინდოდა 🙂

ამ ტავერნას, როგორც მერე გავარკვიეთ ერქვა 2BE  –  > to beer or not to beer

The wall of beer at 2be -- this is only half.

თუკი ოდესმე აღმოჩნდებით ბრუგეში, აუცილებლად ეწვიეთ ამ ბარს, საოცრებაა და ძალიან ბედნიერი დარჩებით მერწმუნეთ. ეზოში განთავსებულ მაგიდებს თავისი გათბობა აქვთ და ცივ ამინდშიც კი არ შეგცივდებათ.

ამის შემდეგ დაახლოებით კიდევ 3 საათი ვისაირნეთ და ვათვალიერეთ ქალაქი, ვნახეთ გასაოცარი არქიტექტურული ნაგებობები, ეკლესიები და ულამაზესი პარკიც კი, სადაც სამწუხაროდ წვიმის გამო ვერც დავისვენეთ და რადგან წვიმა არათუ კლებულობდა არამედ იმატებდა, ამიტომ ჩვენც სასტუმროსკენ ავიღეთ გეზი.

DCIM100GOPROGOPR0376. DCIM100GOPROGOPR0387. DCIM100GOPROGOPR0395. DCIM100GOPROGOPR0399.

რადგან წვიმამ უფრო და უფრო მოუმატა, სავახშმოდ გადავწყვიტეთ ჩვენივე სასტუმროსთან გვევახშმა რესტორანში De Leffe – და ისეთი ბედნიერები დავრჩით ჩვენი გადაწყვეტილებით ვერ წარმოიდგენთ. რესტორანი რომელიც გარედან არც ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა უკომფორტულესი და ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა შიგნიდან.

ამას დამატებული საუკეთესო მომსახურება, უუუუგემრიელესი საჭმელები და ძალიან დემოკრატიული ფასები. მოკლედ ესეც ერთ ერთი რეკომენდებული ადგილია თუ ბრუგეში მოხვდებით…

2016-03-05 17.17.45 2016-03-05 20.18.15

 

დაღამდა თუ არა ნომერში ავედით ჩასაბარგებლად, ყველაფერი ჩავალაგეთ და რადგან კოკისპირულად წვიმდა, ლუდი და ფისტაშკები ნომერში მოვიმარაგეთ და რაღაც ფილმებს ჩავუჯექით.

დილით დავჩექაუთდით სასტუმროდან და ბრუგეს მატარებლის სადგურიდან ბრუსელისკენ გავეშურეთ.

2016-03-06 11.18.26 2016-03-06 14.59.05 2016-03-06 14.59.22

Comments

comments

4 thoughts on “In Bruges …

  1. Lord Vader says:

    ეს ქალაქი მასთსი სიაში მაქვს. მაგრამ კაი ამბისთვის შემონახული.

  2. Lord Vader says:

    ისე, ერთი მომენტია. არის პატარა ქალაქი მაასტრიხტი, რომელიც კაცს არ აინტერესებდა 🙂 ნუ შეიძლება მარტო დიუმას ფანებს, იმიტომ რომ დ’არტანიანი დაიღუპა იქ. ჰოდა იყო თავისთვის თან ძაან მშვიდი აუღელვებელი ქალაქი იყო და უცებ ევროკავშირი დაიწყო მაქედან ხელშეკრულებას მანდ მოეწერა ხელი და ინტერესი გაღვივდა და დაიწყო ტურისტების ჩასვლა, განსაკუთრებით ახალგაზრდები მიაწყდნენ აღსანიშნად ასე ვთქვათ და ქალაქის ნორმალურ რიტმს ეტირა ყოფა 🙂

    ბრიუგეშიც იგივე ამბავია ალბათ. იგივე კიარა გაცილებით უარესი. თან მასტრიხტის მოდურობა მორჩა მალე და ეს კაი ხანს იქნება… ჰოდა ადგილობრივები რას ფიქრობენ საინტერესოა.. ახლა შემოსავალი რომ მოაქვს ტურიზმს ეგ თემაა ცხადია.

  3. თაკო გვაზავა says:

    🙂 უჰჰ, ვისიამოვნე. თავიდან მოვიარე ბრუგეს ქუჩები.
    ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ადგილია, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ <3
    რა მაგარი ფოტოები გაქვთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *