2016-08-21-18-38-43-1

Lopota Lake Resort & Spa

2 წლიანი განშორების შემდეგ ლოპოტას ტბის კურორტს ისევ 3 დღით ვეწვიეთ, ოღონდ ამჯერად ვიკისთან ერთად, თანაც ისე რომ ვიკიმ არ იცოდა სად მივდიოდით, იცოდა რომ სათევზაოდ მივდიოდით სადღაც ტბაზე, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ ასეთ ჯადოსნურ ადგილას ამოყოფდა თავს.

2016-08-21-13-18-58-2

????????????

????????????

რა თქმა უნდა შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და დასკვნა რომელიც ვიკიკომ იმ საღამოს გააკეთა იყო “დედიკო ეს ადგილი თურქეთს სჯობს”

ზუსტად 2 წლის წინ ვიყავით მე და დიმა ლოპოტაზე, მაშინაც 3 თუ 4 დღით დავრჩით და მინდა შევადარო. პირველად ყოფნისას 1 ბოთლი წყალიც კი არ გხვებოდათ ნომერში და მაშინ ტერიტორიაზე 1 ბოთლი სნო 2.30₾ ღირდა :))

ამჯერად ყოველ დღე 2 ბოთლი გვხვდებოდა – რაც მისასალმებელია რომ გამოასწორეს.

პირველ ჩასვლაზე ყავა სამზარეულოში მხოლოდ საუზმეზე გვხვდებოდა და მაშინდელ პოსტში ვწერდი, რა წესია საღამოს რომ არ დებენ ყავას, რამდენი ადამიანი სვამს ყავას საღამოობით მეთქი.

ამჯერად არათუ სამზარეულოში, არამედ ნომრებში დაგხვდებათ, ყავაც, ჩაიც, შაქარიც და ჩაიდანიც.

ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ კომპანია ზრუნავს, ნახულობს სხვადასხვა რევიუებს და ასწორებს ხარვეზებს.

2016-08-21-17-54-02

2016-08-21-18-38-28-1

2016-08-21-18-38-43-1

2016-08-21-19-31-27

????????????

 

????????????

ლოპოტას ტბის კურორტი ულამაზესი ადგილია, ამაზე არავინ დაობს, ძალიან კარგად მოწესრიგებული, ძალიან კარგად აღჭურვილი. ამ ჩასვლაზე კიდევ 3 ახალი კორპუსი დაგვხვდა აშენებული, გარე კინო, ახალი რესტორანი, წყლის ველოსიპედების მისადგომები, თურქული და კიდევ რაღაც აბანო , ულამაზესი და ძალიან კეთილმოწყობილი სპა და საბავშვო კუთხე დამხვდა დამატებული.

რჩევა მენეჯმენტს: სპა არის საშინლად განათებული გარედან, ნაძვის ხეს მაგონებდა და ძალიან არაპროფესიონალურად გამოიყურება. დამიჯერეთ და შეცვალეთ ადამიანურ განათებაზე, გეგონება ნაძვისხის გირლანდებია შემოხვეულიო და საოცრად არ უხდება სპას.

გადავიდეთ ნომრებზე: ის რაც უდაოდ ყველაზე მეტად აღსანიშნავია, არის ის რომ ნომრები არის გასაოცრად ფართო, მართლა გასაოცრად, რადგან არსად არ შეგხვდებათ ამხელა ნომრები სასტუმროებში, თავად ოთახი, სააბაზანო და აივანიც კი ძალიან მოცულობითია და მართლა დიდ სიამოვნებას ანიჭებს დამსვენებელს.

2016-08-22-21-34-06

რაც შეეხება მომსახურე პერსონალს. ამ კუთხითაც შეუძლიათ იამაყონ, დაწყებული მისაღებიდან დამთავრებული დამლაგებლებითა და აუზისპირა მიმტანებით, ყველანი ძალიან კეთილგანწყობილი და თავაზიანები იყვნენ. გარდა !!!

კოშმარია მომსახურება რესტორნებში, აბსოლუტურად არაკვალიფიციური მიმტანები, არათავაზიანები და დახმარების არანაირი სურვილის მქონე 🙁  რატონ უნდა დამჭირდეს მიმტანისთვის 1 კვებაზე 3-4 -ჯერ დარეკვა და ცალცალკე თხოვნა რომ მენიუ, მარილი, ხელსახოცი და ა.შ. must be there ნივთები მოიტანონ არ მესმის. არც ერთ რესტორანში, არც ერთ კვებაზე თავისი ინიციატივით არ მოუტანიათ ხელსახოცები – გასაგიჟებელი ფაქტია და ძალიან სამწუხარო რომ ასეთი ელემენტარული ნიუანსები ეშლებათ.

ძალიან კარგად არის გაკეთებული სათევზაო ადილები და მართლაც დიდი სიამოვნებაა მანდ თევზაობა, დიმამ 2 ცალი უზარმაზარი თევზი დაიჭირა

2016-08-21-19-42-02-1

2016-08-21-19-43-53-1

????????????

საკმაოდ ბევრი გასართობია ბავშვებისთვის: აუზი, კინო, ველოსიპედი, წყლის ველოსიპედი, საბავშვო გასართობი კუთხე საკმაოდ კარგად აღჭურვილი და სათევზაო ფაცხები.

2016-08-22-11-32-08

????????????

????????????

2016-08-23-13-38-52-1

სხვა მხრივ კურორტი მართლაც ზღაპრულია, რაღაც ჯადოსნური მიზიდულობა აქვს, საოცარი ბუნება, კომფორტი და ყველაფერი რაც გჭირდება დასვენებისთვის, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ფასებსაც თუ გადახედავდნენ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფასები მაინც გაცილებით მაღალია ვიდრე სხვა მსგავს კურორტებზე.

და ბოლოს : რისი რჩევა მინდა ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს ლოპოტას ტბაზე დასვენებას: აუცილებლად აიღეთ ნომერი სამჯერადი კვებით !! არ გაბედოთ და არ წახვიდეთ რესტორნების იმედად. გარდა იმისა რომ ძალიან ცუდი მომსახურება დაგხვდებათ, ფასები კიდევ უფრო გამაოგნებელია დამიჯერეთ.

2016-08-21-21-32-12

ჩემი გაოცებული პოსტი იმავე საღამოს ფეისბუქზე, რომელსაც საკმაოდ ბევრი აღშფოთებული კომენტარი და 7-მდე გაზიარება მოჰყვა

screenshot-2016-09-09-22-34-51

აქვე დავდებ კიდევ ერთ სქრინშოტს ჩემი ფეისბუქის მეგობრების კომენტარებით, იმედია ამასაც წაიკითხავს ვინმე და გამოასწორებთ 🙂

screenshot-2016-09-09-22-35-51

იმედია შემდეგ ზაფხულს უკეთესი მომსახურება რესტორნებში, უფრო მრავალფეროვანი მენიუ და “ადამიანური” ფასები დამხვდება.

წარმატებებს გისურვებთ …

Comments

comments

4 thoughts on “Lopota Lake Resort & Spa

  1. ნინი says:

    გეთანხმები, ყველაფერი მომწონს მანდ კვების გარდა
    საკმაოდ ხშირად მიწევს ჩასვლა, ხან ისე მეგობრებთან, ხან სამსახურიდან,
    არასდროს არ მომწონს საჭმელები და ჭურჭლის სისუფთავე, ასე მგონია ჭიქებს სუნი ასდის ხოლმე.

  2. გურამი says:

    ზოგადად მომსახურება ძალიან დაბალ დონეზეა საქართველოში.
    7 ლარი წამალი და 20 ლარი მომსახურებაო, ვაახ 😀
    ტეხს 😀

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *