#VisaBloggers

ისე უცებ მოხდა ჩემი გამგზავრება სლოვენიაში კონფერენციაზე, რომ პოსტიც ვერ გამოვაქვეყნე იმ უცნაური პროცესის შესახებ, რომელიც ფაქტობრივად 2 კვირაში განვითარდა.

ყველაფერი ასე დაიწყო:

ერთ მშვენიერ და მზიან დღეს ვიჯექი InnDesign.ge-ს ოფისში და ვმუშაობდი, როდესაც ჩემმა მეგობარმა ნიკუშა დვალიძემ დამირეკა, ერთ ერთ კომპანიას მივეცი შენი ნომერი, ბლოგერს ეძებდნენო და დაგირეკავენო.

არ გასულა ცოტა ხანი, მართლაც მირეკავს გოგონა Noblet Georgia-დან და მიყვება რომ ბლოგერებისთვის ტარდება კონფერენცია 8-12 ივნისს სლოვენიაში, მარიბორში, რომლის ერთ ერთი სპონსორია ვიზა და რომ საქართველოდან ეძებენ კანდიდატს, მთხოვა ჩემი ბლოგის
ლინკი, CV და მოკლე ბიოგრაფია გამეგზავნა ჩემს შესახებ. რამდენიმე კითხვა დავუსვი და ცოტა ხანში გადავუგზავნე კიდეც მოთხოვნილი ინფორმაცია. ძალიან სხვათა შორის მოვუყევი დიმასაც ამ ზარის შესახებ და ისე რომ არც მქონდა არაფრის იმედი გავაგრძელე ჩვეული ცხოვრება 1 კვირის განმავლობაში.

დაახლოებით 5 დღეში, 25 მაისს მირეკავს ისევ გოგონა, რომელსაც მარი ქვია და არის უსაყვარლესი (გავიცანი ბუნებრივია რამდენიმე დღეში) და მეუბნება: გილოცავთ თქვენ გახდით ვიზასთვის სასურველი კანდიდატი და მთხოვა ცნობა სამსახურიდან, ბანკის ამონაწერი და ფოტოები მომემზადებინა, დანარჩენი ყველანაირი საბუთი თავად გაამზადეს, მოწვევები, საგარანტიო წერილები და ა.შ.  ასევე უნდა მომემზადებინა პრეზენტაცია საქართველოში ელ. კომერციის მიმართულებით, თუმცა უფრო დეტალურად მოგვიანებით მოგვწერენო.

მეორე დღეს 26 მაისი იყო, პარასკევს საელჩო არ მუშაობდა, რეალურად გვქონდა 5-6 დღე ვიზის ასაღებად, საოცარი სისწრაფით შევაგროვეთ საბუთები, ვიზის განაცხადის გასაკეთებლად და ორშაბათს 30 მაისს უკვე პოლონეთის საელჩოს წინ ვიდექი. ვერ წარმოიდგენთ რამდენი გვალოდინეს, ასეთი მოუწესრიგებელი საელჩო მე ჯერ არ მინახავს 🙁 + ამას მილიონი საბუთი მოითხოვეს. შევიტანე ყველაფერი, ერთადერთი რაც იმ წუთას არ მქონდა იყო საგარანტიო წერილის ორიგინალი, თუმცა 2 დღეში ჩამოვიდა და ისიც უცებ მიაწოდა მარიმ.

თემები, რომელიც უნდა წარგვედგინა მოწვეულ ბლოგერებს (საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი) იყო ბლოგინგი და ონლაინ კომერცია. იმისთვის რომ მცირე პრეზენტაცია გამეკეთებნა შევხვდი რამდენიმე გამოცდილ და სფეროში გათვითცნობიერებულ ადამიანს:

  1. სერგო კარაკოზოვი –  ITDC
  2. ვაჟა მამნიაშვილი – Deals.ge, Be.ge
  3. თათული ზაკალაშვილი – Hotsale.ge
  4. ქეთი კაციტაძე – Kate’s Cool Attitude

6 ივნისს ვიზით გამოვედი საკონსულოდან, სადაც ამჯერადაც 45 წუთი გვალოდინეს, ვიდრე პასპორტის წამოსაღებად მისულებს შეგვიშვებდნენ, ასეთი უცნაური საელჩო ცხოვრებაში არ მინახავს 🙁

But still – Blogomanija Here I come 🙂

2016-06-08 19.38.40

ვიზა ჩაგვირტყეს თუ არა, ამ დღესვე გვიყიდეს ბილეთები, ვიცოდი ის რომ ათათურქში ვხვდებოდი კიდევ 2 ბლოგერ გოგონას აზერბაიჯანიდან და ერთად გავფრინდებოდით ლიუბლიანასკენ.

მთელი დღე 7 ივნისს ვიჯექი და ტელეფონით აღებულ ინტერვიუებს ვკრეფდი კომპში. ვათვალიერებდი გამომსვლელებს კონფერენციაზე და ვეცნობოდი პროგრამას.

პროგრამის მიხედვით, მარიბორში ჩავიდოდით თუ არა – ეგრევე კონფერენციაზე უნდა ამოგვეყო თავი, არადა მე თვითმფრინავში ვერ ვიძინებ და გამოდიოდა, რომ კონფერენციაზე უნდა ვმჯდარიყავი ღამენათევი და გადაღლილი – თუმცა 9 ივნისს კონფერენციაზე ნამდვილად ვერ აღმოვჩნდით ….

8 ივნისი – ღამის პირველის ნახევარზე უკვე დავიძარით აეროპორტისკენ მე დიმა და ვიკიკო. ვიკიკომაც გადაწყვიტა დედიკოდ გაცილება.

2016-06-09 00.47.50 2016-06-09 00.48.47

დავჩექინდი, ბარგი ჩავაბარეე და ზევით ავედი ეფესის კაფეში ჰეინეკენის დასალევად 🙂 ეფესის გემო არ მომწონს 🙂 ჩავთვალე, რომ თუ ლუდს დავლევდი თვითმფრინავში დამეძინებოდა 😀 😀 თუმცა “ნურას უკაცრავად” თვალიც ვერ მოვხუჭე 🙂

2016-06-09 01.23.41-1 2016-06-09 01.24.19-1

ათათურქში უკვე გავიცანი Aynur Guzel  – ძალიან ცნობილი ბაქოელი ბლოგერი გოგონა, რომელიც ასევე ისეთი საყვარელი აღმოჩნდა, რომ ისე გავიდა მთელი დრო ათათურქში და მერე თვითმფრინავში ლიუბლიანამდე, რომ საერთოდ ვეღარ გავიგეთ.

თეთრ ფრანგულ ღვინოს ვსვამდით, Emergency Exit – თან ვისხედით კომფორტულად და მთელი გზა ენა არ გაგვიჩერებია ლუბლიანამდე, გვეგნა მთელი ცხოვრება ვიცნობთ ერთმანეთსო. ყველას ეგრე ეგონა ვინც იქ გაგვიცნო და ბოლოს ვკაიფობდით, იმ საღამოს რომ გვეკითხებოდნენ თქვენ დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთსო?

  • კი მთელი 9 საათია უკვე – ვპასუხობდით ხოლმე.

2016-06-09 10.53.01

Nelya – მეორე აზერბაიჯანელი ბლოგერი გოგონა უკვე ლუბლიანაში გავიცანით, თვითმფრინავში არც შეგვიმჩნევია, შორს იჯდა ჩვენგან როგორც აღმოჩნდა.

აეროპორტში დაგვხვდა მძღოლი წარწერით #visabloggers და წაგვიყვანა მარიბორამდე, გზა სადამდეც არის დაახლოებით 2 საათი.

პირველი მოულოდნელობა – ისე წვიმდა რომ არაფერი ჩანდა 🙁 არადა მანამდე ყველამ გადავამოწმეთ ამინდი. არანაირად მზად არ ვიყავით წვიმისა და სიცივისთვის, აქუვეზერი იმ დღეებში 25 გრადუს სიცხეს მიჩვენებდა !!!

ჩავედით მარობორში, მივედით სასტუმრო Habakuk-ში, სადაც ტარდებოდა კონფერენცია და ყველა სხვა ივენთი მომდევნო 3 დღის განმავლობაში, იქ მიკროავტობუსში ჩაგვიჯდა სერბი გოგონა იოვანნა, რომელიც იყო ჩვენი კოორდინატორი და წავედით ჩვენი სასტუმროსკენ.

მეორე მოულოდნელობა – ჩვენი სასტუმრო 40 წუთის გზაზე იყო ჰაბაკუკიდან, მთის წვერზე და თან ავდიოდით სულ მიხვეულ – მოხვეული გზებით, ეს იმდენად საშინელება იყო დაღლილებისთვის, რომ ეგრევე ყველაფრის სურვილი დავკარგეთ და ძალიან გავბრაზდით ასე შორს რომ აგვირჩიეს სასტურო.

გზა იყო ულამაზესი, მარიბორი სამთო – სათხილამურო კურორტია და ყველაფერი მწვანე იყო ირგვლივ. მივედით ჩვენს სასტუმროში Bellevue …

მესამე მოულოდნელობა – აღმოჩნდა რომ სინგლ რუმები არ გვქონდა და გვქონდა დაბლ რუმები 🙁 მე და აინურმა მაშინვე ერთად გადავწყვიტეთ ცხოვრება და პრინციპში მერე რომ ვიფიქრეთ ასეც ჯობდა, მარტო ცხოვრებას.

????????????

2016-06-09 11.27.46 2016-06-09 11.29.07

????????????

Hotel Bellevue Maribor

დაახლოებით 2 საათი გვქონდა, დასვენებისთვის, გამოცვლისთვის და ყავის დასალევად, უკრაინელ გოგონებს ველოდებოდით და უნდა წავსულიყავით ჰაბაკუკში.

დაშა და აკსანაც ჩამოვიდნენ, დაალაგეს ბარგი და დავეშვით ისევ იმ საშინელი გზით უკან ჰაბაკუკისკენ, სადაც დაგვხვდა თეო (თეოდორა სტანკევიჩ) ასევე სერბი გოგონა ბელგრადიდან, იმ პიარ სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც ემსახურებოდა ბლოგომანიას.

საკმაოდ სასიხარულო ამბავი გვახარა – დღევანდელ დღეს თქვენ არ ესწრებით არც ერთ სესიას, რადგან დღეს ყველაფერი ადგილობრივ ენაზეა და ადგილობრივ თემებზეო, ამიტომ გადაგვსვეს ყველანი ტაქსიში და წავედით ჯერ სასადილოდ, მერე ქალაქის დასათვალიერებლად.

არადა მანამდე პროგრამა რომ გამოგვიგზავნეს, რატომღაც ყველას გვეგონა, რომ ყველაფერს უნდა დავსწრებოდით და ვწუწუნებდით რანაირი თრიფია ქალაქს თუ ვერ ვნახავთო, მაგრამ ყველაფერი იმდენად “პა ხოდუ” იცვლებოდა რომ ჩვენ თვითონ გაოცებული ვრჩებოდით ასეთი უცნაური ორგანიზებით 🙂

????????????

2016-06-09 15.52.07-1

????????????

????????????

????????????

????????????

Octapus

????????????

უგემრიელესად ვისადილეთ და გავედით გარეთ სურათების გადასაღებად

2016-06-09 16.16.48

????????????

13407060_10209456946328393_6320323976290296848_n 13418950_10209457176574149_7625391530485226569_n

მერე წვედით ყველანი ქალაქში საბოდიალოდ.

რაღაც ნახევრად ცოცხალი ქალაქი მეჩვენა, ძალიან ცოტა ხალხი, უმცირესი რაოდენობით მანქანები, სიჩუმე… თბილისის მერე ძალიან მკვდარი და უღიმღამო მეჩვენა. სურვილიც არ გამჩენია როდესმე ხელახლა დავბრუნდე 🙁

2016-06-09 17.26.23

????????????

????????????

????????????

????????????

2016-06-09 17.30.23

????????????

????????????

????????????

????????????

????????????

????????????

????????????

2016-06-09 18.03.23 2016-06-09 18.04.18 2016-06-09 18.05.42 2016-06-09 18.08.08

????????????

????????????

????????????

????????????

????????????

????????????

????????????

2016-06-09 18.12.44

მე და აინურმა გზად ადგილობრივი დიზაინერის მაღაზია ვიპოვეთ და რა თქმა უნდა გვერდი გულგრილად ვერ ჩავუარეთ

2016-06-09 17.32.00

????????????

????????????

????????????

????????????

????????????

????????????

????????????

მერე სადღაც ტბორთან აღმოვჩნდით, სადაც იხვები და გედები ცხოვრობდნენ <3

2016-06-09 18.27.27

????????????

????????????

7 საათისთვის დავბრუნდით ჰაბაკუკში, სადაც პირველი დღის პროგრამა უკვე დამთავრებული იყო და უამრავი ახლგაზრდა იდგა სასტუმროს წინ.

Blogomania – ს ესწრებოდნენ საკმაოდ ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები: სერბია, მონტენეგრო, სლოვენია, ხორვატია, ავსტრია, იტალია . . .

8-ის ნახევარზე მოვიდა ავტობუსი და ყველა ვინც ჩვენს სასტუმროში ცხოვრობდა წაგვიყვანა. საღამოს რაღაც ფართი იყო დაგეგმილი 10 საათზე ჰაბაკუკში, მაგრამ ჩვენ ისეთი დაღლილები ვიყავით, რომ სურვილიც არ გვქონდა იმ გზაზე კიდევ ერთხელ გაგვევლო.

მივედით ვივახშმეთ, ცოტა ხანი ჰოლში ვიჯექით ვისაუბრეთ და ავედით ოთახებში დასასვენებლად.

ჩვენი თრიფი მთლიანად, ყველანაირი ხარჯის ჩათვლით დაფარა ვიზამ, მათ შორის რაც ყველაზე მეტად გვესიამოვნა, სასტუმროს ტერიტორიაზე გვქონდა ყველაფერი უფასოდ, რაც გვინდოდა და რამდენიც გვინდოდა. ეს მხოლოდ მოწვეულ ბლოგერებს ეხებოდა, რომლებსაც ვიზაბლოგერებს გვეძახდნენ.

მეორე დღისთვის ძალიან საინტერესო სესიები გველოდა, უნდა დაგვესვენა და გამოგვეძინა, ამიტომ 11 საათიც არ იყო ყველას გვეძინა.

Comments

comments

3 thoughts on “#VisaBloggers

  1. ლიკა says:

    წარმატებები! არაჩვეულებრივად გამოიყურები და თუ საიდუმლო არაა შავი პერანგი სად შეიძინე 🙂

  2. Taa says:

    ლიკა

    ძალიან დიდი მადლობა
    ეს შავიც და ის თეთრიც მეორე დღეს რომ მაცვია სურათებში, ვიყიდე თბილისში
    ერთი გოგონაა თურქეთიდან ჩამოაქვს ტანსაცმელი და ვიდრე მაღაზიებს ჩააბარებს გვირეკავს ხოლმე 🙂

  3. ლიკა says:

    მადლობა, თათა! ახლა გავაჩინე ბაია და ლამაზ და ოდნავ სრულ ზედატანზე თვალები მრჩება ხოლმე 😀

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *