????????????

Best Tanning Oils

წყლისპირა (ზღვისპირა, აუზისპირა, ტბისპირა და ა.შ.) კურორტები უკვე ივსება დამსვენებლებით და ეს პროცესი გაგრძელდება აგვისტოს დასასრულამდე, ამიტომ ვისაც ჯერ კიდევ არ შეგიძინიათ გასარუჯი პროდუქცია ეს პოსტი დაგეხმარებათ.

????????????

2013 წლის შემდეგ არ მქონია ასეთი ლამაზი, თანაბარი და ოქროსფერი რუჯი და ამას მარტო მე არ ვამჩნევ, მართლაც უამრავი კომპლიმენტი მივიღე და დავფიქრდი რაშია საიდუმლო?

როდესაც გარუჯვის პერიოდი დგება, აუცილებლად ვიწყებ სოლარიუმით, რადგან ჩემი თეთრი კანის გამო, შეუძლებელია მაშინვე მზეზე გავირუჯი: ვწითლდები და ვიწვები.

დაახლოებით 50-100 წუთიანი სოლარიუმის გარუჯვის შემდეგ უკვე გადავდივარ “აუთდორ” გარიჯვაზე და მზესაც ვენახვები.

წელს ივნისისი დასაწყისში, როგორც იცით სლოვენიაში გავემგზავრე,  გადავწყვიტე იქვე მეყიდა გასარუჯი პროდუქცია და მივაკითხე ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის კოსმეტიკის განყოფილებებს. აუცილებელი პირობა იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო ზეთი და თანაც დამატენიანებელი.

ჩემდა გასაოცრად კონსულტანტმა გოგონამ DOVE -ის პროდუქტი მირჩია, ეს ბრენდი კი ჩემს თვალში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, თუ არ ჩავთვლით დესედორანტებს.

Dove Derma Spa Godess – ამსოლუტურად აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს და მეტსაც გეტყვით ოქროსფერ რუჯს უზრუნველყოფსო, მითხრა გოგონამ და მეც 2 ფლაკონი ავიღე.

რაღა დაგიმალოთ და შედეგმა გადააჭარბა მოლოდინს, რადგან მიუხედავად 2 ცალის ყიდვისა მოლოდინი არ მქონდა ამის მეათედიც კი: საუცხოოდ ატენიანებს, საოცრად სასიამოვნო სურნელი აქვს, ძალიან ნაზი ფაქტურა და რაც მთავარია, წასმის შემდეგ ულამაზესი ოქროსფერი ენიჭება კანს, ისეთი კიარა ოქროს ნამცეცები რომ ყრია და მიწებებულივით რომ არის ხოლმე კანზე, არა “ბლიკებად” ანათებს და ძალიან ძალიან ლამაზია, ხოლო რუჯის ფერი კი თავადაც თავად ნახეთ წინა პოსტებში.

http://taa.ge/2016/07/xatijevilla-mtskheta/

http://taa.ge/2016/07/mtskheta-day-2/

აქვე მინდა მოგიყვეთ სხვა ზეთების შესახებაც, რომლებიდანაც ერთ- ერთს თუ მაინც მოიმარაგებთ, დამიჯერეთ კმაყოფილი დარჩებით:

  1. Hawaiian Tropic Dark Tanning Sun Care Moisturizing Oil – ამ ბრენდის პროდუქციაზე შარშანწინ ზაფხულშიც გიყვებოდით და დღემდე რჩება ერთ ერთი ჩემ საუკეთესო გამოცდილებად

Hawaiian Tropic Dark Tanning Sun Care Moisturizing Oil - 8 Ounce

2.   Tanning Indoor Lotion from Just Natural Products

Tanning Indoor Lotion

3. Australian Gold Dark Tanning Intensifier Oil – ამაზონის ერთ ერთი ბესტსელერია და ძალიან კარგი რევიუები აქვს.

4. Banana Boat Deep Tanning Oil – იბეის ბესტსელერი

5. Amir Argan Oil “Touch of Tan” Body Moisturizer

6.  LUXURIOUS SUN CARE TANNING OIL

_300x470_tanning6

7.  Hand Chemistry Glow-Oil

8.  Collistar PERFECT TANNING dry oil

 

 

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *