Day 1 (22)

Kvareli Lake Resort

ერთი სიტყვაც არ იქნება გაზვიადებული 2016 წლის ჩემს ზაფხულს ჟრიამულის ზაფხული რომ ვუწოდო 🙂 ამდენი მგონი ბავშვობის მერე არ დამისვენია. . .

როგორც უკვე დავწერე, ივნისის ბოლოს ბავშვები ძიძასთან და ბებოებთან ერთად გავამგზავრეთ ბაზალეთზე დასასვენებლად (სადაც ჩვენც ავდივართ შაბათ – კვირას) და მე და დიმას გვაქვს სრული რელაქსი და იდილია სახლში.

ივლისის ბოლოს მე და დიმამაც ავიღეთ შვებულება და გადავწყვიტეთ კახეთში გაგვეტარებინა, რადგან ზღვისპირეთში ამ დროს ჰაერი ჩამოტარებით არის, იმდენი ხალხია.

ყველაფერი ძალიან კარგად და ადამიანურად დაიწყო, დავრეკე ყვარლის ტბის კურორტზე და დავჯავშნე 2 ღამით, შემდეგ დანარცენი 2 ღამე დავრეკე კაჭრეთის ამბსადორში და ისიც დავჯავშნე. გადმომირეკეს ჯავშნები დამიდასტურეს, ვიჯექი 3 დღე და ბედნიერედ ველოდებოდი შაბათს 30 ივლისს.

  

საოცრება #1 – ჩავდივართ ყვარლის ტბის კურორტზე, ვიღებთ ზუსტად იმ ნომერს რომელიც დავჯავშნე, 2 კაციანი, ტბაზე ხედით და ტერასით და აღმოჩნდა რომ ჯავშანი მხოლოდ 1 ღამეზე აქვთ გაკეთებული.

აი ძალიან ვბრაზდები ეგეთ რამეებზე, ძალიან ! ძალიან და კიდევ უფრო მეტად ვბრაზდები როცა ამხელა კომპანიას მოსდის ასეთი სულელური “ჩეპეები” როგორიც არის M|Group.

საოცრება #2 – თავიანთი ოპერატორის შეცდომის მიუხედავად, რომელმაც ვერ გაიგო რომ 2 ღამე ვუკახნახე, მოგვიწია მეორე დღეს სხვა ნომერში გადასახლება, რაც დამიჯერეთ არც ისე მარტივი საქმეა, უამრავი ტანსაცმელ/ფეხსაცმელ/Beauty Product-ების გადამკიდე რაც მე იქ წავიღე 🙁

სასტუმრო გვქონდა 3-ჯერადი კვებით აღებული და კარგიც უნდა ითქვასო – როგორც ამბობენ – სადილი და ვახშამი ჰქონდათ უგემრიელესი, არჩევანიც საკმაოდ დიდი და არავითარ შემთხვევაში არცერთი ტიპის ადამიანი არ დარჩებოდა მშიერი.

საოცრება #3 – საუზმე და ყავა !!!

საუზმე ჰქონდათ მხოლოდ ხორცის და კვერცხისმჭამელებზე გათვლილი, ფაქტობრივად ორივე დილას მშიერი დავრჩი. არანაირი ვეგეტერიანული შემოთავაზება, აი არანაირი !!!

და ყავა – ყავა ჰქონდათ ისეთი “ძიშოვი” რომ სად შოულობენ ვერ მივხვდი, საშინელება იყო, დავისხამდი დიდის ამბით და ჭიქაშივე ვტოვებდი :((

სხვა მხრივ, მომსახურე პერსონალი მართლაც ძალიან კარგები იყვნენ, ღიმილიანები, თავაზიანები, საჭმელი გემრიელი, ნომრები სუფთა და კარგად აჭღურვილი, ველოსიპედები, ანკესები და თევზის სატყუარა სიმინდები ნებისმიერ დროს შეგეძლო აგეღო და წასულიყავი სათევზაოდ.

კიდევ ერთი დისკომფორტი არის აუზის სიშორე, რეალურად ფეხით ვერ მიდიხარ, უნდა დაელოდო ელექტრომობილს და წაგიყვანს.

ბევრისთვის ალბათ ეს არაფერია, მაგრამ ჩემნაირი მზის და წყლის მოყვვარულისთვის, რომელმაც აუზზე ყოფნის პროცესი უნდა გაწყვიტოს შუადღეზე, რადგან სადილის დროა და მერე ისევ ელექტრომობილით წავიდეს (ნივთებიც უნდა ატარო წინ და უკან) ცოტა დამღლელი და მომაბეზრებელი იყო.

Day 1 (2)

 

Day 1 (22)Day 1 (3)Day 1 (26) Day 1 (28)????????????

სხვა მხრივ ყვარლის ტბის კურორტის სპა, მართლაც შესანიშნავი ადგილია დასასვენებლად, ძალიან ლამაზ ადგილას აშენებული და კეთილმოწყობილი. ჩვენს დროს მოქმედებდა აქცია: ნომრიდან ერთ ერთ ადამიანს უკეთებდნენ არჩევით მასაჟს უფასოდ, მე რა თქმა უნდა მასაჟი დიმას დავუთმე და თავად ვტკბებოდი აუზითა და მზით. ძაიან გემრიელ კოქტეილებს ამზადებენ თუ ვინმეს მოგინდებათ 🙂

საღამოს ვახშმის შემდეგ წავედით სასეირნოდ, სათევზაოდ, მერე ყვარელშიც გავისეირნეთ მანქანით , აღმოვაჩინეთ რომ ყვარელს ჰქონია ძალიან მხიარული ცენტრი, საკმაოდ სიმპათიური იუსტიციის სახლის შენობით და იქვე ახლს აღმოვაჩინეთ სმარტი, სადაც შევიძინეთ სასუსნავები და საღამოს მუშაობის და მერე კინოს ყურების დროს თან ლუდს ვწრუპავდით და თან პოპკორნს და სხვა სნექებს გეახლებოდით.

Day 1 (10)
Day 1 (11)Day 1 (14) Day 1 (24)

 

 

 

 

მეორე დღეს თავსხმა წვიმამ გამოგვაღვიძა, ისე ციოდა სასაუზმოდ სვიტრით გავედი, ზოგადად ყვარლის ტბა გამოირჩევა საკმაოდ გრილი კლიმატით, რასაც ვერც ლოპოტაზე იტყი და მითუმეტეს ვერც კაჭრეთზე. აქ ღამე მოსაცმელის ან სვიტრის გარეშე ვერ გავდიოდი.

Day 2 (6) Day 2 (23) Day 2-2 (1)

უგემური საუზმისა და კიდევ უფრო უგემური ყავის შემდეგ, წავედით სათევზაოდ, რადგან აუზზე წასვლას აზრი არ ჰქონდა, მზე საერთოდ არ ცანდა ახლომახლო, ისეთი ღრუბლები იყო.

თუმცა ნახევარი მანძილი არ გვქონდა ჩვენს სათევზაო კუნძულამდე გავლილი, როდესაც ღრუბლენი გაიხსნა და მზემ ისე დააჭირა ლამის დავიწვით ჩვენს კუნძულზე თევზაობისას 🙂

Day 2 (4) Day 2 (11)

????????????

და (3)

გემრიელი სადილის შემდეგ ისევ ვეწვიეთ ყვარლის ტბის სპას და მივირთვით უგემრიელესი მოხიტოები, უკვე ისე ცხელოდა შეზლონგზეც ვერ ვჩერდებოდით.

თუმცა იმის გამო, რომ კურორტი სულ მთლიანად მთებს შორისაა მოქცეული, აუზის მხარეზე მზე სადაც 6 საათიდან ეფარება მთებს და საკმაოდ გრილდებ, სველი საცურაო კოსტუმით ვეღარ დაჯდები ისე ცივა ხოლმე.

წყალი კი პირიქით აუზში სულ თბილია და ძალიან სასიამოვნო.

Day 2 (22)

Day 2 (3) Day 2 (7)

????????????

ვახშმის შემდეგ ისევ სათევზაოდ წავედით, ოღონდ ამჯერად მე წიგნი წავიღე და ვკითხულობდი, მხოლოდ დიმა თევზაობდა. მეორე დღეს კი საუზმის შემდეგ დავჩექაუთდით და წამოვედით ყვარლის ტბის კურორტიდან.

Day 2 (8) Day 2 (14) Day 2.

Day 2 (10)

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *