არსებობს მაკიაჟი, რომელსაც მხოლოდ კარგი ოსტატი გაგიკეთებს, რადგან მხ
ოლოდ მათ ძალუძთ საათები დაუთმონ ადამიანის სახის კორექციას, დახვეწასა და ლამაზად მოხატვას და ეს ძალიან, ძალიან დასაფასებელი პროფესიაა. თუ ვიზაჟისტი მხატვარიც არ არის, ის ვერ დაიცავს პროპორციებს და უნდა შეეშვას კიდეც ამ საქმეს.
ჩვენ კი ჩვეულებრივი ადამიანები მხოლოდ 5-10 წუთს ყოველდღიურობაში, ხოლო განსაკუთრებული სამზადისის დროს 20-30 წუთს თუ ვუთმობთ მაკიაჟს.
მე პირადად 10 წუთსაც ვერ ვუთმობ ჩემს სახეს დილაობით, ამიტომ ძალიან მარტივი და სადა მაკიაჟით შემოვიფარგლები ხოლმე, რომლის მთავარი დანიშნულებაა კანის ოდნავ შეფერვა, ხარვეზების დაფარვა და თვალების გამოკვეთა.
მარტივად და სადად.
თუმცა არსებობს რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მაკიაჟის სახეობა, რომელსაც ვიყენებთ არა მხოლოდ სადღესასწაყლო არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც – განწყობიდან გამომდინარე.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვალის მაკიაჟია, რადგან შესაძლოა სახლიდან გამოვიდე ისე რომ სახეზე არაფერი მესვას, მაგრამ არასოდეს გავდივარ ისე რომ მინიმუმ ტუში არ მესვას თვალებზე, ესეც იშვიათად, ძირითადად ჩრდილითა და ტუშით მნახავთ ხოლმე.
მოდით განვიხილოთ თვალის მაკიაჟის ყველაზე გავრცელებული ტიპები.
1. Classic Cat Eye
2. Smokey Eye
3. Neutral Eye
4. Shimmer And Spice
5. Bare Nothing
6. Using Color
7. Fake Lashes
Comments
1,2,3 ძირითადად.
ყველა ვარიანტი მისაღებია და ვიყენებ, მკვეთრი ფერების გარდა. არ შემიძლია ასეთი ხაზგასმული სტაფილოსფერი ან ნარინჯისფერი ორივე ქუთუთოზე. ფერებს ძალიან ფრთხილად მოვიხმარ, რომ ფუფალას კომპეტენციაში არ გადავიჭრა..
ისე ჩემი აზრით თვალების მაკიაჟი ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახეზე, ზოგადად დღის ლუქში 🙂