????????????

Bazaleti Lake

აგარაკი, სადაც ჩემი გოგონები ისვენებენ, რამდენიმე კილომეტრშია ბაზალეთის ტბიდან, ტბას ოდნავ გაცდები და გადასახვევით მიდიხარ სოფლამდე რომელსაც ჩუბინაანთკარი ჰქვია, სოფლის სურათებს შემდეგ პოსტში დავდებ, მართლაც არაჩვეულებრივი ადგილია.

თავად ტბაზე კი ძირითადად მაინც მანქანით გვიწევს სიარული, რადგან საკმაოდ შორია ფეხით მისასვლელად თან ბავშვებით.

შეთანხმებისამებრ ყოველ შაბათ- კვირას ვაკითხავთ ჩვენს გოგოშკებს და დაგვყავს ტბაზე, თუმცა ანიკა ამ შემთხვევაში იჩაგრება, რადგან ჯერ კიდევ 2-ჯერ სძინავს დღისით.

ბაზალეთზე ბავშვები 28 ივნისს გავამგზავრე და ტბაზე პირველად წინა შაბათს წავედით.

ჩემდა გასაოცრად (2 წლის წინ ვიყავი ბოლოს აქ) ძალიან ბევრი რამე შეცვლილიყო. უკეთესობისკენ რა თქმა უნდა.

  • პლაჟი შედარებით სუფთაა და კეთილმოწყობილი.

პლაჟი იყოფა რამდენიმე მფლობელის მონაკვეთებად.                                                      ჩვენ რა თქმა უნდა ავარჩიეთ საუკეთესო, რომელსაც Laguna Bazaleti Lake ერქვა.  დაგვირიგეს სამაჯურებიც კი 🙂                                                                                                                                2016-07-02 14.14.54 2016-07-02 14.15.07-1

  • შავ, ძალიან კომფორტულ შეზლონგებში გადავიხადეთ 5 ლარი, თუმცა გვერდით მონაკვეთზე თეთრი შეზლონგები 3 ლარი ღირს (მთელი დღით)
  • ჩვენს შეზლონგს მოყვებოდა 1 ბოთლი ცივი წყალი ბკურიანი და ასევე უფასო ინტერნეტიო, გვითხრა ბიჭმა რომელმაც მოგვაქირავა შეზლონგები, თუმცა მათი ინტერნეტით არ გვისარგებლია.

ზოგადად ფასები არ არის ძვირი და გასაგიჟებელი, როგორც ზღვისპირეთში იციან ხოლმე ქართველმა “ვაიბიზნესმენებმა”

????????????

პლაჟზე იყო ურნები, რომელიც ჩვენი იქ ყოფნის მანძილზე 2-ჯერ გაასუფთავეს, რაც ძალიან მომეწონა

იქვე არის წყლის სასრიალო, სადაც ბავშვები საოცრად გაერთნენ, წყალი სადაც სასრიალოდან ჩადიხარ ბავშვს წვდება დაახლოებით მუცლამდე (ვიკის სიმღლის ბავშვს) შესაბამისად საკმაოდ უსაფრთხოა და ძალიან გაიხარეს ჩვენმა გოგონებმა.

პლაჟი აღჭურვილია სამაყინეებითა და კაფეებითმთელი დღე ძალიან კომფორტულად და სასიამოვნოდ გავატარეთ

????????????

????????????

2016-07-02 14.42.36????????????

????????????

????????????

????????????

????????????

2016-07-02 14.42.58-1

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *